საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი, სადაც "პანორამა თბილისი" უნდა აშენდეს, ინტენსიურად დამეწყრილია - რა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს გეოლოგი
ადგილი, სადაც "პანორამა თბილისი" უნდა აშენდეს, ინტენსიურად დამეწყრილია - რა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს გეოლოგი

"პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ნე­ბარ­თვა გას­ცა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ უნდა ხდე­ბო­დეს.

AMBEBI.GE იმ ად­გი­ლის გე­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თით და­ინ­ტე­რეს­და, სა­დაც პრო­ექ­ტის აშე­ნე­ბაა გა­და­წყვე­ტი­ლი, ამის­თვის მივ­მარ­თეთ გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს, ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვილ წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერტს ირაკ­ლი მი­ქა­ძეს:

- მე პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც გე­ო­ლო­გი "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" მშე­ნებ­ლო­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას შე­ვა­ფა­სებ. "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი", სა­დაც უნდა აშენ­დეს, მამა და­ვი­თის მთის ჩრდი­ლო­ე­თი კალ­თაა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია ად­ვი­ლა­დე­რო­ზი­რე­ბა­დი ქა­ნე­ბით და ამის გამო ინ­ტენ­სი­უ­რად და­მე­წყრი­ლია. ამ­გვარ ქა­ნებ­ზე ურ­ბა­ნუ­ლი დატ­ვირ­თვა: გზე­ბის გაყ­ვა­ნა, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ნა­გე­ბო­ბე­ბის ასა­შე­ნებ­ლად ქვა­ბუ­ლე­ბის ამო­ღე­ბა, კო­მუ­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა და ა.შ. მე­წყრულ პრო­ცე­სებს უფრო გა­ა­აქ­ტი­უ­რებს და სა­ბო­ლო­ოდ, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის ისე­დაც სენ­სი­ტი­ურ ფერ­დობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ბუ­ნე­ბა იტანს არას­წორ ურ­ბა­ნულ დატ­ვირ­თვებს, მო­მა­ვალ­ში ვე­ღარ გა­უძ­ლებს და თა­ვის სი­ტყვას იტყვის, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ისევ და ისევ, თავს და­ა­ტყდე­ბა თბი­ლის­სა და მის მო­სახ­ლე­ო­ბას...

არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლის გამო. ჩვენ უკვე რამ­დენ­ჯერ­მე ვიწ­ვნი­ეთ დრო­ე­ბით აღ­ზე­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის მხრი­დან და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჭკუა ვერ ვის­წავ­ლეთ, რად­გან ეს ტენ­დენ­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა. მამა და­ვი­თის მთის ჩრდი­ლო­ე­თი ფერ­დო­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მრა­ვალ­მხრივ უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი, სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და დას­კვნე­ბი გა­მო­ტა­ნი­ლი, შე­იძ­ლე­ბა თუ არა იქ ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

მა­ინ­ცდა­მა­ინც და­მე­წყრილ ფერ­დო­ბებ­ზე რა­ტომ უნდა აშენ­დეს ასე­თი მო­ნუ­მენ­ტუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბი, რო­დე­საც თბი­ლის­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და უსაფრ­თხო ად­გი­ლე­ბია?

- გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ თბი­ლის­ში ბევ­რი ნა­გე­ბო­ბა სწო­რედ ისეთ ად­გი­ლებ­ში შენ­დე­ბა, სა­დაც გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით და­უშ­ვე­ბე­ლია. ეს რა­ნა­ი­რად ხდე­ბა?

- დიახ, ყვე­ლას ქა­ლა­ქის ცენ­ტრში და მათ შო­რის, მამა და­ვი­თის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თა­ზე სურს შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა. არა­და, ამ ფერ­დო­ბის ურ­ბა­ნუ­ლი დატ­ვირ­თვა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს გა­რე­მო­ზე და გა­ა­აქ­ტი­უ­რებს გე­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებს. რა სა­ჭი­როა ასე­თი ფე­ო­და­ლუ­რი ციხე-სი­მაგ­რე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მთის კალ­თებ­ზე, რო­მე­ლიც და­მე­წყრი­ლი და სენ­სი­ტი­უ­რია?!

- მე­ო­რე მხა­რეა, თუ რა სი­კე­თეს მო­უ­ტანს ეს ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლისს და მის მო­სახ­ლე­ო­ბას...

- სა­მო­მავ­ლოდ დიდ სი­კე­თეს ვერ მო­უ­ტანს, უფრო და­ამ­ძი­მებს მამა და­ვი­თის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თას და უარ­ყო­ფი­თად შეც­ვლის გა­რე­მოს. ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რომ სახ­სრე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ამ ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში იმ პირ­ვე­ლა­დი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, თუნ­დაც მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და ამ ტე­რი­ტო­რი­ის რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად გა­დაქ­ცე­ვა, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს ქა­ლა­ქის ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ას.

მე­ო­რეს მხა­რივ, ძვე­ლი თბი­ლი­სის ფარ­გლებ­ში - სო­ლო­ლაკ­ში, მთაწ­მინ­და­ზე, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­სა და კი­დევ სხვა მრა­ვალ ად­გი­ლას, თბი­ლი­სე­ლე­ბის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ქა­ლაქს არა აქვს რამ­დე­ნად­მე გა­მარ­თუ­ლი გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბი, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ნაგ­ვის გა­და­მუ­შა­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბი. ახალ­მა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან­მა მშე­ნებ­ლო­ბებ­მა ქა­ლა­ქი ბე­ტო­ნის ჯურღმუ­ლად გა­და­აქ­ცია, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მცირ­დე­ბა პარ­კე­ბი­სა და ფიჭ­ვის კო­რო­მე­ბის ფარ­თო­ბე­ბი. ქა­ლაქს ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ დარ­ჩა დას­ვე­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბი. ქა­ლა­ქი გა­და­ივ­სო მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სას­ტი­კად აბინ­ძუ­რე­ბენ ატ­მოს­ფე­როს და გა­და­იქ­ცნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მან­გრე­ველ ია­რა­ღად. ავ­ტო­მო­ბი­ლებ­მა და­ი­კა­ვეს ქა­ლა­ქის გზე­ბი, სა­ფეხ­მავ­ლო ტრო­ტუ­ა­რე­ბი და ბი­ლი­კე­ბი, უკვე შე­ვეჩ­ვი­ეთ სა­ცო­ბებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი თბი­ლი­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იმის ნაც­ვლად, რომ გა­მო­ნა­ხოს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრის გან­სა­მუხ­ტა­ვად, თუნ­დაც შე­მოვ­ლი­თი სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის გა­და­ტა­ნის გზით, ნე­ბას რთავს "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია მხო­ლოდ ძალ­ზე მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი, მდი­და­რი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის.

ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბის ამ­გვა­რი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი და სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბელ, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ და ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს მო­უ­ტანს თბი­ლი­სე­ლებს და მის შთა­მო­მავ­ლო­ბას.

თბი­ლი­სე­ლებ­მა ამა­ზე ხმა უნდა ამო­ვი­ღოთ, ვიდ­რე გვი­ან არ არის, ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ ამ­გვა­რი არას­წო­რი და ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ. თბი­ლი­სი იყო და უნდა დარ­ჩეს სა­ერ­თო სა­ხალ­ხო სა­კუთ­რე­ბად და მის ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ადგილი, სადაც "პანორამა თბილისი" უნდა აშენდეს, ინტენსიურად დამეწყრილია - რა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს გეოლოგი

ადგილი, სადაც "პანორამა თბილისი" უნდა აშენდეს, ინტენსიურად დამეწყრილია - რა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს გეოლოგი

"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა გასცა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების მშენებლობა საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

AMBEBI.GE იმ ადგილის გეოლოგიური სურათით დაინტერესდა, სადაც პროექტის აშენებაა გადაწყვეტილი, ამისთვის მივმართეთ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტს ირაკლი მიქაძეს:

- მე პირველ რიგში, როგორც გეოლოგი "პანორამა თბილისის" მშენებლობის ავკარგიანობას შევაფასებ. "პანორამა თბილისი", სადაც უნდა აშენდეს, მამა დავითის მთის ჩრდილოეთი კალთაა, რომელიც აგებულია ადვილადეროზირებადი ქანებით და ამის გამო ინტენსიურად დამეწყრილია. ამგვარ ქანებზე ურბანული დატვირთვა: გზების გაყვანა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნაგებობების ასაშენებლად ქვაბულების ამოღება, კომუნალური კომუნიკაციების მოწყობა და ა.შ. მეწყრულ პროცესებს უფრო გაააქტიურებს და საბოლოოდ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ისედაც სენსიტიურ ფერდობს.  ჯერჯერობით ბუნება იტანს არასწორ ურბანულ დატვირთვებს, მომავალში ვეღარ გაუძლებს და თავის სიტყვას იტყვის, რაც სამწუხაროდ, ისევ და ისევ, თავს დაატყდება თბილისსა და მის მოსახლეობას...

არ შეიძლება ასეთი ღონისძიების შესრულება ერთი ადამიანის სურვილის გამო. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვიწვნიეთ დროებით აღზევებული პიროვნებების მხრიდან დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგები. სამწუხაროა, რომ ჭკუა ვერ ვისწავლეთ, რადგან ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. მამა დავითის მთის ჩრდილოეთი ფერდობი სპეციალისტების მიერ მრავალმხრივ უნდა იქნას შესწავლილი, სამშენებლო პროექტი დასაბუთებული და დასკვნები გამოტანილი, შეიძლება თუ არა იქ ასეთი გრანდიოზული მშენებლობის განხორციელება.

მაინცდამაინც დამეწყრილ ფერდობებზე რატომ უნდა აშენდეს ასეთი მონუმენტური ნაგებობები, როდესაც თბილისში მრავალი საინტერესო და უსაფრთხო ადგილებია?

- გასაკვირია, მაგრამ თბილისში ბევრი ნაგებობა სწორედ ისეთ ადგილებში შენდება, სადაც გეოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია. ეს რანაირად ხდება?

- დიახ, ყველას ქალაქის ცენტრში და მათ შორის, მამა დავითის ჩრდილოეთ კალთაზე სურს შენობების აგება. არადა, ამ ფერდობის ურბანული დატვირთვა უარყოფითად იმოქმედებს გარემოზე და გაააქტიურებს გეოლოგიურ პროცესებს. რა საჭიროა ასეთი ფეოდალური ციხე-სიმაგრეების მშენებლობა მთის კალთებზე, რომელიც დამეწყრილი და სენსიტიურია?!

- მეორე მხარეა, თუ რა სიკეთეს მოუტანს ეს ყველაფერი თბილისს და მის მოსახლეობას...

- სამომავლოდ დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს, უფრო დაამძიმებს მამა დავითის ჩრდილოეთ კალთას და უარყოფითად შეცვლის გარემოს. ბევრად უკეთესი იქნება, რომ სახსრები გამოყენებული იქნას ამ ტერიტორიის ფარგლებში იმ პირველადი და აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების სტაბილიზაციას, თუნდაც მწვანე ნარგავების განაშენიანება და ამ ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა, რომელიც შეასრულებს ქალაქის ფილტვების ფუნქციას.

მეორეს მხარივ, ძველი თბილისის ფარგლებში - სოლოლაკში, მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქუჩასა და კიდევ სხვა მრავალ ადგილას, თბილისელების ამორტიზებული სახლები კრიტიკულ მდგომარეობაშია. ქალაქს არა აქვს რამდენადმე გამართული გამწმენდი ნაგებობები, კანალიზაციისა და ნაგვის გადამუშავების თანამედროვე სისტემები. ახალმა მრავალსართულიანმა მშენებლობებმა ქალაქი ბეტონის ჯურღმულად გადააქცია, კატასტროფულად მცირდება პარკებისა და ფიჭვის კორომების ფართობები. ქალაქს ფაქტობრივად, აღარ დარჩა დასვენების საზოგადოებრივი სივრცეები. ქალაქი გადაივსო მეორადი ავტომობილებით, რომლებიც სასტიკად აბინძურებენ ატმოსფეროს და გადაიქცნენ საზოგადოების დამანგრეველ იარაღად. ავტომობილებმა დაიკავეს ქალაქის გზები, საფეხმავლო ტროტუარები და ბილიკები, უკვე შევეჩვიეთ საცობებს მთელი დღის განმავლობაში.

ამ მდგომარეობაში მყოფი თბილისის ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ გამონახოს საშუალებები ქალაქის ცენტრის განსამუხტავად, თუნდაც შემოვლითი სარკინიგზო ხაზის გადატანის გზით, ნებას რთავს "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებას, რომელიც გამიზნულია მხოლოდ ძალზე მცირერიცხოვანი, მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანების სურვილების დაკმაყოფილებისთვის.

ქალაქის მმართველობის ამგვარი გაუაზრებელი და სპონტანური გადაწყვეტილებები აუნაზღაურებელ, როგორც მატერიალურ, ასევე ჯანმრთელობის მხრივ და ფსიქიკურ პრობლემებს მოუტანს თბილისელებს და მის შთამომავლობას.

თბილისელებმა ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, ვიდრე გვიან არ არის, ქმედითი ღონისძიებები მივიღოთ ამგვარი არასწორი და ქალაქის განვითარების საწინააღმდეგო მოვლენების მიმართ. თბილისი იყო და უნდა დარჩეს საერთო სახალხო საკუთრებად და მის ფარგლებში მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია