პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას, როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას, როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე

გვჯე­რა, რომ სი­კე­თე, რო­მელ­საც სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ერ­თად ვქმნით გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხით, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უბ­რუნ­დე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტუსკს ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის ეგი­დით ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი წა­რუდ­გი­ნა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ავი­თა­რებს ქვე­ყა­ნას რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მო­თა­მა­შე.

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვენს წი­ნა­შეა ქარ­თუ­ლი ჯარი. ჯარი, რო­მელ­თა წი­ნაპ­რე­ბიც ათე­უ­ლო­ბით სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­დნენ და აძ­ლი­ე­რებ­დნენ იმ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, სა­დაც თქვენ ახლა იმ­ყო­ფე­ბით. ჯარი, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ უდი­დე­სი იმ­პე­რი­ე­ბი, უდი­დე­სი არ­მი­ე­ბი, მაგ­რამ ჯარი, რო­მელ­მაც შეძ­ლო, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ტა­ნა და თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად შექ­მნა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო. მათ და მათ წი­ნაპ­რებს ზურგს უძ­ლი­ე­რებს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ია­რა­ღი - ეს არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და არც ერთ მო­მენ­ტში არ და­უყ­რია ფარ-ხმა­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ჩვენ ქვე­ყა­ნას ვა­ვი­თა­რებთ რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს.

"ასე­ვე იყო სულ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ, რო­დე­საც ხე­ლახ­ლა შედ­გა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. პირ­ვე­ლი, რაც ჩვენ შევ­ქმე­ნით ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე არ­მია, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ნათ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ჩვენს სამ­შობ­ლოს. თა­ვი­დან­ვე ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­იქ­მნა ყვე­ლა­ზე სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით – ეს იყო გაძ­ლი­ე­რე­ბა ჩვე­ნი უნა­რე­ბის, გაძ­ლი­ე­რე­ბა ჩვე­ნი მხედ­რუ­ლი ღირ­სე­ბის. ამა­ვე დროს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ თა­ნა­მედ­რო­ვე ქვე­ყა­ნას, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ამო­ცა­ნაა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს და­ცუ­ლო­ბა, არა­მედ ის გლო­ბა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ, თა­ნა­მედ­რო­ვე და მო­მა­ვალ­ში მომ­ზი­რალ ერს ხდის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად. ასე ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო - ის ხალ­ხი, ვი­საც თქვენ ხე­დავთ და მათი კო­ლე­გე­ბი თა­ვი­დან­ვე ბალ­კა­ნეთ­ში, სპარ­სე­თის ყუ­რე­ში, ავ­ღა­ნეთ­ში და უკვე ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნა­მებ­როძ­ლებ­თან ერ­თად აფ­რი­კა­ში იცა­ვენ გლო­ბა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და თა­ვის სამ­შობ­ლოს აძ­ლი­ე­რე­ბენ ამ თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით. არა­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და გმი­რი და­ი­ღუ­პა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­სი­ებ­ში. მე ქედს ვიხ­რი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე და მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თვის, რო­მელ­საც ისი­ნი ეწე­ვი­ან გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის დაც­ვის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სწო­რედ თქვენს წი­ნა­შე მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მათი კო­ლე­გე­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, ვაჟ­კა­ცო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო მიჩ­ნე­ულ იქნა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნად და ნატო-ს ჯა­რებ­თან ყვე­ლა­ზე თან­ხვედრ სა­ხელ­მწი­ფოდ შარ­შან ნატო-ს სა­მიტ­ზე. ასე­ვე შარ­შან, რო­დე­საც ჩვე­ნი ევ­რო­კავ­ში­რე­ლი კო­ლე­გე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი გეგ­მავ­დნენ სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ას ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში, ბუ­ნებ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო და ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დად­გნენ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის გვერ­დით, მა­შინ თე­ბერ­ვალ­ში ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­საც მხა­რი პარ­ლა­მენ­ტმა და­უ­ჭი­რა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს თქვენ ხე­დავთ, დად­გნენ გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. მათ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კის ცოდ­ნით და ერ­თგუ­ლე­ბით თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი­სა და სამ­შობ­ლოს მი­მართ. ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ჩვენ ჩვენ ქვე­ყა­ნას ვა­ვი­თა­რებთ რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს. ეს გან­ვი­თა­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით და იმ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რო­მე­ლიც არის დღეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი. ჩვენ ვა­ვი­თა­რებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მო­თა­მა­შე. ჩვენ გვჯე­რა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ის სი­კე­თე, რო­მელ­საც ჩვენ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ერ­თად ვქმნით გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხით, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უბ­რუნ­დე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას, როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას, როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე

გვჯერა, რომ სიკეთე, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განთავსებული საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტი წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ავითარებს ქვეყანას როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენს წინაშეა ქართული ჯარი. ჯარი, რომელთა წინაპრებიც ათეულობით საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და აძლიერებდნენ იმ პატარა ქვეყანას, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით. ჯარი, რომელსაც ისტორიის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ უდიდესი იმპერიები, უდიდესი არმიები, მაგრამ ჯარი, რომელმაც შეძლო, საუკუნეების განმავლობაში გაიტანა და თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვან წევრად შექმნა ჩვენი სამშობლო - საქართველო. მათ და მათ წინაპრებს ზურგს უძლიერებს ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული იარაღი - ეს არის ქართული საზოგადოება. ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და არც ერთ მომენტში არ დაუყრია ფარ-ხმალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს.

"ასევე იყო სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც ხელახლა შედგა ქართული სახელმწიფო. პირველი, რაც ჩვენ შევქმენით ეს არის თანამედროვე არმია, თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს. თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები შეიქმნა ყველაზე სწორი და ადეკვატური კრიტერიუმებით – ეს იყო გაძლიერება ჩვენი უნარების, გაძლიერება ჩვენი მხედრული ღირსების. ამავე დროს, ისევე როგორც ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანას, ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა არა მარტო საქართველოს და ჩვენი სამშობლოს დაცულობა, არამედ ის გლობალური პასუხისმგებლობა, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ, თანამედროვე და მომავალში მომზირალ ერს ხდის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. ასე ბატონო პრეზიდენტო - ის ხალხი, ვისაც თქვენ ხედავთ და მათი კოლეგები თავიდანვე ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში და უკვე ევროკავშირის თანამებროძლებთან ერთად აფრიკაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და თავის სამშობლოს აძლიერებენ ამ თავდადებული შრომით. არაერთი ჩვენი თანამემამულე და გმირი დაიღუპა ამ მნიშვნელოვან მისიებში. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე და მადლობას ვეუბნები ჩვენს ჯარისკაცებს იმ პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ თქვენს წინაშე მდგარი ადამიანებისა და მათი კოლეგების ძალიან სერიოზული მუშაობის, პროფესიონალიზმის, ვაჟკაცობის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანხვედრ სახელმწიფოდ შარშან ნატო-ს სამიტზე. ასევე შარშან, როდესაც ჩვენი ევროკავშირელი კოლეგები და პარტნიორები გეგმავდნენ სამშვიდობო ოპერაციას ცენტრალურ აფრიკაში, ბუნებრივად საქართველოს სახელმწიფო და ქართული შეიარაღებული ძალები დადგნენ ჩვენი კოლეგების გვერდით, მაშინ თებერვალში ჩემი გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი პარლამენტმა დაუჭირა, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს თქვენ ხედავთ, დადგნენ გლობალური მშვიდობის სადარაჯოზე. მათ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავიანთი პროფესიონალიზმით, ჰუმანური დამოკიდებულებით, რეგიონის სპეციფიკის ცოდნით და ერთგულებით თავისი სამსახურისა და სამშობლოს მიმართ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვავითარებთ როგორც თანამედროვე დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს. ეს განვითარება ხორციელდება ყველა მიმართულებით, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკის მიმართულებით და იმ დემოკრატიული სტანდარტების მიმართულებითაც, რომელიც არის დღეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მთავარი ორიენტირი. ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."