საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკიდან უნდა დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს
რა ასაკიდან უნდა დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს

ხში­რად მშო­ბე­ლი ცდი­ლობს შვილს პა­ტა­რა­ო­ბი­დან შე­ას­წავ­ლოს უამ­რა­ვი უცხო ენა, ატა­როს ცეკ­ვა­ზე, მუ­სი­კა­ზე, ფეხ­ბურთზე, ცურ­ვა­ზე, ამი­სათ­ვის მშობ­ლე­ბი არც დრო­სა და არც თან­ხას არ ზო­გა­ვენ, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რა შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა მათი მცდე­ლო­ბა, სურს თუ არა ბავ­შვს ამა თუ იმ წრე­ზე სი­ა­რუ­ლი ან რამ­დე­ნად მზად არის პა­ტა­რას გო­ნე­ბა და სხე­უ­ლი ამი­სათ­ვის.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ექი­მი-რე­ა­ბი­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა რუ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ხუთი წლის ასა­კი­დან, ბავ­შვის სხე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­თვის, რო­გო­რიც არის ცეკ­ვა, ფეხ­ბურ­თი და სხვა, მზად არ არის.

"პი­რა­დად მე ვთვლი, რომ 5 წლის ბავ­შვის­თვის ასე­თი დატ­ვირ­თვა ძა­ლი­ან ად­რეა. ბავ­შვი გან­ვი­თა­რე­ბას 6-7 წლის ასა­კი­დან იწყებს. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა პი­რო­ბი­თი რეფ­ლექ­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ ამ ასა­კი­დან უნდა და­ი­წყოს ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა.

თუ სპორტზე ვი­სა­უბ­რებთ, სპორ­ტს აქვს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლი­ღა­ცა სა­ხე­ო­ბას უფრო ძალა სჭირ­დე­ბა, ზოგს გამ­ძლე­ო­ბა, სის­წრა­ფე. სპორ­ტი ძი­რი­თა­დად, ამ თვი­სე­ბე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­აა, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სად რო­მე­ლი­ღა­ცა თვი­სე­ბა უფრო სა­ჭი­როა. აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ვე­რი­ოთ და რო­მე­ლი თვი­სე­ბაც ბუ­ნებ­რი­ვად ვი­თარ­დე­ბა, იმი­სი აქ­ცენ­ტი­რე­ბა უნდა მოხ­დეს", - ამ­ბობს მა­ნა­ნა რუ­ხა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სპორ­ტის თი­თო­ე­ულ სა­ხე­ო­ბას შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დი აქვს, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი ამ სპორ­ტით დავ­ტვირ­თოთ:

"მა­გა­ლი­თად, თუ გვინ­და ბავ­შვი გა­მო­ვი­დეს მო­ჭი­და­ვე ან ძა­ლო­სა­ნი, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ძა­ლას მო­ი­თხოვს, ბავ­შვებ­ში კი ძალა 11 წლამ­დე ძა­ლი­ან ნელა ვი­თარ­დე­ბა, 11 წლი­დან უკვე საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­თარ­დე­ბა და პიკს 16-17 წელს აღ­წევს. ამის მერე ამ თვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი კლე­ბუ­ლობს, ამი­ტომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის­თვის 11 წლი­დან მაქ­სი­მუმ 17 წლამ­დე პე­რი­ო­დი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ფეხ­ბურ­თი, იმის გარ­და, რომ ბავ­შვს გუნ­დურ თა­მაშს ას­წავ­ლის, სხვა უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­საც უწყობს ხელს, ვი­ნა­ი­დან სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში სა­ჭი­როა სის­წრა­ფე, გამ­ძლე­ო­ბა და მეტ-ნაკ­ლე­ბად ძა­ლაც. ამ სპორ­ტის­თვის სა­უ­კე­თე­სო ასა­კი 9 წე­ლია. 9-დან 12 წლამ­დე არის პე­რი­ო­დი, როცა ფეხ­ბურთში ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო უნა­რე­ბი იკ­ვე­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ცეკ­ვას, ვფიქ­რობ, რომ 5 წელი ბავ­შვის­თვის ად­რეა. ჯო­ბია ბავ­შვი ცეკ­ვა­ზე 6-7 წლი­დან მი­ვიყ­ვა­ნოთ", - ამ­ბობს მა­ნა­ნა რუ­ხა­ძე.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის თქმით, მშობ­ლე­ბი ხში­რად ვერ აა­ნა­ლი­ზე­ბენ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის უნარს და მი­უ­ხე­და­ვად ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მა­ინც შეჰ­ყავთ სხვა­დას­ხვა წრე­ზე.

"ბავ­შვმა თა­ვი­სი სურ­ვი­ლი­თა და არ­ჩე­ვა­ნით უნდა ია­როს. ხოლო რო­გორ გა­ა­კე­თე­ბი­ნო არ­ჩე­ვა­ნი, ამას უნდა ბავ­შვთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი და ახ­სნა. ცურ­ვა­ზე იმი­ტომ კი არ დაჰ­ყავთ, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი გა­მოვ­ლენ, დაჰ­ყავთ იმი­ტომ, რომ ცურ­ვა ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, სი­მაღ­ლე­ში ზრდას და ა.შ. ამ დროს არა­ნა­ი­რი და­ძა­ლე­ბა სა­ჭი­რო არაა, თუ ბავ­შვს არ უნდა და მა­ინც დაჰ­ყავთ, ეს პა­ტა­რის ფსი­ქო­ლო­გი­ის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რაბ მხე­ი­ძე.

ფსი­ქო­ლოგ ნინო სხირტლა­ძის თქმით, მშო­ბელს არ უნდა გა­მორ­ჩეს ის დატ­ვირ­თვა, რა­საც ბავ­შვი ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ჟი­მის და­გეგ­მვი­სას იღებს.

"ბევ­რია შემ­თხვე­ვა, როცა ბავ­შვი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე არის წრე­ზე, რა­საც ემა­ტე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი. მშობ­ლებს ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ ცურ­ვა და ცეკ­ვა დატ­ვირ­თვა არ არის და დას­ვე­ნე­ბად თვლი­ან, რაც რე­ა­ლუ­რად არას­წო­რია, რად­გან ყვე­ლა ასე­თი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ბავ­შვის­გან ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს.

გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ბავ­შვთან მიდ­გო­მას აქვს და რაც მთა­ვა­რია, მშო­ბელ­მა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­თხოს ბავ­შვს, რა მოს­წონს, ასე­ვე და­აკ­ვირ­დეს პა­ტა­რას ქცე­ვას და დაკ­ვირ­ვე­ბის გზი­თაც მიხ­ვდეს, რა არის ბავ­შვის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და რე­ა­ლუ­რად, რა მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი აქვს", - ამ­ბობს ნინო სხირტლა­ძე.

ფსი­ქო­ლო­გის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მშობ­ლის ერთ-ერთი დო­მი­ნან­ტუ­რი სტი­ლი, რომ მან ყვე­ლა­ზე უკეთ იცის, რა სჭირ­დე­ბა თა­ვის შვილს, ხში­რად არას­წორ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

"მთა­ვა­რი მხო­ლოდ მშობ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, ბავ­შვი თა­ვად უნდა მიხ­ვდეს, რა უნდა და რო­დის, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე წარ­მარ­თვის პრო­ცე­სი. მა­გა­ლი­თად, რო­გორ მი­აწ­ვდის მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მშო­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვს, ანუ მთა­ვა­რი ახ­სნის პრო­ცე­სია, რამ­დე­ნად და­ა­ინ­ტე­რე­სე­ბენ ბავ­შვებს ამა თუ იმ სპორ­ტით ან საგ­ნით.

ასეთ დროს თა­ვი­დან პა­ტა­რას შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც არ მო­ე­წო­ნოს, მაგ­რამ თუ სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­აწ­ვდი, უარს არ იტყვის. ხოლო თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი იძუ­ლე­ბის და მკაც­რი დი­რექ­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბით ხდე­ბა, ინ­ტე­რე­სიც ხში­რად იკარ­გე­ბა. მთა­ვა­რი მიდ­გო­მაა და არა ის, ბავ­შვს რო­მე­ლი სა­გა­ნი ვას­წავ­ლოთ ან არ ვას­წავ­ლოთ", - ამ­ბობს ნინო სხირტლა­ძე.

თაკო ესე­ბუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ასაკიდან უნდა დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს

რა ასაკიდან უნდა დავტვირთოთ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს

ხშირად მშობელი ცდილობს შვილს პატარაობიდან შეასწავლოს უამრავი უცხო ენა, ატაროს ცეკვაზე, მუსიკაზე, ფეხბურთზე, ცურვაზე, ამისათვის მშობლები არც დროსა და არც თანხას არ ზოგავენ, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა შედეგის მომტანი იქნება მათი მცდელობა, სურს თუ არა ბავშვს ამა თუ იმ წრეზე სიარული ან რამდენად მზად არის პატარას გონება და სხეული ამისათვის.

Ambebi.ge-სთან საუბრისას ექიმი-რეაბიტოლოგი მანანა რუხაძე ამბობს, რომ პატარაობიდან, განსაკუთრებით კი ხუთი წლის ასაკიდან, ბავშვის სხეული ფიზიკური დატვირთვისთვის, როგორიც არის ცეკვა, ფეხბურთი და სხვა, მზად არ არის.

"პირადად მე ვთვლი, რომ 5 წლის ბავშვისთვის ასეთი დატვირთვა ძალიან ადრეა. ბავშვი განვითარებას 6-7 წლის ასაკიდან იწყებს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პირობითი რეფლექსების ჩამოყალიბება და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვის ფიზიკური დატვირთვა.

თუ სპორტზე ვისაუბრებთ, სპორტს აქვს მიმართულებები, რომელიღაცა სახეობას უფრო ძალა სჭირდება, ზოგს გამძლეობა, სისწრაფე. სპორტი ძირითადად, ამ თვისებების კომბინაციაა, მაგრამ უპირატესად რომელიღაცა თვისება უფრო საჭიროა. აქ აუცილებლად უნდა ჩავერიოთ და რომელი თვისებაც ბუნებრივად ვითარდება, იმისი აქცენტირება უნდა მოხდეს", - ამბობს მანანა რუხაძე.

მისივე თქმით, სპორტის თითოეულ სახეობას შესაბამისი პერიოდი აქვს, თუ როდის შეიძლება ბავშვი ამ სპორტით დავტვირთოთ:

"მაგალითად, თუ გვინდა ბავშვი გამოვიდეს მოჭიდავე ან ძალოსანი, სპორტის ეს სახეობა ძალას მოითხოვს, ბავშვებში კი ძალა 11 წლამდე ძალიან ნელა ვითარდება, 11 წლიდან უკვე საკმაოდ კარგად ვითარდება და პიკს  16-17 წელს აღწევს. ამის მერე ამ თვისების განვითარების უნარი კლებულობს, ამიტომ სპორტის ამ სახეობისთვის 11 წლიდან მაქსიმუმ 17 წლამდე პერიოდი უნდა გამოვიყენოთ.

ფეხბურთი, იმის გარდა, რომ ბავშვს გუნდურ თამაშს ასწავლის, სხვა უნარების გამომუშავებასაც უწყობს ხელს, ვინაიდან სპორტის ამ სახეობაში საჭიროა სისწრაფე, გამძლეობა და მეტ-ნაკლებად ძალაც. ამ სპორტისთვის საუკეთესო ასაკი 9 წელია. 9-დან 12 წლამდე არის პერიოდი, როცა ფეხბურთში ბავშვის საუკეთესო უნარები იკვეთება. რაც შეეხება ცეკვას, ვფიქრობ, რომ 5 წელი ბავშვისთვის ადრეა. ჯობია ბავშვი ცეკვაზე 6-7 წლიდან მივიყვანოთ", - ამბობს მანანა რუხაძე.

ფსიქოლოგების თქმით, მშობლები ხშირად ვერ აანალიზებენ თავიანთი შვილების უნარს და მიუხედავად ბავშვის წინააღმდეგობისა, მაინც შეჰყავთ სხვადასხვა წრეზე.

"ბავშვმა თავისი სურვილითა და არჩევანით უნდა იაროს. ხოლო როგორ გააკეთებინო არჩევანი, ამას უნდა ბავშვთან კომუნიკაციის უნარი და ახსნა. ცურვაზე იმიტომ კი არ დაჰყავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონები გამოვლენ, დაჰყავთ იმიტომ, რომ ცურვა ხელს უწყობს ორგანიზმის განვითარებას, სიმაღლეში ზრდას და ა.შ. ამ დროს არანაირი დაძალება საჭირო არაა, თუ ბავშვს არ უნდა და მაინც დაჰყავთ, ეს პატარის ფსიქოლოგიისთვის ძალიან ცუდია", - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგ ნინო სხირტლაძის თქმით, მშობელს არ უნდა გამორჩეს ის დატვირთვა, რასაც ბავშვი ყოველდღიური რეჟიმის დაგეგმვისას იღებს.

"ბევრია შემთხვევა, როცა ბავშვი დილიდან საღამომდე არის წრეზე, რასაც ემატება გაკვეთილების მომზადების პროცესი. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცურვა და ცეკვა დატვირთვა არ არის და დასვენებად თვლიან, რაც რეალურად არასწორია, რადგან ყველა ასეთი ორგანიზებული აქტივობა ბავშვისგან ძალისხმევას მოითხოვს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვთან მიდგომას აქვს და რაც მთავარია, მშობელმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება კითხოს ბავშვს, რა მოსწონს, ასევე დააკვირდეს პატარას ქცევას და დაკვირვების გზითაც მიხვდეს, რა არის ბავშვისთვის სასიამოვნო და რეალურად, რა მიდრეკილებები აქვს", - ამბობს ნინო სხირტლაძე.

ფსიქოლოგის თქმით, საქართველოში მშობლის ერთ-ერთი დომინანტური სტილი, რომ მან ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება თავის შვილს, ხშირად არასწორ შედეგს იძლევა.

"მთავარი მხოლოდ მშობლის გადაწყვეტილება არ არის, ბავშვი თავად უნდა მიხვდეს, რა უნდა და როდის, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე წარმართვის პროცესი. მაგალითად, როგორ მიაწვდის მასწავლებელი ან მშობელი ინფორმაციას ბავშვს, ანუ მთავარი ახსნის პროცესია, რამდენად დააინტერესებენ ბავშვებს ამა თუ იმ სპორტით ან საგნით.

ასეთ დროს თავიდან პატარას შეიძლება რაღაც არ მოეწონოს, მაგრამ თუ საინტერესოდ მიაწვდი, უარს არ იტყვის. ხოლო თუ ეს ყველაფერი იძულების და მკაცრი დირექტიული ფორმებით ხდება, ინტერესიც ხშირად იკარგება. მთავარი მიდგომაა და არა ის, ბავშვს რომელი საგანი ვასწავლოთ ან არ ვასწავლოთ", - ამბობს ნინო სხირტლაძე.

თაკო ესებუა

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?

"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

"ბებია გრძნობდა... არ წახვიდეო, აფრთხილებდა" - ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები