პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დმანისში სარწყავი არხების რეაბილიტაციის დროს სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს
დმანისში სარწყავი არხების რეაბილიტაციის დროს სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სარ­წყა­ვი არ­ხე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს სა­მარ­ხე­ბი და სა­მა­როვ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სოფ­ლის მე­ურ­ნო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ და­ნე­ლი­ამ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გან­თი­ად­თან და სო­ფელ ბოს­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი და სა­მა­როვ­ნე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შპს "სა­ქარ­თვე­ლოს მე­ლი­ო­რა­ცი­ის" მიერ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გან­თი­ა­დის და სო­ფელ ბოს­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სარ­წყა­ვი სის­ტე­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას წარ­მო­ე­ბუ­ლი მი­წის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მიკ­ვლე­ულ იქნა სა­მა­როვ­ნე­ბის კვა­ლი.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის მიერ ობი­ექ­ტის შეს­წავ­ლის შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნილ იქნა გვი­ან ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის და ადრე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი და სა­მა­როვ­ნე­ბი. მათ­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მდი­ნა­რე მა­შა­ვე­რას მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე, ად­გილ ყან­ჩა­ანთსო­ფელ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ორი სა­მა­რო­ვა­ნი, სა­დაც იმ დრო­ი­სათ­ვის შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ დაკ­რძა­ლულ­ნი. ორ­მო­სა­მარ­ხებ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და ფორ­მის მი­ნის სა­ნელ­სა­ცხებ­ლე­ბი, ბრინ­ჯა­ოს ზა­რა­კე­ბი, ირ­მის ქან­და­კე­ბე­ბი, სა­კი­დე­ბი, ბეჭ­დე­ბი, ოქ­როს სა­კი­დი და სა­ყუ­რე­ე­ბი, ვერ­ცხლის რო­მა­უ­ლი მო­ნე­ტე­ბი, რკი­ნის საბ­რძო­ლო ია­რა­ღე­ბი და თი­ხის ჭურ­ჭე­ლი.

"ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მე­ლი­ო­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი - 22 მლნ ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დმა­ნი­სი-გან­თი­ა­დის მო­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. და­ვა­ფი­ნან­სეთ ექ­სპე­დი­ცია, რომ­ლის შე­დე­გა­დაც უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი აღ­მოჩ­ნდა - და­ა­ახ­ლო­ე­ბით I-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. შეს­წავ­ლა და­წყე­ბუ­ლია და თუ სა­ჭი­რო აღ­მოჩ­ნდა ექ­სპე­დი­ცია გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მე­ლი­ო­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა და დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­დე­გად, ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ 30 წლის შემ­დეგ მი­ი­ღო სარ­წყა­ვი წყა­ლი და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა", - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ.

თა­ვის მხრივ, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის აღ­დგე­ნის დროს I-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­მო­სახ­ლა­რი - უძ­ვე­ლე­სი სა­მა­როვ­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

"რო­გორც მა­სა­ლა მოწ­მობს, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბა იყო. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის ნივ­თე­ბი, მო­ნე­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის სამ­კა­უ­ლე­ბი, სა­მე­ურ­ნეო და საბ­რძო­ლო ია­რა­ღი, ნელ­სა­ცხებ­ლე­ბი. დას­ტურ­დე­ბა, რომ და­სახ­ლე­ბა იყო ძა­ლი­ან მდი­და­რი. მუ­შავ­დე­ბა გეგ­მა ახა­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის და ვფიქ­რობთ და­უ­ზი­ა­ნე­ბელ სა­მარ­ხებ­თან ერ­თად კი­დევ უფრო მეტი მა­სა­ლა იქ­ნე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რაც კვლე­ვის კი­დევ უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, ნათ­ლად ჩანს, რომ დმა­ნი­სის რე­გი­ონ­ში, იმ დრო­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც მჭიდ­რო კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­თან, ასე­ვე რომ­თან და სი­რი­ას­თან. აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის I-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დმანისში სარწყავი არხების რეაბილიტაციის დროს სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს

დმანისში სარწყავი არხების რეაბილიტაციის დროს სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს

დმანისის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების რეაბილიტაციის დროს სამარხები და სამაროვნები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნოების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადთან და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები დაათვალიერეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისას წარმოებული მიწის სამუშაოების დროს მიკვლეულ იქნა სამაროვნების კვალი.

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ აღმოჩენილ იქნა გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთსოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი.

"ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები - 22 მლნ ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება. დმანისი-განთიადის მონაკვეთზე მუშაობისას სასიამოვნო მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდით. დავაფინანსეთ ექსპედიცია, რომლის შედეგადაც უნიკალური ნიმუშები აღმოჩნდა - დააახლოებით I-IV საუკუნეებით დათარიღებული ნივთები. შესწავლა დაწყებულია და თუ საჭირო აღმოჩნდა ექსპედიცია გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სამელიორაციო სამუშაოები არ შეფერხებულა და დასრულებული პროექტის შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობამ 30 წლის შემდეგ მიიღო სარწყავი წყალი და უნიკალური კულტურული აღმოჩენა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

თავის მხრივ, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარწყავი სისტემების აღდგენის დროს I-IV საუკუნეების ნამოსახლარი - უძველესი სამაროვნები აღმოჩნდა.

"როგორც მასალა მოწმობს, ამ ტერიტორიაზე ძალიან განვითარებული დასახლება იყო. აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის ნივთები, მონეტები, სხვადასხვა სახის სამკაულები, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ნელსაცხებლები. დასტურდება, რომ დასახლება იყო ძალიან მდიდარი. მუშავდება გეგმა ახალი ექსპედიციის და ვფიქრობთ დაუზიანებელ სამარხებთან ერთად კიდევ უფრო მეტი მასალა იქნება აღმოჩენილი, რაც კვლევის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია