მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კოჟორიძე - "იუსტიციის მინისტრი სამწუხაროდ პოზიციას იცვლის"
კახა კოჟორიძე - "იუსტიციის მინისტრი სამწუხაროდ პოზიციას იცვლის"

არ­გუ­მენ­ტი, რომ პრე­ზი­დენ­ტი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში არ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, რად­გან ის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი აღარ არის, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, კახა კო­ჟო­რი­ძემ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პი­რი­ქით, სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი იმის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად, თუ რა­ტომ უნდა და­ა­სა­ხე­ლოს კან­დი­და­ტი პრე­ზი­დენ­ტმა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მხარს უჭერს იმ წესს, რაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ჩა­ი­წე­რა სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში და რაც მო­ი­წო­ნა ამ პარ­ლა­მენ­ტმა. მხარს უჭერს იმი­ტომ, რომ ეს არის უკე­თე­სი წესი, ვიდ­რე ის, რა­საც დღეს გვთა­ვა­ზო­ბენ. სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია არ­გუ­მენ­ტი, რომ პრე­ზი­დენ­ტი ამ პრო­ცეს­ში არ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, რად­გან ის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი არ არის. პი­რი­ქით, სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი იმის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად თუ რა­ტომ უნდა და­ა­სა­ხე­ლოს კან­დი­და­ტი პრე­ზი­დენ­ტმა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა.

კახა კო­ჟო­რი­ძის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი სწო­რედ ამ გზით მი­იღ­წე­ვა, რად­გან პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ ექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

""მე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დრო­საც ეს პო­ზი­ცია მქონ­და და ის დღე­საც არ შე­მიც­ვლია. ხოლო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, სამ­წუ­ხა­როდ, იც­ვლის პო­ზი­ცი­ას და დღეს ზედ­მე­ტო­ბას უწო­დებს იმას, რაც მის­სა­ვე სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში შა­ვით თეთრზე წე­რია", - აღ­ნიშ­ნა კახა კო­ჟო­რი­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის მიერ 2012 წლის 25 ოქ­რომ­ბერს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­როს პარ­ლა­მენ­ტთან შე­თან­ხმე­ბით სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ნიშ­ვნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნევს. შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რი წუ­ლუ­კი­ან­მა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ა­კე­თა.

""ეს არ არის სა­ჭი­რო", - გა­ნუ­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბას, რა წი­ნა­და­დე­ბი­თაც თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­მო­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კახა კოჟორიძე - "იუსტიციის მინისტრი სამწუხაროდ პოზიციას იცვლის"

კახა კოჟორიძე - "იუსტიციის მინისტრი სამწუხაროდ პოზიციას იცვლის"

არგუმენტი, რომ პრეზიდენტი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ის მთავრობის მეთაური აღარ არის, საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ იუსტიციის მინისტრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, პირიქით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა დაასახელოს კანდიდატი პრეზიდენტმა.

"საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ წესს, რაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩაიწერა სამთავრობო პროგრამაში და რაც მოიწონა ამ პარლამენტმა. მხარს უჭერს იმიტომ, რომ ეს არის უკეთესი წესი, ვიდრე ის, რასაც დღეს გვთავაზობენ. საფუძველს მოკლებულია არგუმენტი, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ის მთავრობის მეთაური არ არის. პირიქით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად თუ რატომ უნდა დაასახელოს კანდიდატი პრეზიდენტმა", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კახა კოჟორიძის თქმით, პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზანი სწორედ ამ გზით მიიღწევა, რადგან პრეზიდენტს მთავრობისგან განსხვავებით არ ექნება პოლიტიკური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

''"მე, არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნის დროსაც ეს პოზიცია მქონდა და ის დღესაც არ შემიცვლია. ხოლო იუსტიციის მინისტრი, სამწუხაროდ, იცვლის პოზიციას და დღეს ზედმეტობას უწოდებს იმას, რაც მისსავე სამთავრობო პროგრამაში შავით თეთრზე წერია", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, პარლამენტის მიერ 2012 წლის 25 ოქრომბერს დამტკიცებული მოქმედი მთავრობის სამოქმედო გეგმა მთავარი პროკუროროს პარლამენტთან შეთანხმებით სწორედ პრეზიდენტის მიერ დანიშვნას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას საჭიროდ არ მიიჩნევს. შესაბამისი შინაარსის კომენტარი წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

''"ეს არ არის საჭირო", - განუცხადა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს შეკითხვაზე, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას, რა წინადადებითაც თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოდის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."