პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა? - მარტივი რჩევები, რომლებიც თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ
როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა? - მარტივი რჩევები, რომლებიც თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ

მხედ­ვე­ლო­ბის მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლი­სა და გა­და­ძაბ­ვის შე­დე­გია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­გან­გე­ბო ვარ­ჯი­შე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ყო­ვე­ლი­ვე ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სულ იო­ლად შე­იძ­ლე­ბა. არ­სე­ბობს მარ­ტივ ვარ­ჯიშ­თა კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც აკა­ჟებს თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბელ კუნ­თებს, ხსნის მათ სპაზმსა და და­ძა­ბუ­ლო­ბას, ამახ­ვი­ლებს და სი­ჯან­სა­ღეს უნარ­ჩუ­ნებს მხედ­ვე­ლო­ბას. თვა­ლე­ბის ვარ­ჯი­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა მო­ზარ­დე­ბი­სა (ამ კომ­პლექ­სით მათ მხედ­ვე­ლო­ბის ხა­რის­ხიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ) და ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის (ვარ­ჯი­შე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ხსნის თვა­ლე­ბის დაღ­ლი­ლო­ბას, პროგ­რე­სი­რე­ბად ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა­საც აფერ­ხებს).

თვა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვარ­ჯიშ­თა კომ­პლექ­სი დღე­ში ორ­ჯერ, 3-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ი­ტა­როთ. მო­ხერ­ხე­ბუ­ლად დაბ­რძან­დით, წელ­ში გა­ი­მარ­თეთ, კი­სე­რი და მხრე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ა­დუ­ნეთ.

  • თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭეთ და რაც შე­იძ­ლე­ბა მო­ეშ­ვით. გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბი. უსი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა და და­ჭი­მუ­ლი ნერ­ვე­ბი ვარ­ჯი­შის დროს არ გა­მო­გად­გე­ბათ - სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­ეშ­ვე­ბით და ეფექ­ტიც გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი იქ­ნე­ბა.
  • გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი წრი­უ­ლად ამოძ­რა­ვეთ ჯერ სა­ა­თის ის­რის, მერე კი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით.
  • ინ­ტენ­სი­უ­რად ამოძ­რა­ვეთ თვა­ლე­ბი ჯერ ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ (მარ­ჯვნივ-მარ­ცხნივ), შემ­დეგ კი ვერ­ტი­კა­ლურ (ზე­მოთ-ქვე­მოთ) ხაზ­ზე.
  • მაგ­რად და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი და რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თოდ გა­ა­ხი­ლეთ.
  • მი­მარ­თეთ მზე­რა მარ­ცხე­ნა ქვე­და კუ­თხის­კენ (სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, შე­ე­ცა­დეთ შე­ხე­დოთ მარ­ცხე­ნა მხარს) და თვა­ლე­ბი ერთ წერ­ტილ­ზე შე­ა­ჩე­რეთ. შემ­დეგ სამ­ჯერ და­ა­ხამ­ხა­მეთ და მზე­რა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მი­მარ­თეთ.
  • ეს ვარ­ჯი­ში წი­ნას ჰგავს, ოღონდ ამ­ჯე­რად მზე­რა მარ­ცხე­ნა ზედა კუ­თხი­დან მარ­ჯვე­ნა­ზე გა­და­ი­ტა­ნეთ.
  • და­ხუ­ჭულ თვა­ლებ­ზე მი­ი­დეთ თბი­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბი, ხე­ლის თი­თე­ბი შუბ­ლზე გა­და­ი­ჯვა­რე­დი­ნეთ. მო­ეშ­ვით და შე­ე­ცა­დეთ, ღრმა შავი ფერი "და­ი­ნა­ხოთ".
  • თვა­ლე­ბი ასი­ო­დე­ჯერ და­ა­ხამ­ხა­მეთ სწრა­ფად და მსუ­ბუ­ქად.
  • მზე­რა ცხვი­რის წვე­რის­კენ მი­მარ­თეთ. თუ ამის გა­კე­თე­ბა გი­ჭირთ, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი ცხვი­რის წვერ­თან მი­ი­ტა­ნეთ და მას შე­ხე­დეთ - ასე უფრო გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ.
  • მი­დით ფან­ჯა­რას­თან, აირ­ჩი­ეთ რო­მე­ლი­მე ახ­ლომ­დე­ბა­რე წერ­ტი­ლი (მა­გა­ლი­თად, ფო­თო­ლი, თუ ხე ფან­ჯა­რას­თან ახ­ლოს დგას, ან რო­მე­ლი­მე ნივ­თი აი­ვან­ზე, თუ ის თქვე­ნი თვა­ლე­ბის გას­წვრივ მდე­ბა­რე­ობს). კარ­გად და­აკ­ვირ­დით არ­ჩე­ულ წერ­ტილს და წარ­მო­სახ­ვით გა­ავ­ლეთ მისი სიღ­რმის­კენ მი­მა­ვა­ლი გრძე­ლი ხაზი - მზე­რა რაც შე­იძ­ლე­ბა წინ და შორს მი­მარ­თეთ.

ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა თან­მიმ­დევ­რო­ბი­თა და სიხ­ში­რით შე­იძ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, შე­გიძ­ლი­ათ, მო­ცე­მუ­ლი კომ­პლექ­სი­დან ზო­გი­ერ­თი ვარ­ჯი­ში ამო­ირ­ჩი­ოთ და სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ი­მე­ო­როთ. ასე­თი მი­ნი­კომ­პლექ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია მათ­თვის, ვინც კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ობს. იმ ვარ­ჯიშ­თა შეს­რუ­ლე­ბი­სას, რო­მელ­თა დრო­საც თვა­ლებს გან­სა­ზღვრუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა უხ­დე­ბა, მოძ­რა­ო­ბის სა­ბო­ლოო წერ­ტილ­ზე რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი ფიქ­სა­ცია მო­ახ­დი­ნეთ. ვარ­ჯი­ში თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 7-10-ჯერ მა­ინც უნდა შეს­რულ­დეს.

კვე­ბა და მხედ­ვე­ლო­ბა

ვარ­ჯიშ­თან ერ­თად კვე­ბა­საც ნუ და­ი­ვი­წყებთ. რე­გუ­ლა­რუ­ლად და უხ­ვად მი­ირ­თვით ხილი და ბოსტნე­უ­ლი. გახ­სოვ­დეთ, ბა­ლან­სი­რე­ბულ დი­ე­ტა­სა და სა­თა­ნა­დო ნივ­თი­ე­რე­ბა­თა შემ­ცველ საკ­ვებს მხედ­ვე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. დაღ­ლილ თვა­ლებს რგებს:

  • მო­ცხა­რი და მოც­ვი;
  • გარ­გა­რი და ჭე­რა­მი;

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა? - მარტივი რჩევები, რომლებიც თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა? - მარტივი რჩევები, რომლებიც თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა და გადაძაბვის შედეგია. საბედნიეროდ, საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით ყოველივე ამის თავიდან აცილება სულ იოლად შეიძლება. არსებობს მარტივ ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც აკაჟებს თვალის მამოძრავებელ კუნთებს, ხსნის მათ სპაზმსა და დაძაბულობას, ამახვილებს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს მხედველობას. თვალების ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდებისა (ამ კომპლექსით მათ მხედველობის ხარისხიც კი შეიძლება გაიუმჯობესონ) და ხანდაზმულებისთვის (ვარჯიშები, გარდა იმისა, რომ ხსნის თვალების დაღლილობას, პროგრესირებად ახლომხედველობასაც აფერხებს).

თვალებისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი დღეში ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ. მოხერხებულად დაბრძანდით, წელში გაიმართეთ, კისერი და მხრები მაქსიმალურად მოადუნეთ.

  • თვალები დახუჭეთ და რაც შეიძლება მოეშვით. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები. უსიამოვნო განწყობა და დაჭიმული ნერვები ვარჯიშის დროს არ გამოგადგებათ - სათანადოდ ვერ მოეშვებით და ეფექტიც გაცილებით უარესი იქნება.
  • გახელილი თვალები წრიულად ამოძრავეთ ჯერ საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
  • ინტენსიურად ამოძრავეთ თვალები ჯერ ჰორიზონტალურ (მარჯვნივ-მარცხნივ), შემდეგ კი ვერტიკალურ (ზემოთ-ქვემოთ) ხაზზე.
  • მაგრად დახუჭეთ თვალები და რაც შეიძლება ფართოდ გაახილეთ.
  • მიმართეთ მზერა მარცხენა ქვედა კუთხისკენ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეეცადეთ შეხედოთ მარცხენა მხარს) და თვალები ერთ წერტილზე შეაჩერეთ. შემდეგ სამჯერ დაახამხამეთ და მზერა მარჯვენა მხარეს მიმართეთ.
  • ეს ვარჯიში წინას ჰგავს, ოღონდ ამჯერად მზერა მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენაზე გადაიტანეთ.
  • დახუჭულ თვალებზე მიიდეთ თბილი ხელისგულები, ხელის თითები შუბლზე გადაიჯვარედინეთ. მოეშვით და შეეცადეთ, ღრმა შავი ფერი "დაინახოთ".
  • თვალები ასიოდეჯერ დაახამხამეთ სწრაფად და მსუბუქად.
  • მზერა ცხვირის წვერისკენ მიმართეთ. თუ ამის გაკეთება გიჭირთ, საჩვენებელი თითი ცხვირის წვერთან მიიტანეთ და მას შეხედეთ - ასე უფრო გაგიადვილდებათ.
  • მიდით ფანჯარასთან, აირჩიეთ რომელიმე ახლომდებარე წერტილი (მაგალითად, ფოთოლი, თუ ხე ფანჯარასთან ახლოს დგას, ან რომელიმე ნივთი აივანზე, თუ ის თქვენი თვალების გასწვრივ მდებარეობს). კარგად დააკვირდით არჩეულ წერტილს და წარმოსახვით გაავლეთ მისი სიღრმისკენ მიმავალი გრძელი ხაზი - მზერა რაც შეიძლება წინ და შორს მიმართეთ.

ვარჯიშების შესრულება სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიხშირით შეიძლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოცემული კომპლექსიდან ზოგიერთი ვარჯიში ამოირჩიოთ და სამუშაო დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიმეოროთ. ასეთი მინიკომპლექსი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს. იმ ვარჯიშთა შესრულებისას, რომელთა დროსაც თვალებს განსაზღვრული მიმართულებით გადაადგილება უხდება, მოძრაობის საბოლოო წერტილზე რამდენიმეწამიანი ფიქსაცია მოახდინეთ. ვარჯიში თითოეული მიმართულებით 7-10-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს.

კვება და მხედველობა

ვარჯიშთან ერთად კვებასაც ნუ დაივიწყებთ. რეგულარულად და უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, ბალანსირებულ დიეტასა და სათანადო ნივთიერებათა შემცველ საკვებს მხედველობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. დაღლილ თვალებს რგებს:

  • მოცხარი და მოცვი;
  • გარგარი და ჭერამი;

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს