გადაცემა "მძიმე კაცის" წამყვანი დავით კოვზირიძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ადამიანი იყოს ისეთი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც მისთვის არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ იგი "ფეისბუქზე" წერს:
"არ არსებობს პატრიოტი იყოს ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისგან ცუდის მეტი არაფერი მიუღია - ქართული სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს არ აძლევს განათლებას, არ აინტერესებს მათი ჯანმრთელობა, ურტყამს, იჭერს, დევნის, არ ემსახურება, არ უვლის მოხუცებს, გაჭირვებულებს - გრძელი სიაა ძალიან. ჰოდა, ჩვენ არ ვართ პატრიოტები, ნუ ვიტყუებთ თავს. ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც პატრიოტობის საშუალება გვექნება", - წერს კოვზირიძე.