საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გახდება საქართველოს ახალი შს მინისტრი - "ივანიშვილი იმას დანიშნავს, ვის ერთგულებაშიც ეჭვი არ შეეპარება"
ვინ გახდება საქართველოს ახალი შს მინისტრი - "ივანიშვილი იმას დანიშნავს, ვის ერთგულებაშიც ეჭვი არ შეეპარება"

შს ახა­ლი მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვი­დან იქ­ნე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა - ვა­რა­უ­დო­ბენ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი შს ახალ მი­ნის­ტრზე, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 2-3 დღე­ში წა­რად­გენს.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს შსს-ს უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ახა­ლი მი­ნის­ტრის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი კი 2-3 დღე­ში გახ­დე­ბა.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას არ ასა­ხე­ლე­ბენ, თუმ­ცა მათი თქმით, შს ახა­ლი მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვი­დან იქ­ნე­ბა.

"ეს იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტუ­რა. კო­ა­ლი­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია ის პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი პი­როვ­ნე­ბა იყოს. ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კად­რი იყო, მაგ­რამ რად­გან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის აქ­ცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის თვალ­ში და­ე­ცა, ამ უკა­ნას­კნელ­მა და­ა­ნიშ­ნი­ნა პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც პი­რა­დად მისი კად­რი იყო, მისი პი­რა­დი დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამ მხრივ გო­მე­ლა­ურს კო­ა­ლი­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია, მას ჰქონ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ვვა­რა­უ­დობ, რომ ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი იმას და­ნიშ­ნავს, ვის ერ­თგუ­ლე­ბა­შიც ეჭვი არ შე­ე­პა­რე­ბა", - ამ­ბობს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გია ნო­დია.

შს ახალ მი­ნის­ტრის პოსტზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვას ასა­ხე­ლებს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი იყო გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრ გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­ზეც, თუმ­ცა აგუ­ლაშ­ვი­ლის რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის კად­რია და შს მი­ნის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­რი­ცხავს.

"ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ვინც ახლო წრე­ში დარ­ჩა და ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არ არის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა უც­ნო­ბია. გო­მე­ლა­ურს იც­ნობ­და ვინ­მე? გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მე მგო­ნი რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი სა­კად­რო გავ­ლე­ნის ზედა ზღვარს უკვე მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ ხვალ უცებ მდი­დარ ქვე­ყა­ნა­ში გა­ვიღ­ვი­ძოთ ან ერთ თვე­ში ლარი გამ­ყარ­დეს, და­ნარ­ჩე­ნი არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი.

ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფერს 1 ან 2 კაცი წყვეტს, იქ არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი რად­გან შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არის. ვთქვათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი პი­რის და­ნიშ­ვნა მო­ინ­დო­მა, ამას წინ ვინ აღუდ­გე­ბა, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მი რა იქ­ნე­ბა? პარ­ლა­მენ­ტში ვინ­მე იტყვის რა­მეს? ვოლ­სკი იტყვის თუ ბე­სე­ლია? ხმას ვინ ამო­ი­ღებს? არც არა­ვინ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­რი­ცხუ­ლიც არა­ფე­რია", - ამ­ბობს სოსო ცინ­ცა­ძე.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, დღეს ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვინ და­ი­ნიშ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, "რად­გან არა­ვინ იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ისე­ვე, რო­გორც ახა­ლი მი­ნის­ტრი არ იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი".

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, შს ახა­ლი მი­ნის­ტრის­თვის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ჰუ­მა­ნუ­რო­ბა უნდა იყოს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი მი­ნის­ტრი კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი არ უნდა იყოს.

"რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას მო­რი­გი ლუკ­მის გაყ­ლაპ­ვა უნდა. ვფიქ­რობ, ეს ლუკ­მა ყელ­ზე და­ად­გე­ბათ იმი­ტომ, რომ ეს ძა­ლი­ან სა­რის­კო ნა­ბი­ჯია მათ­თვი­საც და თვი­თონ კო­ა­ლი­ცი­ის­თვი­საც, ამან შე­იძ­ლე­ბა კო­ა­ლი­ცი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი რყე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, ანუ ძალ­თა ბა­ლან­სი შე­იძ­ლე­ბა და­არ­ღვი­ოს. მე­ო­რე მხრივ, რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას იმ­ხე­ლა ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლუკ­მა-ლუკ­მა გა­დაყ­ლა­პოს. ასე­თი ამ­ბი­ცი­ე­ბი ყვე­ლას­თვის ცუ­დად მთავ­რდე­ბა ყვე­ლას­თვის", - ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ გახდება საქართველოს ახალი შს მინისტრი - "ივანიშვილი იმას დანიშნავს, ვის ერთგულებაშიც ეჭვი არ შეეპარება"

ვინ გახდება საქართველოს ახალი შს მინისტრი - "ივანიშვილი იმას დანიშნავს, ვის ერთგულებაშიც ეჭვი არ შეეპარება"

შს ახალი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან იქნება, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი პიროვნება - ვარაუდობენ პოლიტოლოგები შს ახალ მინისტრზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2-3 დღეში წარადგენს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შსს-ს უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი კი 2-3 დღეში გახდება.

Ambebi.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგები კონკრეტულ პიროვნებას არ ასახელებენ, თუმცა მათი თქმით, შს ახალი მინისტრი აუცილებლად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან იქნება.

"ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები კანდიდატურა. კოალიციას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ალექსანდრე ჭიკაიძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო, მაგრამ რადგან ღარიბაშვილის აქციები ივანიშვილის თვალში დაეცა, ამ უკანასკნელმა დაანიშნინა პიროვნება, რომელიც პირადად მისი კადრი იყო, მისი პირადი დაცვის ხელმძღვანელი. ამ მხრივ გომელაურს კოალიციური გამოცდილება არ ჰქონია, მას ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის გამოცდილება. ვვარაუდობ, რომ ახლაც ასე იქნება და ყოფილი პრემიერი იმას დანიშნავს, ვის ერთგულებაშიც ეჭვი არ შეეპარება", - ამბობს დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია.

შს ახალ მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვას ასახელებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისივე თქმით, საუბარი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილზეც, თუმცა აგულაშვილის რესპუბლიკელების კადრია და შს მინისტის თანამდებობაზე გამორიცხავს.

"ახლა ბიძინა ივანიშვილს, ვინც ახლო წრეში დარჩა და ვინც ხელისუფლებაში დასაქმებული არ არის, საზოგადოებისთვის ყველა უცნობია. გომელაურს იცნობდა ვინმე? გიგლა აგულაშვილზე იყო საუბარი, მაგრამ მე მგონი რესპუბლიკელებმა თავიანთი საკადრო გავლენის ზედა ზღვარს უკვე მიაღწიეს, თუმცა დღეს საქართველოში გამორიცხული მხოლოდ ის არის, რომ ხვალ უცებ მდიდარ ქვეყანაში გავიღვიძოთ ან ერთ თვეში ლარი გამყარდეს, დანარჩენი არაფერია გამორიცხული.

ასეთ სახელმწიფოში, სადაც ყველაფერს 1 ან 2 კაცი წყვეტს, იქ არაფერია გამორიცხული რადგან შემაკავებელი მექანიზმები არ არის. ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირის დანიშვნა მოინდომა, ამას წინ ვინ აღუდგება, შემაკავებელი მექანიზმი რა იქნება? პარლამენტში ვინმე იტყვის რამეს? ვოლსკი იტყვის თუ ბესელია? ხმას ვინ ამოიღებს? არც არავინ, აქედან გამომდინარე, გამორიცხულიც არაფერია", - ამბობს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგის თქმით, დღეს ნებისმიერ თანამდებობაზე ვინ დაინიშნება მნიშვნელობა არ აქვს, "რადგან არავინ იქნება დამოუკიდებელი ისევე, როგორც ახალი მინისტრი არ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკოსი".

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, შს ახალი მინისტრისთვის კანონის ფარგლებში ჰუმანურობა უნდა იყოს დამახასიათებელი. მისივე თქმით, ახალი მინისტრი კოალიციაში შემავალ რომელიმე პარტიასთან ასოცირებული არ უნდა იყოს.

"რესპუბლიკურ პარტიას მორიგი ლუკმის გაყლაპვა უნდა. ვფიქრობ, ეს ლუკმა ყელზე დაადგებათ იმიტომ, რომ ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია მათთვისაც და თვითონ კოალიციისთვისაც, ამან შეიძლება კოალიციაში გარკვეული რყევები გამოიწვიოს, ანუ ძალთა ბალანსი შეიძლება დაარღვიოს. მეორე მხრივ, რესპუბლიკურ პარტიას იმხელა ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ლუკმა-ლუკმა გადაყლაპოს. ასეთი ამბიციები ყველასთვის ცუდად მთავრდება ყველასთვის", - ამბობს გია ხუხაშვილი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."