მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან
მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სას­მე­ლი წყლის მრი­ცხვე­ლის 100 ლა­რი­ან სა­ფა­სურს აღარ გა­და­იხ­დი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­დან აც­ნო­ბეს, სე­მეკ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა "სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის" წე­სებ­ში შე­ვი­და. კერ­ძოდ, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებს, რო­მელ­თა სას­მე­ლი წყლის მი­ლის დი­ა­მეტ­რი 15 მმ-ს არ აღე­მა­ტე­ბა, აღ­რი­ცხვის კვან­ძი, მათ შო­რის მრი­ცხვე­ლი, უფა­სოდ და­უ­მონ­ტაჟ­დე­ბათ.

"სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის მრი­ცხვე­ლი არის უფა­სო და მისი და­მონ­ტა­ჟე­ბა სას­მე­ლი წყლის მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. კო­მი­სია მუ­შა­ობს სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის წე­სებ­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კომ­პა­ნი­ას გა­ნე­სა­ზღვრე­ბა თუ რა პე­რი­ოდ­ში უნდა მო­ახ­დი­ნოს მრი­ცხვე­ლის და­მონ­ტა­ჟე­ბა", - აცხა­დებს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ირი­ნა მი­ლო­რა­ვა.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში სხვა სი­ახ­ლე­ე­ბი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ. კერ­ძოდ, კო­მი­სი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წე­სე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბის არა­გეგ­მი­უ­რი წყვე­ტა მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი.

წე­სე­ბით გა­კონ­ტროლ­დე­ბა ქოლ-ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რის პა­სუ­ხის გა­ცე­მის დრო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­ზე. წყალ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს და­უ­წეს­დე­ბათ სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ ფუ­ლა­დი კომ­პენ­სი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. კომ­პენ­სა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს და­ე­რი­ცხე­ბა სა­ა­ბო­ნენ­ტო ბა­რათ­ზე დე­პო­ზი­ტის სა­ხით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან

მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილება "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების" წესებში შევიდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ.

"საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. კომისია მუშაობს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება", - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა.

უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია