პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყლის გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება" - იცავენ თუ არა თბილისის აუზები ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს
"წყლის გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება" - იცავენ თუ არა თბილისის აუზები ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ღია და და­ხუ­რუ­ლი სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის შემ­მოწ­მე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო არ არ­სე­ბობს. 2005 წელს ქვე­ყა­ნა­ში სა­ნი­ტა­რუ­ლი კო­დექ­სი გა­უქ­მდა. რის შე­დე­გა­დაც, ის 2007 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კა­ნონ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, არის თუ არა და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი თბი­ლი­სის სა­ცუ­რაო აუ­ზებ­ში და ვინ აკონ­ტრო­ლებს ამ პრო­ცესს?

რო­გორც ვა­კის სა­ცუ­რაო აუ­ზის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ისი­ნი თა­ვად დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და ჰი­გი­ე­ნუ­რი და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვას, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ. ვა­კის სა­ცუ­რაო აუ­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყა­ლი სამ­მაგ ფილტრა­ცი­ას გა­დის. ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ წყა­ლი კვარ­ცის ქვი­შა­ში და ულტრა იის­ფერ სხი­ვებ­ში ტარ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვინ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ჩვენ გვყავს ქი­მი­კო­სი, რო­მე­ლიც იღებს წყლის ანა­ლი­ზებს. ასე­ვე გვყავს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სულ მო­დის და რო­გორც წყლის, ასე­ვე საშ­ხა­პე­ე­ბი­დან და გა­სახ­დე­ლე­ბი­დან იღებს ჩა­მო­ნა­რე­ცხს და მერე ამოწ­მებს. წყა­ლი იმ­დე­ნად კარ­გად იფილტრე­ბა, რომ მისი გა­მოც­ვლა წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად სამ მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რი წყა­ლი ფილტრა­ცი­ას 6-დან 8 სა­ა­თამ­დე ან­დო­მებს",-გა­ნა­ცხა­და ვა­კის სა­ცუ­რაო აუ­ზის მთა­ვარ­მა ინ­ჟი­ნერ­მა სერ­გო სი­სო­ევ­მა.

სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე აქვთ აღე­ბუ­ლი "Sport Time"-შიც.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე სა­ცუ­რაო აუ­ზის შემ­მოწ­მე­ბე­ლი ორ­გა­ნო არ არ­სე­ბობს. ჩვენ­თან ყვე­ლა ვი­ზი­ტო­რი და­ცუ­ლია, ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვა­რე­გუ­ლი­რებთ. წყა­ლი გა­დის 24 სა­ა­თი­ან ფილტრა­ცი­ას. გერ­მა­ნუ­ლი ხსნა­რე­ბით ხდე­ბა რო­გორც წყლის, ასე­ვე აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, აუზ­ზე არ გა­დის არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი. და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის წყალ­ში შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია",-გა­ნუ­ცხა­და Ambebi.ge-ს "Sport Time"-ის პიარ მე­ნე­ჯერ­მა, მარი ხა­ნი­კა­ევ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს, მა­რი­ნა ბა­ი­და­უ­რის თქმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით ნა­წი­ლობ­რივ მო­ხერ­ხდა სა­ნი­ტა­რუ­ლი კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებს შო­რის. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ დარ­ჩა მთე­ლი რიგი სფე­რო­ე­ბი, რომ­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი უწყე­ბაც არ იქნა გან­სა­ზღვრუ­ლი. სწო­რედ მათ შო­რის არის აუ­ზებ­ში სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის შე­მოწ­მე­ბაც.

"სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი არ გა­უქ­მე­ბუ­ლა, დღე­საც მოქ­მე­დია და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. მხო­ლოდ გარე კონ­ტრო­ლი გა­უქ­მდა. აუ­ზის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი იყე­ნე­ბენ შიდა კონ­ტროლს აუ­ზის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად. სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე გა­უქ­მდა ეს კონ­ტრო­ლი, იმი­ტომ რომ გა­უქ­მდა სა­ნი­ტა­რუ­ლი კო­დექ­სი, რო­მე­ლიც ჩა­ა­ნაც­ვლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კა­ნონ­მა. ახა­ლი ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­ი­ცე­მა ახა­ლი ბრძა­ნე­ბა, რო­მელ­შიც გა­ირ­კვე­ვა ის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ორ­გა­ნო, რო­მელ­მაც უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი,"-გა­ნა­ცხა­და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა მა­რი­ნა ბა­ი­და­ურ­მა.

AMBEBI.GE

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

"წყლის გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება" - იცავენ თუ არა თბილისის აუზები ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს

"წყლის გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება" - იცავენ თუ არა თბილისის აუზები ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს

საქართველოში არსებული ღია და დახურული საცურაო აუზების ჰიგიენური და სანიტარული ნორმების შემმოწმებელი სახელმწიფო ორგანო არ არსებობს. 2005 წელს ქვეყანაში სანიტარული კოდექსი გაუქმდა. რის შედეგადაც, ის 2007 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმა ჩაანაცვლა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, არის თუ არა დაცული სანიტარული ნორმები თბილისის საცურაო აუზებში და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს?

როგორც ვაკის საცურაო აუზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი თავად დადგენილი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვას, საკუთარი ხარჯებით, მაქსიმალურად ცდილობენ. ვაკის საცურაო აუზის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წყალი სამმაგ ფილტრაციას გადის. ქიმიური დამუშავების შემდეგ წყალი კვარცის ქვიშაში და ულტრა იისფერ სხივებში ტარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვავალდებულებს, ჩვენ გვყავს ქიმიკოსი, რომელიც იღებს წყლის ანალიზებს. ასევე გვყავს დაქირავებული დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც სულ მოდის და როგორც წყლის, ასევე საშხაპეებიდან და გასახდელებიდან იღებს ჩამონარეცხს და მერე ამოწმებს. წყალი იმდენად კარგად იფილტრება, რომ მისი გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება. ყოველდღიურად სამ მილიონ ნახევარი ლიტრი წყალი ფილტრაციას 6-დან 8 საათამდე ანდომებს",-განაცხადა ვაკის საცურაო აუზის მთავარმა ინჟინერმა სერგო სისოევმა.

სანიტარული ნორმების დაცვა საკუთარ თავზე აქვთ აღებული "Sport Time"-შიც.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დონეზე საცურაო აუზის შემმოწმებელი ორგანო არ არსებობს. ჩვენთან ყველა ვიზიტორი დაცულია, ამ ყველაფერს თავად ვარეგულირებთ. წყალი გადის 24 საათიან ფილტრაციას. გერმანული ხსნარებით ხდება როგორც წყლის, ასევე აუზის ტერიტორიის დასუფთავება. სამედიცინო შემოწმების გარეშე, აუზზე არ გადის არცერთი ადამიანი. დაავადებული ადამიანის წყალში შესვლა აკრძალულია",-განუცხადა Ambebi.ge-ს "Sport Time"-ის პიარ მენეჯერმა, მარი ხანიკაევმა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს, მარინა ბაიდაურის თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით ნაწილობრივ მოხერხდა სანიტარული კოდექსით განსაზღვრული კომპეტენციების გადანაწილება სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩა მთელი რიგი სფეროები, რომლის ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყებაც არ იქნა განსაზღვრული. სწორედ მათ შორის არის აუზებში სანიტარული ნორმების შემოწმებაც.

"სანიტარული ნორმები არ გაუქმებულა, დღესაც მოქმედია და ჯანდაცვის სამინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული. მხოლოდ გარე კონტროლი გაუქმდა. აუზის მეპატრონეები იყენებენ შიდა კონტროლს აუზის მოსაწესრიგებლად. სახელმწიფო დონეზე გაუქმდა ეს კონტროლი, იმიტომ რომ გაუქმდა სანიტარული კოდექსი, რომელიც ჩაანაცვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმა. ახალი ბრძანების გამოცემაზე მიმდინარეობს მუშაობა და სავარაუდოდ გამოიცემა ახალი ბრძანება, რომელშიც გაირკვევა ის ადმინისტრირების ორგანო, რომელმაც უნდა გააკონტროლოს საცურაო აუზების ჰიგიენური ნორმები,"-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა მარინა ბაიდაურმა.

AMBEBI.GE

თიკო გურაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია