პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიკაიძის ასავალ-დასავალი: ექს-მინისტრის განმარტება შეცდომაზე, რის გამოც ქილიკის ობიექტად იქცა და აღიარება, რომ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცის
ჭიკაიძის ასავალ-დასავალი: ექს-მინისტრის განმარტება შეცდომაზე, რის გამოც ქილიკის ობიექტად იქცა და აღიარება, რომ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცის

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სწო­რედ დღეს, ხან­გრძლი­ვი დუ­მი­ლის შემ­დეგ, პრე­სა­ში ჭი­კა­ი­ძის ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა გული "ასა­ვალ-და­სა­ვალს" გა­და­უ­შა­ლა, სა­დაც სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ცხა­დია, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ.

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში აწ უკვე კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ მის მიერ სა­ჯა­რო სა­უბ­რე­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­სა­ცი­ლო შეც­დო­მე­ბი­დან ერთ-ერ­თზე, "თა­ლი­ბა­ნის შემ­თხვე­ვა­ზე" ისა­უბ­რა.

ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი: თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა - ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კი პი­როვ­ნე­ბა თა­ლი­ბანს ეკუთ­ვნო­დაო, ბევ­რმა ქი­ლი­კის საგ­ნად აქ­ვია - შს მი­ნის­ტრმა არ იცის, რომ თა­ლი­ბა­ნი ადა­მი­ა­ნი კი არა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­აო...

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე: ზო­გა­დად, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ლა­პა­რა­კი მძა­ბავს და ამი­ტო­მაც მე­ქა­ნი­კუ­რად ვთქვი ის, რაც ვთქვი. ოპო­ნენ­ტებს ამა­ზე მეტი სა­ქი­ლი­კო თუ არ ჰქონ­დათ, ე.ი. კარ­გად მი­მუ­შა­ვია!

"ასა­ვალ-და­სა­ვალ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ჭი­კა­ი­ძემ იმის უარ­სა­ყო­ფად, რომ მას არას­დროს "და­უ­ლა­ი­ქე­ბია" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ-გვერ­დი, აღი­ა­რა რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა "ნორ­მა­ლუ­რად დღემ­დე არ იცის".

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე: "რომ არ და­გი­მა­ლოთ, "ფე­ის­ბუ­კის" გა­მო­ყე­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რად დღემ­დე არ ვიცი. როცა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვი­ძიე და გა­ვარ­კვიე, აღ­მოჩ­ნდა, რომ სო­ცი­ა­ლუ ქსელ­ში ჩემი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით რამ­დე­ნი­მე გვერ­დი არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა არ­ცერ­თი მათ­გა­ნი მე არ მე­კუთ­ვნო­და.

ასე რომ, ის რაც გავ­რცელ­და, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლის კი არა, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის "ფე­ის­ბუკ-გვერ­დი" არ მო­მი­წო­ნე­ბია! სა­ერ­თოდ, "ფე­ის­ბუ­კის" პი­რა­დი გვერ­დი არა­სო­დეს მქო­ნია. მხო­ლოდ მი­ნის­ტრო­ბის დროს არ­სე­ბობ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი და იმას­თა­ნაც პი­რა­დად არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქონ­და, ძი­რი­თა­დად, თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ, რომ­ლებ­საც ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად ევა­ლე­ბო­დათ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჭიკაიძის ასავალ-დასავალი: ექს-მინისტრის განმარტება შეცდომაზე, რის გამოც ქილიკის ობიექტად იქცა და აღიარება, რომ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცის

ჭიკაიძის ასავალ-დასავალი: ექს-მინისტრის განმარტება შეცდომაზე, რის გამოც ქილიკის ობიექტად იქცა და აღიარება, რომ "ფეისბუქის" გამოყენება არ იცის

დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. საინტერესოა, რომ სწორედ დღეს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, პრესაში ჭიკაიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ყოფილმა მინისტრმა გული "ასავალ-დასავალს" გადაუშალა, სადაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა ბიძინა ივანიშვილისა და ცხადია, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.

ამავე ინტერვიუში აწ უკვე კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ მის მიერ საჯარო საუბრებისას დაშვებული რამდენიმე სასაცილო შეცდომებიდან ერთ-ერთზე, "თალიბანის შემთხვევაზე" ისაუბრა.

ასავალ-დასავალი: თქვენი განცხადება - ამოღებული ნარკოტიკი პიროვნება თალიბანს ეკუთვნოდაო, ბევრმა ქილიკის საგნად აქვია - შს მინისტრმა არ იცის, რომ თალიბანი ადამიანი კი არა, ორგანიზაციააო...

ალექსანდრე ჭიკაიძე: ზოგადად, ფართო აუდიტორიის წინაშე ლაპარაკი მძაბავს და ამიტომაც მექანიკურად ვთქვი ის, რაც ვთქვი. ოპონენტებს ამაზე მეტი საქილიკო თუ არ ჰქონდათ, ე.ი. კარგად მიმუშავია!

"ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ჭიკაიძემ იმის უარსაყოფად, რომ მას არასდროს "დაულაიქებია" მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდი, აღიარა რომ აღნიშნული სოციალური ქსელის გამოყენება "ნორმალურად დღემდე არ იცის".

ალექსანდრე ჭიკაიძე: "რომ არ დაგიმალოთ, "ფეისბუკის" გამოყენება ნორმალურად დღემდე არ ვიცი. როცა თანამშრომლების დახმარებით მოვიძიე და გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ სოციალუ ქსელში ჩემი სახელითა და გვარით რამდენიმე გვერდი არსებობდა, თუმცა არცერთი მათგანი მე არ მეკუთვნოდა.

ასე რომ, ის რაც გავრცელდა, გაყალბებული იყო. სააკაშვილის კი არა, ცხოვრებაში არავის „ფეისბუკ-გვერდი“ არ მომიწონებია! საერთოდ, "ფეისბუკის" პირადი გვერდი არასოდეს მქონია. მხოლოდ მინისტრობის დროს არსებობდა სოციალურ ქსელში ჩემი ოფიციალური გვერდი და იმასთანაც პირადად არანაირი შეხება არ მქონდა, ძირითადად, თანამშრომელი გოგონები აქტიურობდნენ, რომლებსაც ეს სამსახურებრივად ევალებოდათ".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."