მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილ კაკლის ხეებს ჭრიან
ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილ კაკლის ხეებს ჭრიან

ას­პინ­ძა­ში კაკ­ლის ხე­ებს ჭრი­ან. და­ბა­ში ხე­ე­ბის მოჭ­რა მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც მყიდ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ 1 კუ­ბურ მეტრში 100 დო­ლარს უხ­დი­ან. "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იმ დროს მი­ვი­და, რო­დე­საც ლონ­და­რი­ძე­ე­ბი უკვე მოჭ­რილ, ას­წლო­ვან კა­კალს, ტო­ტე­ბის­გან ასუფ­თა­ვებ­დნენ.

"სახ­ლს მინ­გრევს და იმი­ტომ ვჭრი, სი­ნეს­ტეა, მთე­ლი ოთა­ხე­ბი სვე­ლია. მე­ო­რე კა­კა­ლი ახალ­გაზ­რდაა და ისიც უნდა მოვ­ჭრა. ხის ქვეშ გა­დის გა­ზის მილი, დე­ნის სა­დე­ნე­ბი და ყო­ველ ჭექა-ქუ­ხილ­ზე გვე­ში­ნია, უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დეს. მინ­და და მოვ­ჭე­რი, გავ­ყი­დი, თუ დავ­წვავ, ჩემი საქ­მეა. ნე­ბარ­თვა ჯერ არ ამი­ღია, მი­ვალ გამ­გე­ო­ბა­ში და მომ­ცე­მენ ", - ამ­ბობს ირმა ლონ­და­რი­ძე.

ორი ძირი კა­კა­ლი მოჭ­რეს ლონ­და­რი­ძე­ე­ბის მე­ზობ­ლებ­მა. მათ კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, მაგ­რამ ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა პი­რად სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ოჯახ­მა ხის მოჭ­რა ფი­ნან­სუ­რი გა­ჭირ­ვე­ბის გამო გა­და­წყვი­ტა.

მოჭ­რი­ლი კაკ­ლის ხე­ე­ბი დახ­ვდა "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს" ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზეც. ად­გი­ლობ­რივ­მა ვა­ლი­კო გვა­რა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მუ­შე­ბი შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­ვიდ­ნენ, რომ დაბ­რუნ­დე­ბი­ან ძირ­ში მოჭ­რი­ან და წა­ი­ღე­ბენ: "თა­ვი­სი მუ­შე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, ხერ­ხიც აქვთ და მა­სა­ლა ავე­ჯის და­სამ­ზა­დებ­ლად მი­აქვთ".

ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ კაკ­ლის ხე­ე­ბის ჭრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. კა­კა­ლი რომ მო­იჭ­რას, მე­პატ­რო­ნემ გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ში გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თოს, გარ­და ამი­სა, უნდა წა­რად­გი­ნოს ნაკ­ვე­თის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბაც. გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დაბა ას­პინ­ძა­ში თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე კი ამ­ბობს, რომ მას­თან გან­ცხა­დე­ბით არა­ვინ მი­სუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბარ­თვა არ გა­უ­ცია. "ვიდ­რე ხეს მოჭ­რი­ან, ნე­ბარ­თვის ასა­ღე­ბად მა­ნამ­დე უნდა მოგ­ვმარ­თონ. თუ უკვე წაქ­ცე­უ­ლია, იმა­ზე ცნო­ბას ვერ მივ­ცემთ", - ამ­ბობს ბე­რი­ძე.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს გელა შვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს" იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია "ბე­ლი­ტას" წარ­მო­მად­გენ­ლად გა­ეც­ნო. შვე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ას­პინ­ძა­ში კაკ­ლის ხე­ე­ბის წა­სა­ღე­ბად 20-კა­ცი­ა­ნი ბრი­გა­დით ჩა­მო­ვი­და. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტა­ბით უკვე მოჭ­რი­ლია 150-მდე კაკ­ლის ხე და მას შემ­დეგ, რაც თე­მით "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" და­ინ­ტე­რეს­და, გამ­გე­ო­ბა­ში ნე­ბარ­თვას აღარ გას­ცე­მენ.

"რა­ტომ უშ­ლით ბიზ­ნესს ხელს, ჩვენ ვყი­დუ­ლობთ მო­სახ­ლე­ო­ბის­გან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას. და­დი­ხართ აქ მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით. გამ­გე­ბე­ლი ლე­ვან ცა­ბა­ძე უარს ამ­ბობს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის წარ­მო­შო­ბის დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მა­ზე. ლე­ვა­ნიც და გა­რე­მოს დაც­ვაც "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის­კენ" იშ­ვე­რენ ხელს. მა­სა­ლა ვერ გა­მაქვს, მი­ჩერ­დე­ბა ქარ­ხა­ნა და ბო­ლოს ინ­ვეს­ტო­რი გა­მექ­ცე­ვა, პა­სუ­ხი ვის მოვ­თხო­ვო?!" - პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან" გელა შვე­ლი­ძეს.

გელა შვე­ლი­ძის თქმით, მო­რე­ბად დაჭ­რი­ლი კაკ­ლის ხე­ე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეწერ­ში, კომ­პა­ნია "გა­მა­უდ­ში" მი­აქვთ და იქ მუ­შავ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილ კაკლის ხეებს ჭრიან

ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილ კაკლის ხეებს ჭრიან

ასპინძაში კაკლის ხეებს ჭრიან. დაბაში ხეების მოჭრა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მყიდველი გამოჩნდა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ 1 კუბურ მეტრში 100 დოლარს უხდიან. "სამხრეთის კარიბჭე" მარჯანიშვილის ქუჩაზე იმ დროს მივიდა, როდესაც ლონდარიძეები უკვე მოჭრილ, ასწლოვან კაკალს, ტოტებისგან ასუფთავებდნენ.

"სახლს მინგრევს და იმიტომ ვჭრი, სინესტეა, მთელი ოთახები სველია. მეორე კაკალი ახალგაზრდაა და ისიც უნდა მოვჭრა. ხის ქვეშ გადის გაზის მილი, დენის სადენები და ყოველ ჭექა-ქუხილზე გვეშინია, უბედურება არ მოხდეს. მინდა და მოვჭერი, გავყიდი, თუ დავწვავ, ჩემი საქმეა. ნებართვა ჯერ არ ამიღია, მივალ გამგეობაში და მომცემენ ", - ამბობს ირმა ლონდარიძე.

ორი ძირი კაკალი მოჭრეს ლონდარიძეების მეზობლებმა. მათ კომენტარზე უარი განაცხადეს, მაგრამ ოჯახის ახლობელმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ოჯახმა ხის მოჭრა ფინანსური გაჭირვების გამო გადაწყვიტა.

მოჭრილი კაკლის ხეები დახვდა "სამხრეთის კარიბჭეს" ყაზბეგის ქუჩაზეც. ადგილობრივმა ვალიკო გვარამაძემ განაცხადა, რომ მუშები შესვენებაზე გავიდნენ, რომ დაბრუნდებიან ძირში მოჭრიან და წაიღებენ: "თავისი მუშები მოიყვანეს, ხერხიც აქვთ და მასალა ავეჯის დასამზადებლად მიაქვთ".

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კაკლის ხეების ჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კაკალი რომ მოიჭრას, მეპატრონემ გამგებლის წარმომადგენელს ტერიტორიულ ორგანოში განცხადებით უნდა მიმართოს, გარდა ამისა, უნდა წარადგინოს ნაკვეთის დამადასტურებელი მოწმობაც. გამგებლის წარმომადგენელი დაბა ასპინძაში თეიმურაზ ბერიძე კი ამბობს, რომ მასთან განცხადებით არავინ მისულა და შესაბამისად, ნებართვა არ გაუცია. "ვიდრე ხეს მოჭრიან, ნებართვის ასაღებად მანამდე უნდა მოგვმართონ. თუ უკვე წაქცეულია, იმაზე ცნობას ვერ მივცემთ", - ამბობს ბერიძე.

საპირისპიროს ამტკიცებს გელა შველიძე, რომელიც "სამხრეთის კარიბჭეს" იტალიური კომპანია "ბელიტას" წარმომადგენლად გაეცნო. შველიძე ამბობს, რომ ასპინძაში კაკლის ხეების წასაღებად 20-კაციანი ბრიგადით ჩამოვიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე მოჭრილია 150-მდე კაკლის ხე და მას შემდეგ, რაც თემით "სამხრეთის კარიბჭე" დაინტერესდა, გამგეობაში ნებართვას აღარ გასცემენ.

"რატომ უშლით ბიზნესს ხელს, ჩვენ ვყიდულობთ მოსახლეობისგან კერძო საკუთრებას. დადიხართ აქ მოსახლეობის დაშინების მიზნით. გამგებელი ლევან ცაბაძე უარს ამბობს კერძო საკუთრების წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე. ლევანიც და გარემოს დაცვაც "სამხრეთის კარიბჭისკენ" იშვერენ ხელს. მასალა ვერ გამაქვს, მიჩერდება ქარხანა და ბოლოს ინვესტორი გამექცევა, პასუხი ვის მოვთხოვო?!" - პრეტენზიები აქვს "სამხრეთის კარიბჭესთან" გელა შველიძეს.

გელა შველიძის თქმით, მორებად დაჭრილი კაკლის ხეები პირველ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, კომპანია "გამაუდში" მიაქვთ და იქ მუშავდება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში