გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, თბილისის მერია და საქართველოს ხელისუფლება სპეციალისტებთან ერთად აქტიურად განიხილავს ვაკე-საბურთალოს გზაზე ე.წ. ხიმინჯებიანი გზის მშენებლობას.
როგორც გეოლოგები და არქიტექტორები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, სექტემბრიდან მერია გზის გახსნას აპირებს, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მომავალ გაზაფხულამდე უსაფრთხოების ნორმების შემუშავება, რათა 13 ივნისის მსგავსი ტრაგედია თავიდან იქნეს აცილებული.
მათი განმარტებით, ახლო მომავალში დაიდება გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიმინჯებზე დამდგარი გზის მშენებლობა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის ამ წინადადების განსახილველად. მისი თქმით, ახალი გზის მშენებლობისას წინა ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ამიტომაც კვლავ არსებობს იმის საფრთხე, რომ მსგავსი შემთხვევა განმეორდეს, თუ კი შესაბამისი ღონისძიებები გატარებული არ იქნება. მისი განცხადებით, გზის გასაყვანად მიწებისა და კლდეების ჭრა მოხდა, ამ ფაქტმა კი შესაძლოა, მომავალში პრობლემები კვლავ შექმნას.
ქალაქის ხელისუფლება სპეციალისტებს რამდენჯერმე შეგვხვდა. უნდა ითქვას, რომ ეს იყო რეგულარული ხასიათის ურთიერთობა და დისკუსია, სადაც მათ ჩვენი მოსაზრებები და არგუმენტები მოისმინეს ახალი გზის რეაბილიტაციასა და შეცვლასთან დაკავშირებით.
პრინციპულად მთავარ საკითხებში შევთანხმდით. მთავარი სახის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დავიწყებ იქიდან, რომ ვინაიდან გზა ვერეს ხეობაში მნიშვნელოვანი მაგისტრალია ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში და მისი გაყინვა და უარის თქმა ყოვლად დაუშვებელია. ამიტომაც მისი აღდგენა გადაწყდა. მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, როგორი უნდა იყოს ეს გზა, რათა ჩვენ დაცულები ვიყოთ ყოველგვარი მსგავსი უბედურებისგან, რაც 13 ივნისს მოხდა.
იხილეთ გაგრძელება