მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილისა და დავით კოვზირიძის პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებაზე - რას ამბობს "ტაბულა" ინციდენტის დეტალებზე
თამარ ჩერგოლეიშვილისა და დავით კოვზირიძის პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებაზე - რას ამბობს "ტაბულა" ინციდენტის დეტალებზე

კან­ცე­ლა­რი­ას­თან "ტა­ბუ­ლას" თა­ნამ­შრო­მე­ლი ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი დღეს და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. აქ­ცია სა­ღა­მოს, 6 სა­ათ­ზე არის და­გეგ­მი­ლი, სა­დაც მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის და­კა­ვე­ბის დროს, კან­ცე­ლა­რი­ას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და "ტა­ბუ­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- აბ­სურ­დუ­ლი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი; პი­რი­ქით, - თვი­თონ იძა­ლა­დეს ლექ­სო­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ მათ არ სურთ სცე­ნა დავ­დგათ კან­ცე­ლა­რი­ის წინ. ზღუ­და­ვენ ჩვე­ნი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამი­ტო­მაც და­ი­ჭი­რეს ჩემი პრო­დუ­სე­რი.

და­ვით კოვ­ზი­რი­ძე: ახლა მივ­დი­ვარ და უნდა გა­ვარ­კვიო, რა­ტომ და­ა­კა­ვეს ლექ­სო. არა­ნა­ი­რი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის გამო არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა.

მომ­ხდარ­ზე უკვე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ. შსს-ს ცნო­ბით, ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი ან მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის, "Stop Russia"-ს მო­თხოვ­ნე­ბია, შე­წყვი­ტოს აბა­ში­ძემ კა­რა­სინ­თან პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი; ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა მოს­კოვ­თან წა­რი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, აქ­ცი­ის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" შექ­მნი­ლი გვერ­დი­დან შე­უძ­ლი­ათ, - Facebook/event: Stop Russia

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თამარ ჩერგოლეიშვილისა და დავით კოვზირიძის პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებაზე - რას ამბობს "ტაბულა" ინციდენტის დეტალებზე

თამარ ჩერგოლეიშვილისა და დავით კოვზირიძის პირველი კომენტარი ლექსო მაჭავარიანის დაკავებაზე - რას ამბობს "ტაბულა" ინციდენტის დეტალებზე

კანცელარიასთან "ტაბულას" თანამშრომელი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. ლექსო მაჭავარიანი დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. აქცია საღამოს, 6 საათზე არის დაგეგმილი, სადაც მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

მაჭავარიანის დაკავების დროს, კანცელარიასთან იმყოფებოდა "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც დაკავების დეტალების შესახებ თავად გვიამბობს.

- აბსურდული, წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს ლექსო მაჭავარიანი. არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონია ადგილი; პირიქით, - თვითონ იძალადეს ლექსოზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ არ სურთ სცენა დავდგათ კანცელარიის წინ. ზღუდავენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას. ამიტომაც დაიჭირეს ჩემი პროდუსერი.

დავით კოვზირიძე: ახლა მივდივარ და უნდა გავარკვიო, რატომ დააკავეს ლექსო. არანაირი აქციის ორგანიზების გამო არ არის სამართლიანი ადამიანის დაკავება.

მომხდარზე უკვე გააკეთა კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-ს ცნობით, ლექსო მაჭავარიანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამართალდამცველების განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის, "Stop Russia"-ს მოთხოვნებია, შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი; ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით და პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ.

დაინტერესებულ პირებს, აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება "ფეისბუქზე" შექმნილი გვერდიდან შეუძლიათ, - Facebook/event: Stop Russia

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბაზალეთის ტბის გაყინულ ნაწილზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხის შემცველია" - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვა მოქალაქეებს

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას, რომელთა საქართველოში შემოტანასაც განიხილავენ

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი