პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძე - ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში
გურამ დონაძე - ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში

ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გუ­რამ დო­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ია მეტ­რე­ვე­ლი და სოსო რო­ბა­ქი­ძე მის­გან და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არი­ან.

რო­გორც დო­ნა­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ხმა­უ­რის ფონ­ზე გა­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლი არ აქვთ წარ­დგე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და ედა­ვე­ბი­ან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას.

"ჩვენ ბრა­ლი არ გვე­დე­ბა არა­ვის მკვლე­ლო­ბა­ში, ჩვენ ბრა­ლი არ გვე­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად, რომ ია­რა­ღე­ბი მი­ვი­ტა­ნეთ და ჩა­ვა­ლა­გეთ. ჩვენ ბრა­ლი გვე­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში. მე­ო­რე მხა­რე ჩვენ­გან არ არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ეს მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვი­თი გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის შე­დე­გად, ია მეტ­რე­ველ­სა და სოსო რო­ბა­ქი­ძეს ვგუ­ლის­ხმობ. ხოლო არი­ან და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­მარ­თლებ­რი­ვად ვე­და­ვე­ბით ჩვენ და მი­ვუ­თი­თებთ, რომ ია­რა­ღე­ბი ჰქონ­დათ და ჩვენ არ ჩაგ­ვი­დია მათ­თვის. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მეტ­რე­ვე­ლი და რო­ბა­ქი­ძე რო­გორ არი­ან?!", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ დო­ნა­ძემ.

მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ად­ვო­კატ ნა­თია კორ­კო­ტა­ძეს­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზეც ისა­უბ­რა. კერ­ძოდ, ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­რამ დო­ნა­ძე მას ფო­ტო­ებს უღებს. პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი კორ­კო­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სა­მარ­თლე უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სკა­მი­დან ტე­ლე­ფო­ნით სუ­რა­თებს იღებს, მო­სა­მარ­თლე კი შვილმკვდარ დე­დას აძე­ვებს სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან. გუ­რამ დო­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით კი, ნა­თია კორ­კო­ტა­ძემ შოუ დად­გა.

"სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში სხდო­მა რო­გორც კი გა­და­ვა სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში და ვი­გებთ მხა­რე­ე­ბის სი­მარ­თლეს, ანუ არის თუ არა მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი, ეგ­რე­ვე მშვი­დი სხდო­მა ხდე­ბა შოუს ნა­წი­ლი. ეს მხა­რე ყო­ველ­თვის იწყებს შოუს დად­გმას. დიქ­ტო­ფო­ნით ვი­წერ­დი აუ­დიო მსვლე­ლო­ბას, რომ შემ­დგომ არ ვიწ­ვა­ლო და სა­სა­მარ­თლოს არ მივ­მარ­თო ყო­ვე­ლი სხდო­მის შემ­დეგ. როცა და­ვა­ყე­ნე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, სხდო­მა და­ი­ხუ­როს და დარ­ჩნენ მხო­ლოდ ია მეტ­რე­ვე­ლი და სოსო რო­ბა­ქი­ძე, ხოლო სხვა დარ­ბა­ზის ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლი, არც ჩვე­ნი და არც მათი მხა­რე არ დარ­ჩეს დარ­ბაზ­ში, რათა ვი­მუ­შა­ვოთ სა­მარ­თლებ­რი­ვად, ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში იჯდა, ყვი­რო­და, რომ ჩვენ ვართ მკვლე­ლე­ბი და ამას რო­გორ ვი­თხოვთ. ეს ქალ­ბა­ტო­ნი თავს ად­ვო­კა­ტად ასა­ღებს, თუმ­ცა მისი მო­გე­ბუ­ლი ან წა­გე­ბუ­ლი საქ­მე არ მი­ნა­ხავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს წა­უ­ყე­ნო ბრა­ლი, რომ ვარ მკვლე­ლი. ვინ მოვ­კა­ლი – და­ვუს­ვი მას შე­კი­თხვა და ჩა­ტა­ა­რა შოუ", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ დო­ნა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ფო­ტო­ე­ბი არ გა­და­უ­ღია და მხო­ლოდ აუ­დიო ჩა­წე­რას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ხმა­უ­რის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე პირი დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა. ხმა­უ­რით და­ტო­ვეს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი ბუტა რო­ბა­ქი­ძის მშობ­ლებ­მა ია მეტ­რე­ველ­მა და სოსო რო­ბა­ქი­ძემ. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ჩა­ე­რია და ვი­თა­რე­ბა მა­ლე­ვე გა­ნი­მუხ­ტა.

იხი­ლეთ ვი­დეო

გურამ დონაძე - ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში

გურამ დონაძე - ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძის განცხადებით, ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე მისგან და მასთან ერთად ბრალდებულების მხრიდან დაზარალებული არ არიან.

როგორც დონაძემ საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე გამართული პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას და მასთან ერთად ბრალდებულებს ბრალი არ აქვთ წარდგენილი მკვლელობის მუხლით და ედავებიან უფლებამოსილების გადამეტებას.

"ჩვენ ბრალი არ გვედება არავის მკვლელობაში, ჩვენ ბრალი არ გვედება დადასტურებულად, რომ იარაღები მივიტანეთ და ჩავალაგეთ. ჩვენ ბრალი გვედება უფლებამოსილების გადამეტებაში. მეორე მხარე ჩვენგან არ არის დაზარალებული და ეს მხარე დაზარალებულია ბაშალეიშვილის შემთხვევითი გასროლილი ტყვიის შედეგად, ია მეტრეველსა და სოსო რობაქიძეს ვგულისხმობ. ხოლო არიან დანარჩენები, რომლებსაც სამართლებრივად ვედავებით ჩვენ და მივუთითებთ, რომ იარაღები ჰქონდათ და ჩვენ არ ჩაგვიდია მათთვის. დაზარალებული მეტრეველი და რობაქიძე როგორ არიან?!", - განაცხადა გურამ დონაძემ.

მან სასამართლო პროცესზე ადვოკატ ნათია კორკოტაძესთან მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. კერძოდ, ნათია კორკოტაძემ პროცესზე განაცხადა, რომ გურამ დონაძე მას ფოტოებს უღებს. პროცესის დასრულების შემდეგ კი კორკოტაძემ აღნიშნა, რომ მოსამართლე უნდა იქნას აცილებული იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ბრალდებულის სკამიდან ტელეფონით სურათებს იღებს, მოსამართლე კი შვილმკვდარ დედას აძევებს სასამართლო დარბაზიდან. გურამ დონაძის შეფასებით კი, ნათია კორკოტაძემ შოუ დადგა.

"სასამართლო დარბაზში სხდომა როგორც კი გადავა სამართლებრივ ჭრილში და ვიგებთ მხარეების სიმართლეს, ანუ არის თუ არა მომხდარი დანაშაული, ეგრევე მშვიდი სხდომა ხდება შოუს ნაწილი. ეს მხარე ყოველთვის იწყებს შოუს დადგმას. დიქტოფონით ვიწერდი აუდიო მსვლელობას, რომ შემდგომ არ ვიწვალო და სასამართლოს არ მივმართო ყოველი სხდომის შემდეგ. როცა დავაყენე შუამდგომლობა, სხდომა დაიხუროს და დარჩნენ მხოლოდ ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე, ხოლო სხვა დარბაზის ემოციური ნაწილი, არც ჩვენი და არც მათი მხარე არ დარჩეს დარბაზში, რათა ვიმუშავოთ სამართლებრივად, ეს ქალბატონი, რომელიც დარბაზში იჯდა, ყვიროდა, რომ ჩვენ ვართ მკვლელები და ამას როგორ ვითხოვთ. ეს ქალბატონი თავს ადვოკატად ასაღებს, თუმცა მისი მოგებული ან წაგებული საქმე არ მინახავს. როგორ შეიძლება ადამიანს წაუყენო ბრალი, რომ ვარ მკვლელი. ვინ მოვკალი – დავუსვი მას შეკითხვა და ჩატაარა შოუ", - განაცხადა გურამ დონაძემ და აღნიშნა, რომ მას ფოტოები არ გადაუღია და მხოლოდ აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლემ რამდენიმე პირი დარბაზიდან გააძევა. ხმაურით დატოვეს სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის მშობლებმა ია მეტრეველმა და სოსო რობაქიძემ. სიტყვიერი დაპირისპირება პროცესის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირებაში მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა.

იხილეთ ვიდეო

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც და ჩაკეტილი ჰყავდა და ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

სროლა ახალქალაქში, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო