სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ გიორგი თევდორაძეს შორის.
კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრები ვახტანგ გომელაურს შეკითხვებს უსვამდნენ. გია ბარამიძე ვახტანგ გომელაურისგან დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კრიმინალური სიტუაცია უფრო გამწვავდა.
ბარამიძის ამ შეკითხვებს ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ადამიანის მკვლელობები ხდებოდა და ამაზე არც ერთმა წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა პასუხი არ აგო. სწორედ ამ დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება თევდორაძესა და პაპუაშვილს შორის.
სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა და ის რამდენიმე წუთით შეჩერდა. საბოლოოდ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
თავ-პირი უნდა უმტვრიო ამათ დღე და ღამე - ზაზა პაპუაშვილი უმცირესობაზე