სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადება კახა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ
პროკურორის განცხადება კახა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში სხვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ვერ ისა­უბ­რებს , - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილ­მა კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე სხვა პირ­თა და­ნა­შა­უ­ლი რომც არ­სე­ბობ­დეს გა­მოკ­ვე­თი­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რებს.

"ჩვენ გვქონ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბა მოგ­ვე­თხო­ვა. ამის სა­ფუძ­ვე­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გაჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა გა­ი­ზი­ა­რა. საქ­მის მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით არ­სე­ბობ­და რის­კე­ბი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი მი­მალ­ვო­და გა­მო­ძი­ე­ბას და სა­სა­მარ­თლოს. ამის თქმის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამას­თან, ჩა­ტარ­და ჩხრე­კა იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­ტარ­და ჩხრე­კის ღო­ნის­ძი­ე­ბა. მოხ­და ნარ­კო­ტი­კე­ბის ამო­ღე­ბა. მან თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში გან­მარ­ტა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­და პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის. და­სად­გე­ნია პი­რე­ბი, ვის­გა­ნაც მან შე­ი­ძი­ნა ნარ­კო­ტი­კი და ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­შიც ნარ­კო­ტი­კის შე­ძე­ნა მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და საქ­მის პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დგომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვი­ლის თქმით, ითა­ნამ­შრომ­ლებს თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი მო­მა­ვალ­ში გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამა­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს იტყვის იმ მო­ტი­ვით, რომ კახი მა­მუ­ლაშ­ვილს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია.

პრო­კუ­რო­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს. გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვილ­მა მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს.

კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 9 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პროკურორის განცხადება კახა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

პროკურორის განცხადება კახა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

კახი მამულაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე ნარკოდანაშაულში სხვის მონაწილეობაზე ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს , - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა კახი მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვა პირთა დანაშაული რომც არსებობდეს გამოკვეთილი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ გვქონდა იმის საფუძველი, რომ მამულაშვილისთვის პატიმრობა მოგვეთხოვა. ამის საფუძველი საქმის მასალებიდან გაჩნდა. შესაბამისად, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა გაიზიარა. საქმის მასალებზე დაყრდნობით არსებობდა რისკები, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და სასამართლოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ მას თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილება. ამასთან, ჩატარდა ჩხრეკა იძულებითი ღონისძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩატარდა ჩხრეკის ღონისძიება. მოხდა ნარკოტიკების ამოღება. მან თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. დასადგენია პირები, ვისგანაც მან შეიძინა ნარკოტიკი და ვითარება, რომელშიც ნარკოტიკის შეძენა მოხდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

რაც შეეხება შემდგომ თანამშრომლობას, გიორგი დავითაშვილის თქმით, ითანამშრომლებს თუ არა ბრალდებული მომავალში გამოძიებასთან, ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის იმ მოტივით, რომ კახი მამულაშვილს დუმილის უფლების გამოყენება შეუძლია.

პროკურორისგან განსხვავებით პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია კახი მამულაშვილის ადვოკატს. გიორგი ბეგიაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ძიების ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

კახი მამულაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ