მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძის კანონპროექტი კომიტეტში ჯერ გავიდა, შემდეგ კი ჩავარდა
გოგა ხაჩიძის კანონპროექტი კომიტეტში ჯერ გავიდა, შემდეგ კი ჩავარდა

მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე დე­პუ­ტატ გოგა ხა­ჩი­ძის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კენ­ჭისყრა­ზე ორ­ჯერ დად­გა. გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ იმ მი­ზე­ზით მი­ი­ღო, რომ პირ­ველ კენ­ჭისყ­რი­სას მას­ში მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­კითხს მხა­რი და­უ­ჭი­რა. თავ­და­პირ­ველ კენ­ჭისყ­რი­სას დე­პუ­ტატ გოგა ხა­ჩი­ძის პრო­ექტს მხა­რი ხუთ­მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­კი­თხი კო­მი­ტე­ტის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რი­ლი იყო. ეს ხუთი დე­პუ­ტა­ტი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ამის შემ­დეგ კენ­ჭისყრა გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტარ­და, რა დრო­საც კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­დე­გე­თა რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მეტი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან კენ­ჭისყ­რის პრო­ცეს­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ, რომ­ლე­ბიც ხა­ჩი­ძის პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ კო­მი­ტე­ტი მხარს უჭერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის წი­ნა­ნა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის სრუ­ლი დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია არ მოხ­დეს, მაგ­რამ ამ ქმე­დე­ბა­ზე პა­ტიმ­რო­ბა, რო­გორც სას­ჯე­ლის ფორ­მა, ისე არ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დღეს ცხა­რე კა­მა­თის და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

გოგა ხაჩიძის კანონპროექტი კომიტეტში ჯერ გავიდა, შემდეგ კი ჩავარდა

გოგა ხაჩიძის კანონპროექტი კომიტეტში ჯერ გავიდა, შემდეგ კი ჩავარდა

მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრაზე ორჯერ დადგა. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ იმ მიზეზით მიიღო, რომ პირველ კენჭისყრისას მასში მონაწილეთა უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა. თავდაპირველ კენჭისყრისას დეპუტატ გოგა ხაჩიძის პროექტს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკითხი კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერილი იყო. ეს ხუთი დეპუტატი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები იყვნენ. ამის შემდეგ კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა, რა დროსაც კანონპროექტის მოწინააღდეგეთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, რადგან კენჭისყრის პროცესში უმრავლესობის ის წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომლებიც ხაჩიძის პროექტის წინააღმდეგ გამოდიან.

კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წინანადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არ მოხდეს, მაგრამ ამ ქმედებაზე პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, ისე არ იყოს გამოყენებული. კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს ცხარე კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."