მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბამბუკი - საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი
ბამბუკი - საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი

ბამ­ბუ­კის ავე­ჯი და ნა­კე­თო­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ და დე­კო­რა­ტი­ულ ნა­წარ­მად მი­იჩ­ნე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სით ძი­რი­თა­დად აჭა­რა­ში მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა ფი­ნან­სე­ბის სიმ­ცი­რის გამო, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით ამ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. ქო­ბუ­ლე­თე­ლი ელ­გუ­ჯა გოგ­მა­ჩა­ძე თით­ქმის უკვე ათი წე­ლია ბამ­ბუ­კის ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. იგი ძი­რი­თა­დად ბამ­ბუ­კის ექ­სპორტზე მუ­შა­ობს. მას უკ­რა­ი­ნა­ში და ბე­ლო­რუს­ში გა­აქვს ბამ­ბუ­კი. 2008 წლის ომამ­დე კი ბამ­ბუ­კი რუ­სეთ­შიც გაჰ­ქონ­და.

"მო­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ეს ბიზ­ნე­სი სტა­ბი­ლუ­რი არაა. ამ­ჯე­რად უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გვიშ­ლის ხელს. თუმ­ცა, სექ­ტემ­ბრის­თვის გან­ვა­ახ­ლებ მუ­შა­ო­ბას უკ­რა­ი­ნას­თან, ვე­ლო­დე­ბი პა­სუ­ხებს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თით­ქმის მზად გვაქვს. ალ­ბათ მას მალე გა­ვა­ფორ­მებთ ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან. ბე­ლო­რუსს რაც შე­ე­ხე­ბა, იქ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და გან­ბა­ჟე­ბა შე­და­რე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა. ასე­ვე ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში ვა­პი­რებ ბამ­ბუ­კის გა­ტა­ნას", - ამ­ბობს bpn-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ელ­გუ­ჯა გოგ­მა­ჩა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, იგი სხვა­დას­ხვა სა­ხის ბამ­ბუ­კის ექ­სპორ­ტს აწარ­მო­ებს, მათ შო­რი­საა რო­გორც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ასე­ვე და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ბამ­ბუ­კი. ელ­გუ­ჯა გოგ­მა­ჩა­ძე, ისე­ვე რო­გორც ამ ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა მე­წარ­მე­ე­ბი, ბამ­ბუკს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, ძი­რი­თა­დად ქო­ბუ­ლე­თე­ლი, ოზურ­გე­თე­ლი, ზუგ­დი­დე­ლი, ხო­ბე­ლი და ხელ­ვა­ჩა­უ­რე­ლი ფერ­მე­რე­ბის­გან იბა­რებს.

"ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ბამ­ბუკ­ზე მცი­რე მო­თხოვ­ნაა, ამი­ტო­მაც არ მი­ღირს აქა­უ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვად ვი­საც სჭირ­დე­ბა ბამ­ბუ­კი რა­ი­მეს სა­წარ­მო­ებ­ლად, თა­ვად გა­დი­ან ფერ­მე­რებ­თან კავ­შირ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ფასს, ის ბამ­ბუ­კის ხა­რისხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. წვრი­ლი ბამ­ბუ­კი 20-30 თეთ­რი ღირს, მსხვი­ლი 4-5 ლა­რიც შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი 6 ლა­რიც გა­დაგ­ვიხ­დია. ეს ბამ­ბუ­კის დი­ა­მეტრზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ელ­გუ­ჯა გოგ­მა­ჩა­ძე.

ბა­თუ­მე­ლი თე­მურ ურუ­შა­ძეც ბამ­ბუ­კის ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. იგი კომ­პა­ნია "ლუ­კა­ჩოს" მფლო­ბე­ლია და უკვე ათ წელ­ზე მე­ტია ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან ყი­დუ­ლობს ბამ­ბუკს. თუმ­ცა, ელ­გუ­ჯა გოგ­მა­ჩა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იგი ბამ­ბუ­კის ავე­ჯის

დამ­ზა­დე­ბა­ზეც მუ­შა­ობს.

"ვა­წარ­მო­ებთ ბამ­ბუ­კის ავეჯს, ფან­ჩა­ტუ­რებს, სხვა­დას­ხვა ნივ­თებს, რომ­ლებ­ზეც

მო­თხოვ­ნა ნამ­დვი­ლად არის. პრო­დუქ­ცია თურ­ქეთ­ში გა­მაქვს. გა­მო­ხარ­შუ­ლი, თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბამ­ბუ­კი და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი. წელს უკვე მე­ო­რედ გა­მაქვს სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია. იქ ბამ­ბუ­კის პლან­ტა­ცი­ე­ბი არ აქვთ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ "დის­ნეი-ლენ­დის" მსგავ­სი პარ­კი გა­ა­კე­თეს სტამ­ბოლ­ში, მა­შინ ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ბამ­ბუ­კის სკა­მე­ბი და ფან­ჩა­ტუ­რე­ბი ჩვენ და­ვუმ­ზა­დეთ. ახლა ვმუ­შა­ობ, რომ ეს­პა­ნეთ­შიც გა­ვი­ტა­ნო ჩვე­ნი ნა­წარ­მი", - ამ­ბობს თე­მურ ურუ­შა­ძე bpn-თან სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბამბუკი - საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი

ბამბუკი - საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი

ბამბუკის ავეჯი და ნაკეთობა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და დეკორატიულ ნაწარმად მიიჩნევა. აღნიშნული ბიზნესით ძირითადად აჭარაში მცირე მეწარმეები არიან დაკავებული. თუმცა ფინანსების სიმცირის გამო, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამ ბიზნესის გაფართოებას ვერ ახერხებენ. ქობულეთელი ელგუჯა გოგმაჩაძე თითქმის უკვე ათი წელია ბამბუკის ბიზნესითაა დაკავებული. იგი ძირითადად ბამბუკის ექსპორტზე მუშაობს. მას უკრაინაში და ბელორუსში გააქვს ბამბუკი. 2008 წლის ომამდე კი ბამბუკი რუსეთშიც გაჰქონდა.

"მოგებით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ეს ბიზნესი სტაბილური არაა. ამჯერად უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია გვიშლის ხელს. თუმცა, სექტემბრისთვის განვაახლებ მუშაობას უკრაინასთან, ველოდები პასუხებს, ხელშეკრულება თითქმის მზად გვაქვს. ალბათ მას მალე გავაფორმებთ ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიასთან. ბელორუსს რაც შეეხება, იქ ტრანსპორტირება და განბაჟება შედარებით ძვირი ჯდება. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვაპირებ ბამბუკის გატანას", - ამბობს bpn-თან ინტერვიუში ელგუჯა გოგმაჩაძე.

მისივე თქმით, იგი სხვადასხვა სახის ბამბუკის ექსპორტს აწარმოებს, მათ შორისაა როგორც დამუშავებული, ასევე დაუმუშავებელი ბამბუკი. ელგუჯა გოგმაჩაძე, ისევე როგორც ამ ბიზნესით დაკავებული სხვა მეწარმეები, ბამბუკს ადგილობრივი მოსახლეობისგან, ძირითადად ქობულეთელი, ოზურგეთელი, ზუგდიდელი, ხობელი და ხელვაჩაურელი ფერმერებისგან იბარებს.

"ადგილობრივ ბაზარზე ბამბუკზე მცირე მოთხოვნაა, ამიტომაც არ მიღირს აქაურებზე მუშაობა. ადგილობრივად ვისაც სჭირდება ბამბუკი რაიმეს საწარმოებლად, თავად გადიან ფერმერებთან კავშირზე. რაც შეეხება ფასს, ის ბამბუკის ხარისხზეა დამოკიდებული. წვრილი ბამბუკი 20-30 თეთრი ღირს, მსხვილი 4-5 ლარიც შეიძლება ღირდეს. იყო შემთხვევები 6 ლარიც გადაგვიხდია. ეს ბამბუკის დიამეტრზეა დამოკიდებული", - ამბობს ელგუჯა გოგმაჩაძე.

ბათუმელი თემურ ურუშაძეც ბამბუკის ბიზნესითაა დაკავებული. იგი კომპანია "ლუკაჩოს" მფლობელია და უკვე ათ წელზე მეტია ადგილობრივებისგან ყიდულობს ბამბუკს. თუმცა, ელგუჯა გოგმაჩაძისგან განსხვავებით, იგი ბამბუკის ავეჯის

დამზადებაზეც მუშაობს.

"ვაწარმოებთ ბამბუკის ავეჯს, ფანჩატურებს, სხვადასხვა ნივთებს, რომლებზეც

მოთხოვნა ნამდვილად არის. პროდუქცია თურქეთში გამაქვს. გამოხარშული, თერმულად დამუშავებული ბამბუკი და მისგან დამზადებული ნაკეთობები. წელს უკვე მეორედ გამაქვს საექსპორტო პროდუქცია. იქ ბამბუკის პლანტაციები არ აქვთ. რამდენიმე წლის წინ "დისნეი-ლენდის" მსგავსი პარკი გააკეთეს სტამბოლში, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის ბამბუკის სკამები და ფანჩატურები ჩვენ დავუმზადეთ. ახლა ვმუშაობ, რომ ესპანეთშიც გავიტანო ჩვენი ნაწარმი", - ამბობს თემურ ურუშაძე bpn-თან საუბრისას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია