საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტუსკი - უკანასკნელ პერიოდში "სასაზღვრო ნიშნების" აღმართვა აშკარა პროვოკაციაა
დონალდ ტუსკი - უკანასკნელ პერიოდში "სასაზღვრო ნიშნების" აღმართვა აშკარა პროვოკაციაა

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში "სა­სა­ზღვრო ნიშ­ნე­ბის" აღ­მარ­თვა აშ­კა­რა პრო­ვო­კა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტუსკმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"მე და­ვარ­წმუ­ნე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რომ ევ­რო­კავ­ში­რი რჩე­ბა კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ერ­თგუ­ლი, მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. ე.წ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ხელი მო­ე­წე­რა რუ­სეთს, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და მის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ის ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პებს ისე­ვე, რო­გორც რუ­სე­თის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. მე ახ­ლა­ხანს ჩა­მო­ვე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის რე­გი­ო­ნი­დან, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ას­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გორ მონ­ტაჟ­დე­ბა გამ­ყო­ფი ზო­ლე­ბი. უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დის სა­სა­ზღვრო ნიშ­ნე­ბის აღ­მარ­თვა აშ­კა­რა პრო­ვო­კა­ცი­აა და ეს ნამ­დვი­ლად არ არის წვლი­ლის შემ­ტა­ნი ნდო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ", - გა­ნა­ცხა­და ტუსკმა.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­მო­ნი­ტო­რინ­გო მი­სია გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს იმის­თვის, რომ სი­ტუ­ა­ცია არ გა­მო­ვი­დეს სიმ­შვი­დის ფორ­მა­ტი­დან.

"ნება მო­მე­ცით, ხაზი გა­ვუს­ვა, რომ მე მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ვაძ­ლევ თქვენ რე­აქ­ცი­ას, თქვე­ნი მთავ­რო­ბის რე­აქ­ცი­ას, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი ევ­რო­პის­თვის, რათა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოგ­ვარ­დეს, აღელ­ვე­ბის ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე. მე ვში­შობ, რომ ერ­თა­დერ­თი რა­საც ისურ­ვებ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი ეს არის მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი რე­აქ­ცია, ჩვენ ამ სა­კი­თხებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მივ­დუდ­გეთ", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­შირს ერ­თნა­ი­რი ხედ­ვე­ბი აქვთ, თუ რო­გორ შექ­მნან უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი.

"მე კარ­გად მო­მეხ­სე­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძალ­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია უვი­ზო მი­მოს­ვლით ევ­რო­კავ­შირ­თან, ეს გახ­ლავთ ჩვე­ნი სა­ერ­თო ამო­ცა­ნა. სა­ქარ­თვე­ლომ საკ­მა­ოდ კარგ პროგ­რესს მი­აღ­წია და მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რე ის, რაც ვთქვი რი­გა­ში. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რე­სი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა, თუ შემ­დე­გი ტექ­ნი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბა და­დე­ბი­თი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა, იმე­დი მაქვს ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლებთ აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ჩემი იმე­დი გა­მოვ­ხა­ტე, რომ ამ პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტ ადა­მი­ანს ჩარ­თავ­და. მე ხაზი გა­ვუს­ვი, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნის­გან ყვე­ლამ თავი უნდა შე­ი­კა­ვოს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს სა­მარ­თლებ­რივ სფე­რო­ში, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია", - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტუსკმა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სა­ერ­თო ამო­ცა­ნა გა­აჩ­ნი­ა­ათ, რომ და­ახ­ლო­ვონ სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­კავ­ში­რი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დონალდ ტუსკი - უკანასკნელ პერიოდში "სასაზღვრო ნიშნების" აღმართვა აშკარა პროვოკაციაა

დონალდ ტუსკი - უკანასკნელ პერიოდში "სასაზღვრო ნიშნების" აღმართვა აშკარა პროვოკაციაა

უკანასკნელ პერიოდში "სასაზღვრო ნიშნების" აღმართვა აშკარა პროვოკაციაა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სტუმრობის შესახებ ისაუბრა.

"მე დავარწმუნე პრემიერ-მინისტრი, რომ ევროკავშირი რჩება კონფლიქტის მოგვარების ერთგული, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც რუსეთის ვალდებულებებს საერთაშორისო არენაზე. მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი და დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა და ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ", - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამონიტორინგო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან.

"ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ მე მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენ რეაქციას, თქვენი მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის, რათა აღნიშნული პრობლემა პასუხისმგებლობით მოგვარდეს, აღელვების ემოციების გარეშე. მე ვშიშობ, რომ ერთადერთი რასაც ისურვებდნენ პროვოკაციების ავტორები ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ჩვენ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით უნდა მივდუდგეთ", - აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს და ევროკავშირს ერთნაირი ხედვები აქვთ, თუ როგორ შექმნან უკეთესი მომავალი.

"მე კარგად მომეხსენება, რომ საქართველოს საზოგადოება ძალზე დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან, ეს გახლავთ ჩვენი საერთო ამოცანა. საქართველომ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაც ვთქვი რიგაში. თუ აღნიშნული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება დადებითი ხასიათის იქნება, იმედი მაქვს ჩვენ უახლოეს მომავალში, წარმატებით დავასრულებთ აღნიშნულ პროცესს. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების დღის წესრიგი. პრემიერ-მინისტრთან ჩემი იმედი გამოვხატე, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ჩართავდა. მე ხაზი გავუსვი, რომ ექსტრემალური პოლიტიკის გავლენისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივ სფეროში, ეს უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და საქართველო ძლიერი პარტნიორები არიან, რომელთაც საერთო ამოცანა გააჩნიაათ, რომ დაახლოვონ საქართველო და ევროკავშირი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."