პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რელიგიურმა აქსესუარებმა დღეს სამკაულების სახე მიიღო" - რა დანიშნულება აქვთ რელიგიურ ნივთებს
"რელიგიურმა აქსესუარებმა დღეს სამკაულების სახე მიიღო" - რა დანიშნულება აქვთ რელიგიურ ნივთებს

ჯვა­რი, ფსალ­მუ­ნი, ფსკვნი­ლი, ხატი - რე­ლი­გი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რო­მელ­თაც დღეს ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნი ატა­რებს, თუმ­ცა, მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის. რე­ლი­გი­ურ აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე და მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე Ambebi.ge-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

-სა­ეკ­ლე­სიო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ნივ­თე­ბი სა­თა­ვეს ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თქმი­დან იღებს. მღვდელმთა­ვარ­სა და მღვდელს გარ­კვე­უ­ლი მცნე­ბე­ბი შე­სა­მო­სელ­ზე ეწე­რათ. როცა ებ­რა­ე­ლი თა­ვის სახ­ლში შე­დი­ო­და, მისი კა­რიბ­ჭის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს გარ­კვე­უ­ლი და­რი­გე­ბე­ბი, შე­გო­ნე­ბე­ბი ეწე­რა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე და მოდა არ არის. თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ანს შე­უძ­ლია ატა­როს სა­ეკ­ლე­სიო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მაგ­რამ მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა იცო­დეს.

-დღეს ბევ­რი ატა­რებს ფსვნილს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის ტა­რე­ბას და ყვე­ლას აქვს თუ არა ამის უფ­ლე­ბა?

-ფსკვნი­ლის მა­ტა­რე­ბელ­მა ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ პირ­ველ რიგ­ში მას მო­ძღვრის­გან ფსკვნი­ლის ტა­რე­ბის კურ­თხე­ვა სჭირ­დე­ბა. ფსკვნი­ლი ბერ-მო­ნაზვნე­ბის ატ­რი­ბუ­ტი იყო. ბევ­რმა მო­ნა­ზონ­მა მა­თე­მა­ტი­კუ­რი ან­გა­რი­ში არ იცო­და და როცა და­ე­ვა­ლე­ბო­და "უფა­ლო იესო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო შე­მი­წყა­ლე მე" - ამ სი­ტყვე­ბის ას­ჯერ თქმა, ის რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ფსკვნილ­ზე ით­ვლი­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ქრის­ტი­ან­საც შე­უძ­ლია ფსკვნი­ლის ტა­რე­ბა ოღონდ მო­ძღვრის კურ­თხე­ვით და თან ლოც­ვე­ბიც უნდა იკი­თხოს.

ასე­ვეა გულ­ზე ჯვრის, ხა­ტის ტა­რე­ბა, ხელ­ზე კი სა­მა­ჯუ­რის, ფსალ­მუ­ნის ტა­რე­ბა, რა თქმა უნდა, მისი ტა­რე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია, მაგ­რამ მინ­და ყვე­ლა ქრის­ტი­ანს ვუ­თხრა, რომ თუ ჩვენ შე­სა­ბა­მი­სად არ ვი­ცხოვ­რებთ და შე­სა­ბა­მი­სად არ მო­ვიქ­ცე­ვით, უფ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით, რად­გან ერ­თია, ატა­რებ­დე ქრის­ტი­ა­ნულ აქ­სე­სუ­ა­რებს და მე­ო­რე - რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა შენი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ აქ­სე­სუ­ა­რებს.

-დღეს ბევრ ოფის­ში, ავ­ტო­მო­ბილ­სა თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ვნა­ხავთ ხა­ტებ­სა და ჯვრებს, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ეს?

-რა თქმა უნდა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუნ­დაც ამ ად­გი­ლებ­ში ეწე­ვი­ან სი­გა­რეტს, იგი­ნე­ბი­ან, არ იქ­ცე­ვი­ან შე­სა­ბა­მი­სად, ეს კი უკვე მკრე­ხე­ლო­ბაც არის. შე­იძ­ლე­ბა რომ ადა­მი­ან­მა გულ­ზე ჯვა­რი ატა­როს, თან თამ­ბა­ქო მო­წი­ოს ან უმ­სგავ­სო­ბა ჩა­ი­დი­ნოს? რე­ლი­გი­უ­რი ნივ­თე­ბი ჩვენ ღმერ­თის არ­სე­ბო­ბას გვახ­სე­ნებს, რომ ის ყველ­გან არის. ამ საგ­ნე­ბის ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ დიდი მოკ­რძა­ლე­ბი­თა და მო­წი­წე­ბით.

ხში­რად რე­ლი­გი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ტა­რე­ბა იმ ფა­რი­სევ­ლებს მიგ­ვამ­სგავ­სებს, რომ­ლე­ბიც ხალ­ხის მო­საჩ­ვე­ნებ­ლად ატა­რებ­დნენ ყვე­ლა იმ რე­ლი­გი­ურ აქ­სე­სუ­ა­რებს, ტაძ­რე­ბის წინ იდ­გნენ და ხალ­ხს აჩ­ვე­ნებ­დნენ, რო­გო­რი რე­ლი­გი­უ­რე­ბი იყ­ვნენ, ძა­ლი­ან ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნი დღეს ასე იქ­ცე­ვა. კი ბა­ტო­ნო, ვა­ტა­როთ რე­ლი­გი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ოღონდ არა ძვე­ლი აღ­თქმის ფა­რი­სევ­ლე­ბი­ვით, არა­მედ თავ­მდაბ­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით.

-დღეს ბევ­რი ჯვარს უფრო აქ­სე­სუ­ა­რად იყე­ნებს მა­გა­ლი­თად ყელ­სა­ბა­მად ან სა­ყუ­რედ, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ამასთან ეკ­ლე­სი­ას?

-რე­ლი­გი­ურ­მა აქ­სე­სუ­ა­რებ­მა დღეს სამ­კა­უ­ლე­ბის სახე მი­ი­ღო. დღეს ქალ­ბა­ტო­ნებს სა­ყუ­რე­ე­ბი ცხვირ­ზე და ყურ­ზე რომ უკე­თი­ათ, ეს მო­ნე­ბის ატ­რი­ბუ­ტია, ასე­თი ნიშ­ნე­ბი მათ ყურ­ზე, ცხვირ­ზე და ყელ­ზე ეკე­თათ. ამა­ზე რომ მი­ა­ნიშ­ნებ, სწყინთ და ბრაზ­დე­ბი­ან, მაგ­რამ რად­გა­ნაც მა­ინც უნ­დათ ტა­რე­ბა, ყურ­ზე სა­ყუ­რის ნაც­ვლად ჯვრის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ქრის­ტეს არ­სად უთ­ქვამს, რომ გულ­ზე ჯვა­რი ჩა­მო­ი­კი­დეთ ხელ­ზე კი ფსკვნი­ლი გა­ი­კე­თე­თო, მაგ­რამ რად­გა­ნაც დღეს ამ ნივ­თე­ბის ტა­რე­ბა ტრა­დი­ცი­ად იქცა, ეკ­ლე­სი­ას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ არის, უბ­რა­ლოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფა­რი­სევ­ლო­ბას არ უნდა და­ემ­სგავ­სოს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გარ­და, ადა­მი­ა­ნებს ჯვრე­ბის გა­რე­დან ტა­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ, სა­მო­სის ზე­ვი­დან ჯვა­რი არ უნდა ჩან­დეს, სა­სურ­ვე­ლია ჩვე­ნი რე­ლი­გი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ტან­საც­მლის შიგ­ნი­დან ვა­ტა­როთ.

ხან­და­ხან მე­კი­თხე­ბი­ან, მა­მაო, შე­იძ­ლე­ბა ორი ჯვა­რი ვა­ტა­რო, ან წი­თე­ლი ფსკვნი­ლი ვა­ტა­რო თუ შა­ვიო, ასე­თი უაზ­რო კი­თხვე­ბი აწუ­ხებთ და ამ დროს არ მე­კი­თხე­ბი­ან, აღ­სა­რე­ბა ვთქვა თუ არა და ა.შ. მათ გა­რეგ­ნუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებთ, ვიდ­რე ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. ვა­ტა­როთ რე­ლი­გი­უ­რი საგ­ნე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­რძა­ლე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"რელიგიურმა აქსესუარებმა დღეს სამკაულების სახე მიიღო" - რა დანიშნულება აქვთ რელიგიურ ნივთებს

"რელიგიურმა აქსესუარებმა დღეს სამკაულების სახე მიიღო" - რა დანიშნულება აქვთ რელიგიურ ნივთებს

ჯვარი, ფსალმუნი, ფსკვნილი, ხატი - რელიგიური აქსესუარები, რომელთაც დღეს ბევრი ქრისტიანი ატარებს, თუმცა, მათი დანიშნულების შესახებ ცოტამ თუ იცის. რელიგიურ აქსესუარებზე და მათ გამოყენებაზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

-საეკლესიო აქსესუარები და ნივთები სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს. მღვდელმთავარსა და მღვდელს გარკვეული მცნებები შესამოსელზე ეწერათ. როცა ებრაელი თავის სახლში შედიოდა, მისი კარიბჭის მარჯვენა მხარეს გარკვეული დარიგებები, შეგონებები ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არანაირი სიახლე და მოდა არ არის. თანამედროვე ქრისტიანს შეუძლია ატაროს საეკლესიო აქსესუარები, მაგრამ მათი დანიშნულება და სწორი გამოყენება უნდა იცოდეს.

-დღეს ბევრი ატარებს ფსვნილს, რა მნიშვნელობა აქვს მის ტარებას და ყველას აქვს თუ არა ამის უფლება?

-ფსკვნილის მატარებელმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში მას მოძღვრისგან ფსკვნილის ტარების კურთხევა სჭირდება. ფსკვნილი ბერ-მონაზვნების ატრიბუტი იყო. ბევრმა მონაზონმა მათემატიკური ანგარიში არ იცოდა და როცა დაევალებოდა "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემიწყალე მე" - ამ სიტყვების ასჯერ თქმა, ის რაოდენობრივად ფსკვნილზე ითვლიდა. თანამედროვე ქრისტიანსაც შეუძლია ფსკვნილის ტარება ოღონდ მოძღვრის კურთხევით და თან ლოცვებიც უნდა იკითხოს.

ასევეა გულზე ჯვრის, ხატის ტარება, ხელზე კი სამაჯურის, ფსალმუნის ტარება, რა თქმა უნდა, მისი ტარება ყველას შეუძლია, მაგრამ მინდა ყველა ქრისტიანს ვუთხრა, რომ თუ ჩვენ შესაბამისად არ ვიცხოვრებთ და შესაბამისად არ მოვიქცევით, უფლისა და საზოგადოების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებით, რადგან ერთია, ატარებდე ქრისტიანულ აქსესუარებს და მეორე - რამდენად შეესაბამება შენი შინაგანი მდგომარეობა იმ აქსესუარებს.

-დღეს ბევრ ოფისში, ავტომობილსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვნახავთ ხატებსა და ჯვრებს, რამდენად მისაღებია ეს?

-რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ თუნდაც ამ ადგილებში ეწევიან სიგარეტს, იგინებიან, არ იქცევიან შესაბამისად, ეს კი უკვე მკრეხელობაც არის. შეიძლება რომ ადამიანმა გულზე ჯვარი ატაროს, თან თამბაქო მოწიოს ან უმსგავსობა ჩაიდინოს? რელიგიური ნივთები ჩვენ ღმერთის არსებობას გვახსენებს, რომ ის ყველგან არის. ამ საგნების ტარება შეიძლება, მაგრამ დიდი მოკრძალებითა და მოწიწებით.

ხშირად რელიგიური აქსესუარების ტარება იმ ფარისევლებს მიგვამსგავსებს, რომლებიც ხალხის მოსაჩვენებლად ატარებდნენ ყველა იმ რელიგიურ აქსესუარებს, ტაძრების წინ იდგნენ და ხალხს აჩვენებდნენ, როგორი რელიგიურები იყვნენ, ძალიან ბევრი ქრისტიანი დღეს ასე იქცევა. კი ბატონო, ვატაროთ რელიგიური აქსესუარები, ოღონდ არა ძველი აღთქმის ფარისევლებივით, არამედ თავმდაბლობითა და სიყვარულით.

-დღეს ბევრი ჯვარს უფრო აქსესუარად იყენებს მაგალითად ყელსაბამად ან საყურედ, რა დამოკიდებულება აქვს ამასთან ეკლესიას?

-რელიგიურმა აქსესუარებმა დღეს სამკაულების სახე მიიღო. დღეს ქალბატონებს საყურეები ცხვირზე და ყურზე რომ უკეთიათ, ეს მონების ატრიბუტია, ასეთი ნიშნები მათ ყურზე, ცხვირზე და ყელზე ეკეთათ. ამაზე რომ მიანიშნებ, სწყინთ და ბრაზდებიან, მაგრამ რადგანაც მაინც უნდათ ტარება, ყურზე საყურის ნაცვლად ჯვრის გაკეთება არ შეიძლება.

ქრისტეს არსად უთქვამს, რომ გულზე ჯვარი ჩამოიკიდეთ ხელზე კი ფსკვნილი გაიკეთეთო, მაგრამ რადგანაც დღეს ამ ნივთების ტარება ტრადიციად იქცა, ეკლესიასთან წინააღმდეგობაში არ არის, უბრალოდ ეს ყველაფერი ფარისევლობას არ უნდა დაემსგავსოს. სასულიერო პირების გარდა, ადამიანებს ჯვრების გარედან ტარება ეკრძალებათ, სამოსის ზევიდან ჯვარი არ უნდა ჩანდეს, სასურველია ჩვენი რელიგიური აქსესუარები ტანსაცმლის შიგნიდან ვატაროთ.

ხანდახან მეკითხებიან, მამაო, შეიძლება ორი ჯვარი ვატარო, ან წითელი ფსკვნილი ვატარო თუ შავიო, ასეთი უაზრო კითხვები აწუხებთ და ამ დროს არ მეკითხებიან, აღსარება ვთქვა თუ არა და ა.შ. მათ გარეგნული აქსესუარები უფრო აინტერესებთ, ვიდრე შინაგანი მდგომარეობა. ვატაროთ რელიგიური საგნები და აქსესუარები, მაგრამ აუცილებლად მოკრძალებითა და პატივისცემით.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

საინტერესო დეტალები თორნიკე შენგელიას პირადზე - როგორ დაქორწინდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე