მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია, მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან კოორდინირებული პასუხი
გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია, მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან კოორდინირებული პასუხი

ყო­ვე­ლი გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი, ამა­ვე დროს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, არა ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ მშვი­დი გო­ნე­ბით დავ­გეგ­მოთ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებ­თან თუ ამ ტი­პის ზე­წო­ლას­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან, დო­ნალდ ტუსკთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­თვის პი­რა­დად, თი­თო­ე­უ­ლი აღ­მარ­თუ­ლი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს ის­ტო­რი­ულ სა­მარ­თლებ­რივ უსა­მარ­თლო­ბას ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყო­ვე­ლი გავ­ლე­ბუ­ლი მავ­თულხლარ­თი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი. მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, მი­უ­ღე­ბე­ლი არის და იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. ჩვენ გვტკი­ვა თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ფაქ­ტი. ამა­ვე დროს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კარ­დი­ნა­ლუ­რი ხაზი, სტრა­ტე­გი­უ­ლი ხაზი და არა ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ მშვი­დი გო­ნე­ბით დავ­გეგ­მოთ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებ­თან თუ ამ ტი­პის ზე­წო­ლას­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი. ამ პა­სუხს გა­აჩ­ნია რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი. პირ­ვე­ლი არის ის, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ დღეს – ჩვენ დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი ტრი­ბუ­ნი­დან გვეს­მის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ზურგს უმაგ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე, აგ­რძე­ლებს ჩვენს ხაზს. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ ჩერ­დე­ბა და არ აჩე­რებს თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, არა­მედ ხდე­ბა კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შე რე­გი­ონ­ში; კი­დევ უფრო მეტ ქვე­ყა­ნას აზი­ი­სა და ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან და ხდე­ბა ქვე­ყა­ნა, რომ­ლის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის რო­გორც აზი­ა­ში, ისე ევ­რო­პა­ში; და­ბო­ლოს, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ვცდი­ლობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ას იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბის ირ­გვლივ, რა­საც ჰქვია სიმ­შვი­დე. ამ ვი­თა­რე­ბის მშვი­დი გა­და­წყვე­ტა, ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცია, არა­მედ ერის და ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ყო­ვე­ლი­ვე ეს შე­დე­გად მოგ­ვცემს წარ­მა­ტე­ბას და გა­მარ­ჯვე­ბას, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო არის და მო­მა­ვალ­ში გა­აგ­რძე­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლის თა­მაშს ევ­რო­პა­სა და აზი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია, მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან კოორდინირებული პასუხი

გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია, მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან კოორდინირებული პასუხი

ყოველი გავლებული მავთულხლართი არის აბსოლუტურად მიუღებელი, ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის და ბუნებრივია, ჩემთვის პირადად, თითოეული აღმართული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ისტორიულ სამართლებრივ უსამართლობას ჩვენს ტერიტორიაზე, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, ყოველი გავლებული მავთულხლართი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მიუღებელი იყო, მიუღებელი არის და იქნება მომავალშიც. ჩვენ გვტკივა თითოეული ასეთი ფაქტი. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, ამ რთულ ვითარებაში ჩვენ შევინარჩუნოთ კარდინალური ხაზი, სტრატეგიული ხაზი და არა ემოციებით, არამედ მშვიდი გონებით დავგეგმოთ ამ პროვოკაციებთან თუ ამ ტიპის ზეწოლასთან კოორდინირებული პასუხი. ამ პასუხს გააჩნია რამდენიმე კომპონენტი. პირველი არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს – ჩვენ დღეს ფაქტობრივად ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გვესმის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ზურგს უმაგრებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, აგრძელებს ჩვენს ხაზს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ ჩერდება და არ აჩერებს თავის განვითარებას, არამედ ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში; კიდევ უფრო მეტ ქვეყანას აზიისა და ევროპის კონტინენტზე აკავშირებს ერთმანეთთან და ხდება ქვეყანა, რომლის სტაბილურობა, განვითარება და სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის როგორც აზიაში, ისე ევროპაში; დაბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოების კონსოლიდაციას იმ ღირებულების ირგვლივ, რასაც ჰქვია სიმშვიდე. ამ ვითარების მშვიდი გადაწყვეტა, ნაკლები პოლიტიკური სპეკულაცია, არამედ ერის და ქვეყნის გაერთიანება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყოველივე ეს შედეგად მოგვცემს წარმატებას და გამარჯვებას, ვინაიდან საქართველო არის და მომავალში გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს ევროპასა და აზიას თანამშრომლობის თვალსაზრისით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."