პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამის გადასარჩენად დახმარებას ვითხოვდი" - რატომ ადანაშაულებს ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში სამართალდამცავებს?!
"მამის გადასარჩენად დახმარებას ვითხოვდი" - რატომ ადანაშაულებს ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში სამართალდამცავებს?!

ჯგუ­ფი "სე­ი­შე­ნის" წევ­რი - ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე მა­მის სიკ­ვდილ­ში სა­მარ­თალ­და­მა­ცა­ვებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. გა­სულ კვი­რას, 56 წლის ლე­ვან აბ­ზი­ა­ნი­ძე ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

სიკ­ვდი­ლამ­დე მან ოჯა­ხის წევ­რებ­თან სა­უ­ბა­რი მო­ას­წრო, მერე კი ერ­თა­დერთ ვაჟ­სა და მის მე­გო­ბარს ჩა­აკ­ვდა ხელ­ში. ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას ითხოვს. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და და ახლა ოჯა­ხის წევ­რე­ბი პა­სუხს ელო­დე­ბი­ან.

ლაშა აბ­ზი­ა­ნი­ძე:

- მა­მა­ჩე­მი 56 წლის იყო. იმ ტრა­გი­კულ დღეს ერ­თად ვი­ყა­ვით. შუ­ა­დღეს სახ­ლში დამ­ტო­ვა, თვი­თონ სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და - სახ­ლთან ახ­ლოს "ტაქ­სა­ობ­და". ცოტა ხან­ში და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ მისი ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი იყო. გა­მიკ­ვირ­და. პე­რი­ო­დუ­ლად მეც ვუ­რე­კავ­დი და დე­დაც. სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ვერ და­ვუ­კავ­შირ­დით. მერე რო­გორც იქნა, ჩარ­თო ტე­ლე­ფო­ნი და მა­შინ­ვე და­მი­რე­კა, - ლაშა, სახ­ლში მივ­დი­ვარ და დრო­ზე მოდი, საქ­მე მაქვს შენ­თან, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში წა­მიყ­ვა­ნე­სო. და­ახ­ლო­ე­ბით 8-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, სახ­ლში რომ მი­ვე­დი. მამა უკვე ეზო­ში, სკამ­ზე იჯდა. გვერ­დით მი­ვუ­ჯე­ქი და ვკი­თხე, - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? მი­ამ­ბო: ტაქ­სი­ში ორი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი ჩა­მიჯ­და და წყალ­ტუ­ბო­ში წაყ­ვა­ნა მთხო­ვეს. სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში იყ­ვნენ. მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ 10 ლა­რად წა­ვიყ­ვან­დი, დავ­ძა­რი მან­ქა­ნა და წყალ­ტუ­ბოს­კენ წა­ვე­დი. ქუ­თა­ი­სის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ას რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მი­თხრეს, მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეო. მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რო­გორ გა­ვუ­წევ­დი და სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში შე­ვე­დიო.

- ად­რეც ხომ არ ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში? ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო?

- მა­ნამ­დეც ბევ­რჯერ ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­მას პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი ჰქონ­და, რად­გან ადრე "მა­რი­ხუ­ა­ნას" მოხ­მა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. 2000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს და ერთი წელი პი­რო­ბი­თი მი­უ­სა­ჯეს. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით,Yპრო­ბა­ცი­ის სამ­სა­ხურს გა­და­ცე­მუ­ლი არ ჰქონ­და, ამი­ტომ პრო­ბა­ცი­ა­ში არ და­დი­ო­და. როცა შე­ა­ტყო­ბი­ნებ­დნენ, მა­შინ და­ი­წყებ­და ხე­ლის მო­სა­წე­რად სი­ა­რულს. მამა სულ ამ­ბობ­და: არ მეშ­ვე­ბი­ან. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ითა­ნამ­შრომ­ლე ჩვენ­თან და და­გი­ცავ­თო. ამას არ და­თან­ხმდა. არ იყო ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ პო­ლი­ცი­ის აგენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო, სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რობ­და. რომ ვერ და­ი­თან­ხმეს, მერე გა­და­ე­კიდ­ნენ, სის­ტე­მა­ტუ­რად აჩე­რებ­დნენ და გა­დაჰ­ყავ­დათ ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში შე­სა­მოწ­მებ­ლად.

მი­თხრა, იქ რომ მი­მიყ­ვა­ნეს, კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც "მა­რი­ხუ­ა­ნა" ჰქონ­და. მა­საც და მეც, ორი­ვეს შარ­დმდე­ნი დაგ­ვა­ლე­ვი­ნე­სო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ სუფ­თა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, უეჭ­ვე­ლად გექ­ნე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი. თუ არ აღ­მო­გაჩ­ნდა, მა­შინ თავს მო­ვიკ­ლა­ვო. მა­მას უთ­ქვამს: მო­ამ­ზა­დე თოკი თა­ვის ჩა­მო­სახ­რჩო­ბად, რად­გან მარ­თლა სუფ­თა ვარო.

ოქ­მში წე­რია, თით­ქოს მამა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე წა­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ცი­ე­ლებს არა­ვინ მოს­თხოვს გან­მარ­ტონ, კონ­კრე­ტუ­ლად რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ. ცხა­დია, ეს მათი და­კა­ვე­ბის მე­თო­დია, ასე "მუ­შა­ო­ბენ". თურ­მე, მამა ვერ შარ­დავ­და და ანა­ლი­ზი რომ აე­ღოთ, 3 აბი შარ­დმდე­ნი და­ა­ლე­ვი­ნეს. თურ­მე, 3-სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. შარ­დმდე­ნის მი­ცე­მის შემ­დეგ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი აი­ღეს, მერე ისევ და­აბ­რუ­ნეს სამ­მარ­თვე­ლო­ში. სუფ­თა აღ­მოჩ­ნდა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არა­ნა­ი­რი მოხ­მა­რე­ბა არ და­დას­ტურ­და ექ­სპერ­ტი­ზით. მერე მო­ვი­და სახ­ლში. ჯერ დე­დას­თან უსა­უბ­რია და უთხო­ვია, - მგო­ნი წნე­ვა და­მი­ვარ­და და ყავა და­მა­ლე­ვი­ნეო. ყავა და­უ­ლე­ვია და ამის მერე გა­რეთ, ეზო­ში იჯდა. ჩემი მე­გო­ბა­რი ბი­ჭიც იქ იყო და ისიც ის­მენ­და მა­მას მო­ნა­ყოლს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მამის გადასარჩენად დახმარებას ვითხოვდი" - რატომ ადანაშაულებს ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში სამართალდამცავებს?!

"მამის გადასარჩენად დახმარებას ვითხოვდი" - რატომ ადანაშაულებს ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში სამართალდამცავებს?!

ჯგუფი "სეიშენის" წევრი - ლაშა აბზიანიძე მამის სიკვდილში სამართალდამაცავებს ადანაშაულებს. გასულ კვირას, 56 წლის ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა.

სიკვდილამდე მან ოჯახის წევრებთან საუბარი მოასწრო, მერე კი ერთადერთ ვაჟსა და მის მეგობარს ჩააკვდა ხელში. ლაშა აბზიანიძე საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახის წევრები პასუხს ელოდებიან.

ლაშა აბზიანიძე:

- მამაჩემი 56 წლის იყო. იმ ტრაგიკულ დღეს ერთად ვიყავით. შუადღეს სახლში დამტოვა, თვითონ სამუშაოდ წავიდა - სახლთან ახლოს "ტაქსაობდა". ცოტა ხანში დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. გამიკვირდა. პერიოდულად მეც ვურეკავდი და დედაც. სამ საათზე მეტხანს ვცდილობდით, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე როგორც იქნა, ჩართო ტელეფონი და მაშინვე დამირეკა, - ლაშა, სახლში მივდივარ და დროზე მოდი, საქმე მაქვს შენთან, პოლიციელებმა ნარკოლოგიურში წამიყვანესო. დაახლოებით 8-ის ნახევარი იყო, სახლში რომ მივედი. მამა უკვე ეზოში, სკამზე იჯდა. გვერდით მივუჯექი და ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? მიამბო: ტაქსიში ორი უცნობი მამაკაცი ჩამიჯდა და წყალტუბოში წაყვანა მთხოვეს. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. მოვილაპარაკეთ, რომ 10 ლარად წავიყვანდი, დავძარი მანქანა და წყალტუბოსკენ წავედი. ქუთაისის სამხარეო პოლიციას რომ მივუახლოვდი, მითხრეს, მანქანა გააჩერეო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი და სამმართველოს შენობაში შევედიო.

- ადრეც ხომ არ ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურში? ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?

- მანამდეც ბევრჯერ ჰყავდათ გადაყვანილი. მამას პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან ადრე "მარიხუანას" მოხმარებისთვის დააკავეს. 2000-ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს და ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით,Yპრობაციის სამსახურს გადაცემული არ ჰქონდა, ამიტომ პრობაციაში არ დადიოდა. როცა შეატყობინებდნენ, მაშინ დაიწყებდა ხელის მოსაწერად სიარულს. მამა სულ ამბობდა: არ მეშვებიან. პოლიციელები მეუბნებიან, ითანამშრომლე ჩვენთან და დაგიცავთო. ამას არ დათანხმდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რომ პოლიციის აგენტი გამხდარიყო, სხვანაირად ცხოვრობდა. რომ ვერ დაითანხმეს, მერე გადაეკიდნენ, სისტემატურად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად.

მითხრა, იქ რომ მიმიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც "მარიხუანა" ჰქონდა. მასაც და მეც, ორივეს შარდმდენი დაგვალევინესო. ვეუბნებოდი, რომ სუფთა ვიყავი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, უეჭველად გექნება მოხმარებული. თუ არ აღმოგაჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავო. მამას უთქვამს: მოამზადე თოკი თავის ჩამოსახრჩობად, რადგან მართლა სუფთა ვარო.

ოქმში წერია, თითქოს მამა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წაიყვანეს. სამწუხაროდ, პოლიციელებს არავინ მოსთხოვს განმარტონ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ. ცხადია, ეს მათი დაკავების მეთოდია, ასე "მუშაობენ". თურმე, მამა ვერ შარდავდა და ანალიზი რომ აეღოთ, 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. თურმე, 3-საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. შარდმდენის მიცემის შემდეგ ბიოლოგიური ანალიზი აიღეს, მერე ისევ დააბრუნეს სამმართველოში. სუფთა აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. არანაირი მოხმარება არ დადასტურდა ექსპერტიზით. მერე მოვიდა სახლში. ჯერ დედასთან უსაუბრია და უთხოვია, - მგონი წნევა დამივარდა და ყავა დამალევინეო. ყავა დაულევია და ამის მერე გარეთ, ეზოში იჯდა. ჩემი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და ისიც ისმენდა მამას მონაყოლს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია