გარდატეხის საკმაოდ რთულ ეტაპს, თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ჰორმონები იწყებს მოჭარბება-გააქტიურებას და მოზარდი ნელ-ნელა ყალიბდებდა ზრდასრულ ადამიანად. რამდენად არიან გახსნილები მშობლები შვილებთან, ესაუბრებიან თუ არა სქესობრივ სიმწიფეზე, უნდა იყოს თუ არა ოჯახში საუბარი ამ თემაზე, რას ფიქრობენ სკოლაში სექსოლოგიის საგნად შეტანაზე ცნობილი მშობლები - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ხვიჩა მაღლაკელიძე:
- მამაჩემი მასწავლებელი, გეოგრაფი კაცი იყო, ჰალსტუხით დადიოდა სულ, ტრუსიკით არასდროს მინახავს და პირველი სექსუალური გაკვეთილი ჩამიტარა ასეთი: მანქანაში "შემიხმო" და მითხრა, მამა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თუ რამე დაგჭირდეს ქალთან ურთიერთობაში – ზეწარი, ბალიში ან მატრასი, არ მოგერიდოსო. დღემდე საიდუმლოდ რჩება ჩემთვის, რას ნიშნავდა ეს ზეწარი, მატრასი და ბალიში, რაში უნდა დამჭირვებოდა, თავქვეშ ამოსადებად, გადასაფარებლად თუ... ის კი არ უთქვამს, მამა ფრთხილად იყავი, სადმე რამე არ აიკიდო და "ლევი ბოვში" არ მომიყვანო სახლშიო. ალბათ რაღაც იყო მის დარიგებაში და უფრო გვიან ჩავწვდები ამ სიბრძნეს. ვთვლი, რომ მამამ მოვალეობის მოხდის მიზნით მითხრა ეს ყველაფერი, თორემ კარგად იცოდა, რომ უკვე გათვითცნობიერებული ვიყავი. ჩემს შვილსაც ვუყურებ, ჯერ სექსუალური შემოტევები არ აწუხებს, მისი ტემპერამენტიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ამის დროს მოვა, მისი გულშემატკივარი ვიქნები. სექსუალური პრობლემა ყველა ოჯახში დგება. იწყება ლაპარაკი, "დედა, ბიჯო, ბაღანა გაიზარდა და ახლა მაგას გოგოები ურეკავენ, ჩემი სიკვდილიო"... მაგრამ ამაში გადასარევი არაფერია, გოგომ დაურეკოს არ ჯობია, ვიდრე ბიჭმა?!
კრისტი ყიფშიძე:
- გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული პერიოდია როგორც მშობლისთვის, ასევე შვილისთვის. იმისათვის, რომ შედარებით მარტივად გადაილახოს ეს პერიოდი, არსებობს ლიტერატურა, კვლევები, ინფორმაციაა ინტერნეტშიც მრავლად მოიძებნება. გარდა ამისა, ძალიან კარგია გასაუბრება ფსიქოლოგთან. თუმცა, ალბათ ყველას არ აქვს ამის საშუალება. ნატალიას შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ გართულებულ ფორმებში აქვს გარდატეხის ასაკი, თუმცა ხასიათის ცვლილება უკვე ეტყობა, უფრო პრეტენზიული და ჯიუტი გახდა. მაგალითად, თუ ვურჩევ, რომ არ ჩაიცვას ის კონკრეტული რაღაც, თან ვუსაბუთებ, რატომ ვეუბნები ამას, არასდროს არ ვტოვებ ახსნის გარეშე
განაგრძეთ კითხვა