არასრულწლოვან აფრიკელ ფეხბურთელებს კონტრაქტებზე ხელი იძულებით მოაწერინეს

არასრულწლოვან აფრიკელ ფეხბურთელებს კონტრაქტებზე ხელი იძულებით მოაწერინეს

არასრულწლოვანი აფრიკელი ფეხბურთელები ლაოსში მდებარე ერთ-ერთ კლუბში იძულებით წაიყვანეს და კონტრაქტებზე ხელი მოაწერინეს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ექვსი 14 წლის ასაკის ფეხბურთელი დასავლეთ აფრიკიდან ლაოსში დაურეგისტრირებელ ფეხბურთის აკადემიაში ჯერ კიდევ თებერვალში წაიყვანეს.

"ფიფას" რეგულაციების მიხედვით, სპორტსმენების უცხოურ კლუბში ან აკადემიაში გადაყვანა 18 წლამდე აკრძალულია. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ქალაქ პაქსეში მდებარე კლუბი Champasak United-ი სამომავლოდ სავარაუდოდ, ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავდა.

არასრულწლოვანები მიუღებელ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ დაპირებული ანაზღაურებაც არ გადაუხადეს. თავად კლუბ Champasak United-ის ხელმძღვანელობა რაიმე უკანონო საქმიანობას უარყოფს.

"ფიფა თანამშრომლობს მომხდართან კავშირში მყოფ ყველა პირთან და აგროვებს ინფორმაციას იმისათვის, რომ ეს საკითხი გადაჭრას და დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები", - განაცხადა "ფიფას" პრესსპიკერმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა