Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო სკანდალური დოკუმენტი საქართველოში კარტელურ ხუთეულზე
საიდუმლო სკანდალური დოკუმენტი საქართველოში კარტელურ ხუთეულზე

"კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის ნა­ყო­ფია - კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჩა­მო­ი­შო­რეს, შექ­მნეს ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი იმ­პორ­ტის, დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და გა­ყიდ­ვის ნა­წილ­ში და ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლიც კი გა­და­ი­ნა­წი­ლეს"

8-თვი­ა­ნი კვლე­ვის შემ­დეგ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ნავ­თობ­პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბი 54.698.329 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. სა­ა­გენ­ტოს 50-ტო­მი­ან დას­კვნა­ში 1200 გვერ­დია. ნა­წი­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას შე­ი­ცავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი არ გახ­დე­ბა, თუმ­ცა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ი­პო­ვა ამ დო­კუ­მენ­ტის ანო­ტა­ცია, რო­მე­ლიც ჯერ მხო­ლოდ და­ჯა­რი­მე­ბულ კომ­პა­ნი­ებს და­ეგ­ზავ­ნათ გა­საც­ნო­ბად.

კვლე­ვის შე­დე­გად, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ 2008-2014 წლებ­ში ავ­ტო­საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბი ირ­ღვე­ო­და; იმ­პორ­ტს ხელი ეშ­ლე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბით, იზღუ­დე­ბო­და წარ­მო­ე­ბა და მოქ­მე­დებ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლი ფასი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბაზ­რის ძი­რი­თად მო­თა­მა­შე­ებს, მათ შო­რის "ვი­სოლს",­ "რომ­პეტ­როლს", "სო­კარს", "ლუ­კო­ილს", "გალფს"­ და მათ­თან დის­ტრი­ბუ­ცი­ით და­კავ­ში­რე­ბულ აგენ­ტებს სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რათ. და­ჯა­რიმ­დნენ ფრენ­შა­ი­ზინ­გის (ბრენ­დის მფლო­ბე­ლის მხრი­დან მიმ­ღე­ბი კომ­პა­ნი­ის­თვის ნე­ბის დარ­თვა, თა­ვი­სი სამ­არკო ნიშ­ნის ქვეშ წარ­მარ­თოს ბიზ­ნე­სი, ანა­ზღა­უ­რებ­ის სა­ნაც­ვლოდ და შე­თან­ხმ­ებუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაცვ­ით. ე.წ. მზა ბიზ­ნე­სის შეძ­ენა) მიმ­ღე­ბი მცი­რე კომ­პა­ნი­ე­ბიც.

კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჯა­რი­მა - 14.381.385 ლარი "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უმს" და­ე­კის­რა; "სან პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია", რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე "გალ­ფის" ბრენ­დით ოპე­რი­რებს, 11.267.384 ლა­რით და­ჯა­რიმ­და, "რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო" - 10.845.806 ლა­რით, "ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია" - 10.426.393 ლა­რით, "ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯია" - 4.740.260 ლა­რით. კი­დევ ორ ფირ­მას მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი და­ე­კის­რა და ერ­თსაც - 650 ათას­ზე მეტი. გარ­და ამი­სა, სიმ­ბო­ლუ­რი 200-200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დნენ წვრი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ი­პო­ვა

ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნის ანო­ტა­ცია, სა­დაც 1200-გვერ­დი­ა­ნი დას­კვნის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი და მოკ­ლე შე­ფა­სე­ბაა გად­მო­ცე­მუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა არც ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ არ ითა­ნამ­შრომ­ლა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს­თან და არც გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უღი­ა­რე­ბია. არა­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და (!). ჩვენ­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დას­კვნა­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი იმ­დე­ნად მძი­მე და­ნა­შა­ულს ეხე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის, ნა­წი­ლი კი ფი­ნან­სუ­რი უწყე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში მო­ექ­ცეს.

კომ­პა­ნი­ე­ბი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნო­ბენ

პირ­ვე­ლი, ვინც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნას უპა­სუ­ხა, "ვი­სოლ ჯგუ­ფი" იყო. "ჩვენ არ დაგ­ვირ­ღვე­ვია "კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის არც ერთი მო­თხოვ­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე ამ საქ­მე­ზე 2015 წლის 8 ივ­ლისს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ი­მარ­თა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სხდო­მა ყვე­ლა მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც სა­ა­გენ­ტოს წარ­ვუდ­გი­ნეთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი პო­ზი­ცია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პრო­ექ­ტში ასა­ხულ მო­საზ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­გენ­ტომ არ გა­ი­ზი­ა­რა არც ერთი ჩვე­ნი ობი­ექ­ტუ­რი არ­გუ­მენ­ტი და გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ნე­გა­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა "კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ ვე­თან­ხმე­ბით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მოყ­ვა­ნილ მო­საზ­რე­ბებს და, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ვეც­დე­ბით ჩვე­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას კა­ნო­ნით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი გზე­ბით", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საიდუმლო სკანდალური დოკუმენტი საქართველოში კარტელურ ხუთეულზე

საიდუმლო სკანდალური დოკუმენტი საქართველოში კარტელურ ხუთეულზე

"კარტელური შეთანხმების ნაყოფია - კონკურენტები ჩამოიშორეს, შექმნეს ხელოვნური ბარიერები იმპორტის, დისტრიბუციისა და გაყიდვის ნაწილში და ავტოგასამართი სადგურების ქსელიც კი გადაინაწილეს"

8-თვიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ნავთობ­პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 50-ტომიან დასკვნაში 1200 გვერდია. ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი არ გახდება, თუმცა "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ამ დოკუმენტის ანოტაცია, რომელიც ჯერ მხოლოდ დაჯარიმებულ კომპანიებს დაეგზავნათ გასაცნობად.

კვლევის შედეგად, კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის ბაზარზე კონკურენციის პრინციპები ირღვეოდა; იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს",­ "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს"­ და მათ­თან დისტრიბუციით და­კავშირებულ აგენტებს სანქციები დაეკისრათ. დაჯარიმდნენ ფრენშაიზინგის (ბრენდის მფლობელის მხრიდან მიმღები კომპანიისთვის ნების დართვა, თავისი სამ­არკო ნიშნის ქვეშ წარმართოს ბიზნესი, ანაზღაურებ­ის სანაცვლოდ და შეთანხმ­ებული პირობების დაცვ­ით. ე.წ. მზა ბიზნესის შეძ­ენა) მიმღები მცირე კომპანიებიც.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი ჯარიმა - 14.381.385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" დაეკისრა; "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს, 11.267.384 ლარით დაჯარიმდა, "რომპეტროლ საქართველო" - 10.845.806 ლარით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10.426.393 ლარით, "ლუკოილ-ჯორჯია" - 4.740.260 ლარით. კიდევ ორ ფირმას მილიონზე მეტი ლარი დაეკისრა და ერთსაც - 650 ათასზე მეტი. გარდა ამისა, სიმბოლური 200-200 ლარით დაჯარიმდნენ წვრილი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ.

საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა

ჩვენ მოვიპოვეთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნის ანოტაცია, სადაც 1200-გვერდიანი დასკვნის ძირითადი აქცენტები და მოკლე შეფასებაა გადმოცემული.

აღსანიშნავია, რომ კარტელურ გარიგებაში ბრალდებულმა არც ერთმა კომპანიამ არ ითანამშრომლა კონკურენციის სააგენტოსთან და არც გარიგებაში მონაწილეობა უღიარებია. არადა, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაკისრებული ჯარიმისგან თავისუფლდებოდა (!). ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ დასკვნაში შესული მასალების ნაწილი იმდენად მძიმე დანაშაულს ეხება, არ არის გამორიცხული, მასალების ნაწილი პროკურატურის, ნაწილი კი ფინანსური უწყების საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცეს.

კომპანიები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

პირველი, ვინც კონკურენციის სააგენტოს დასკვნას უპასუხა, "ვისოლ ჯგუფი" იყო. "ჩვენ არ დაგვირღვევია "კონკურენციის შესახებ" კანონის არც ერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში გაიმართა შემაჯამებელი სხდო­მა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც სააგენტოს წარვუდგინეთ არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სააგენტომ არ გაიზიარა არც ერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა "კონკურენციის შესახებ" კანონთან მიმართებაში. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას კანონით მონიჭებული გზებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია