მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს კანიონები, სადაც ბევრისთვის მოხვედრა ოცნებაა
საქართველოს კანიონები, სადაც ბევრისთვის მოხვედრა ოცნებაა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხა­ნია, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზონ­მა სტარ­ტი აიღო. რო­გორც იცით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ხში­რად გაწ­ვდით ხოლ­მე ჩვე­ნი მდი­და­რი და მა­რა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბი­სა და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნი­ო­ნებს შე­ვე­ხე­ბით.

კა­ნი­ო­ნი მდი­ნა­რის ღრმა ხე­ო­ბაა, ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბე­ბი­თა და ვიწ­რო ფსკე­რით, რო­მე­ლიც, მდი­ნა­რის კა­ლა­პოტს მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს. კა­ნი­ო­ნე­ბი უმე­ტე­სად მთი­ან ად­გი­ლებ­სა და მა­ღალ ვა­კე­ებ­ზე გვხვდე­ბა. მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კა­ნი­ო­ნის (მდი­ნა­რე კო­ლო­რა­დო, აშშ) სიგ­რძე 320 კმ-ია, სიღ­რმე - 1800 მ-მდე...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს ცნო­ბი­ლი კა­ნი­ო­ნე­ბია - მარ­ტვი­ლი­სა და ოკა­ცეს, ორი­ვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შია, რო­მელ­თაც უამ­რა­ვი მნახ­ვე­ლი ჰყავს, თუმ­ცა ბევ­რის­თვის იქ მოხ­ვედ­რა ჯერ­ჯე­რო­ბით ოც­ნე­ბაა...

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

მარ­ტვი­ლის ტე­რი­ტო­რი­ის სამ­ხრეთ ნა­წი­ლი დაბ­ლობს უჭი­რავს. სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მთის მა­სი­ვი აკ­რავს, რო­მე­ლიც მდი­და­რია კარ­სტუ­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბით, ჩანჩქე­რე­ბით, წი­ა­ღი­სე­უ­ლი სა­ბა­დო­ე­ბი­თა და სამ­კურ­ნა­ლო, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით. მდი­ნა­რე­თა ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბე­ბი ნა­პი­რებ­ზე ქმნის შე­სა­ნიშ­ნავ რე­ლი­ე­ფურ წარ­მო­ნაქ­მნებს, მცი­რე მდი­ნა­რის­პი­რა ვა­კე­ებს და ზეგ­ნებს.

მარ­ტვი­ლი დიდი ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი წარ­სუ­ლის კე­რაა, იქ ცოტა ხნის წინ დი­ნო­ზავ­რის ნაკ­ვა­ლე­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რა­მაც ბევ­რს ამ კუ­თხის ნახ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა.

სოფ­ლელ გა­ჭე­დილ­ში (სა­დაც დი­ნო­ზავ­რის ნაკ­ვა­ლე­ვია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მეგ­რუ­ლად გოჭ­კა­დი­რი) რო­გორც ამ­ბო­ბენ, XVII სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარს ბერ­ძე­ნი ოს­ტა­ტე­ბი მო­უწ­ვე­ვია, რომ­ლებ­მაც მდი­ნა­რე აბა­შის ვიწ­რო ხე­ო­ბა­ში, სა­დაც ორი ხე­ო­ბა, უნა­გი­რა და ტა­ბა­კო­ნა კი­დუ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს ებ­ჯი­ნე­ბა, აგუ­რის ლა­მა­ზი ხიდი აუ­შე­ნე­ბი­ათ, ის­რის წვე­რის მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ერთი თა­ღით. ამით ხე­ო­ბის ორი­ვე ნა­პი­რი გა­ერ­თი­ან­და, რო­მე­ლიც მა­შინ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა. ე.ი. – ხე­ო­ბა გა­ჭე­დეს. სწო­რედ აქე­დან შე­ერ­ქვა სო­ფელს გოჭ­კა­დი­რი ანუ გა­ჭე­დი­ლი.

სო­ფელ გა­ჭე­დი­ლის კა­ნი­ო­ნი მდი­ნა­რე აბა­შა­ზე მდე­ბა­რე­ობს. კა­ნი­ო­ნის სიგ­რძე 2400 მ-ია, ხოლო ჩაჭ­რის სიღ­მე – 20-40 მ. კა­ნი­ო­ნის შუა ნა­წილ­ში 12 მ სი­მაღ­ლის ჩანჩქე­რია.

იქ ინა­ხე­ბა 75 მი­ლი­ო­ნი წლის წინ დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ძვლე­ბი, რი­თაც ის მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე აღ­მო­ჩე­ნაა, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის ცხო­ვე­ლე­ბის ნაშ­თე­ბი ერ­თად დიდი რა­ო­დე­ნობ­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს აღ­მო­ჩე­ნა 2010 წლის ივ­ლის­ში ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბუ­ლი დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტთა და მა­გის­ტრან­ტთა სა­ვე­ლე-სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის დროს გა­კეთ­და... სო­ფელ გა­ჭე­დი­ლის კა­ნი­ო­ნი 2010 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს ნაკ­რძა­ლად გა­მო­ცხად­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­ნი­ო­ნის ზო­გი­ერთ მღვი­მე­ში უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის ნაშ­თე­ბი, მათი ძვლე­ბი, ნა­სუფ­რა­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი. გარ­და ამი­სა, ნა­პოვ­ნია ცხო­ველ­თა გა­და­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის ძვლე­ბიც.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბი – და­დი­ა­ნე­ბი ამ ლა­მაზ ად­გი­ლებს სა­ბა­ნა­ოდ და სა­ქე­ი­ფოდ იყე­ნებ­დნენ. ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძეც თურ­მე იქ ბა­ნა­ობ­და და ამი­ტომ იქა­უ­რო­ბას და­დი­ა­ნე­ბის სა­ბა­ნაო ად­გილ­საც უწო­დე­ბენ. სწო­რედ იქ აღ­მოჩ­ნდა დი­ნო­ზავ­რე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვიც.

ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

ნახე უფრო მეტი | ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი: ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი ბუ­ნე­ბის ძეგლი­დან

ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზედა გორ­დის მი­და­მო­ებ­შია, მდი­ნა­რე ოკა­ცეს ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რებს. მდი­ნა­რის სიგ­რძე 14 კი­ლო­მეტ­რია, ხოლო კა­ნი­ო­ნის სი­გა­ნე ზო­გან 3-6 მეტ­რი, ზო­გან - 15-20, სიღ­რმე 20-დან 100 მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს. კა­ნი­ონ­ზე რამ­დე­ნი­მე წყა­ლუხ­ვი ჩანჩქე­რია. ერთ-ერთი ტბის "ოს­ხა­პოს" სიგ­რძე 60 მეტ­რია. მდი­ნა­რე ოკა­ცე­ზე რამ­დე­ნი­მე ბუ­ნებ­რი­ვი ქვა­ხი­დია გა­დე­ბუ­ლი. კა­ნი­ონს აქვს მღვი­მე­ე­ბი, სა­ი­და­ნაც კარ­სტუ­ლი წყლე­ბი მო­ე­დი­ნე­ბა.

კა­ნი­ო­ნის ნა­პირ­ზე იზ­რდე­ბა მსხვი­ლი ბზის ხე­ე­ბი. ხე­ო­ბის ნა­პი­რე­ბი ტყის ბუჩ­ქნა­რი­თაა და­ფა­რუ­ლი. სოფ­ლი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კი ეშ­ვე­ბა მისი ფსკე­რი­სა­კენ. აქ კა­ნი­ო­ნის სი­გა­ნე და ქვა­ხი­დი 4 მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა.

კა­ნი­ო­ნი 2 კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, ის ჯერ­ჯე­რი­ბით შე­უს­წავ­ლე­ლია. გე­ო­ლო­გებ­მა იქ აღ­მო­ა­ჩი­ნეს და რუ­კა­ზე და­ი­ტა­ნეს ტექ­ტო­ნი­კუ­რი ნას­ხლე­ტი, დე­და­მი­წის ქერ­ქის გა­ნარ­ღვე­ვი ნაპ­რა­ლი...

თქვე­ნი არ ვიცი და, ამ ზა­ფხულს ამ სა­ოც­რე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ნამ­დვი­ლად ვგეგ­მავ.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ AMBEBI.GE-სთვის.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის 10 სა­ოც­რე­ბა,

რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნახო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საქართველოს კანიონები, სადაც ბევრისთვის მოხვედრა ოცნებაა

საქართველოს კანიონები, სადაც ბევრისთვის მოხვედრა ოცნებაა

საქართველოში დიდი ხანია, ტურისტული სეზონმა სტარტი აიღო. როგორც იცით, ქვეყნის მასშტაბით, ხშირად გაწვდით ხოლმე ჩვენი მდიდარი და მარავალფეროვანი ბუნებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაციებს. ამჯერად საქართველოს კანიონებს შევეხებით.

კანიონი მდინარის ღრმა ხეობაა, ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, მდინარის კალაპოტს მთლიანად მოიცავს. კანიონები უმეტესად მთიან ადგილებსა და მაღალ ვაკეებზე გვხვდება. მსოფლიოს უდიდესი კანიონის (მდინარე კოლორადო, აშშ) სიგრძე 320 კმ-ია, სიღრმე - 1800 მ-მდე...

საქართველოში ბოლო დროს ცნობილი კანიონებია - მარტვილისა და ოკაცეს, ორივე დასავლეთ საქართველოშია, რომელთაც უამრავი მნახველი ჰყავს, თუმცა ბევრისთვის იქ მოხვედრა ჯერჯერობით ოცნებაა...

მარტვილის კანიონი

იხილეთ გალერეა

მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი დაბლობს უჭირავს. სამხრეთ-დასავლეთით მთის მასივი აკრავს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და სამკურნალო, მინერალური წყლებით. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს.

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა, იქ ცოტა ხნის წინ დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რამაც ბევრს ამ კუთხის ნახვის სურვილი გაუჩნდა.

სოფლელ გაჭედილში (სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი, მეგრულად გოჭკადირი) როგორც ამბობენ, XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს. სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.

სოფელ გაჭედილის კანიონი მდინარე აბაშაზე მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია.

იქ ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა... სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა. მოგვიანებით, კანიონის ზოგიერთ მღვიმეში უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალია აღმოჩენილი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც.

როგორც ამბობენ, სამეგრელოს მთავრები – დადიანები ამ ლამაზ ადგილებს საბანაოდ და საქეიფოდ იყენებდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც თურმე იქ ბანაობდა და ამიტომ იქაურობას დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ. სწორედ იქ აღმოჩნდა დინოზავრების ნაკვალევიც.

ოკაცეს კანიონი

იხილეთ გალერეა

ნახე უფრო მეტი | ოკაცეს კანიონი: ფოტორეპორტაჟი ბუნების ძეგლიდან

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებშია, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარებს. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3-6 მეტრი, ზოგან - 15-20, სიღრმე 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის "ოსხაპოს" სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული. კანიონს აქვს მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები მოედინება.

კანიონის ნაპირზე იზრდება მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება.

კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. გეოლოგებმა იქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი...

თქვენი არ ვიცი და, ამ ზაფხულს ამ საოცრებების დათვალიერებას ნამდვილად ვგეგმავ.

მოამზადა ლალი ფაციამ AMBEBI.GE-სთვის.

რედაქციის რჩევით| ქართული ბუნების 10 საოცრება,

რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ