ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც დნეპროპეტროვსკის ოლქის გათავისუფლებული გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის ყოფილი მოადგილე ბორის ფილატოვი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ცხარედ კამათობენ.
სააკაშვილი შუალედურ არჩევნებში ახლდა სერგეი ბერეზენკოს, რომელიც "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სახალხო დეპუტატის კანდიდატია 205-ე სააეჩევნო ოლქში. საუბარი ეხება რაღაც ფულს, რომლის დარიგებაში ფილატოვი ბერეზენკოს ადანაშაულებს. მას სააკაშვილი იცავს. საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, რასაც ერთ-ერთმა მცველმა შეუშალა ხელი.