კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იყვნენ ანდრო ბარნოვი და "რუსთავი 2" 2012 წლამდე? - დვანის მკვიდრი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ და პაროდისტულ პატრიოტიზმზე
სად იყვნენ ანდრო ბარნოვი და "რუსთავი 2" 2012 წლამდე? - დვანის მკვიდრი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ და პაროდისტულ პატრიოტიზმზე

ბოლო დღე­ე­ბის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თემა გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში, ოკუ­პან­ტე­ბის მიერ სა­ზღვრის გად­მო­წე­ვაა. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი მხო­ლოდ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ ახ­სენ­დე­ბათ. AMBEBI.GE-ს სო­ფელ დვან­ში მცხოვ­რე­ბი სოსო ქო­ქოშ­ვი­ლი ესა­უბ­რა და სო­ფელ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე მოგ­ვი­თხრო:

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნაღ­მზე გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, რა დროს რა მო­უნ­დე­ბათ ოკუ­პან­ტებს, კაც­მა არ იცის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, აქ მდგა­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჭკუ­ით იქ­ცე­ვი­ან და იმის შიში მა­ინც არ გვაქვს, რომ რა­ი­მე პრო­ვო­კა­ცი­ას წა­მო­ე­გე­ბი­ან. სხვა მხრივ, ვცხოვ­რობთ სოფ­ლის ცხოვ­რე­ბით, მად­ლო­ბა ღმერ­თს, სარ­წყა­ვი წყლის პრობ­ლე­მა აღარ გვაქვს. მარ­თა­ლია გარ­კვე­ულ სა­ფა­სურს ვიხ­დით, მაგ­რამ ის მა­ინც ვი­ცით, რომ მო­სა­ვა­ლი უწყლო­ბით არ გაგ­ვიხ­მე­ბა.

- ზოგ­ჯერ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვხვდე­ბით სტა­ტუ­სებს, სა­დაც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი გლე­ხე­ბი მო­სავ­ლის სა­ნაც­ვლოდ თმო­ბენ ყვე­ლა­ფერს და პატ­რი­ო­ტიზმსაც ივი­წყე­ბენ...

- მათ, ვინც მა­გას წერს, მინ­და ვკი­თხო, 2008 წელს სად იყ­ვნენ?! ძა­ლი­ან იო­ლია კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე კა­კუ­ნი ან მიკრო­ფო­ნით ხელ­ში გან­ცხა­დე­ბის კე­თე­ბა. რო­მე­ლი ერთი და­მიდ­გე­ბა, მე ან ჩემს მე­გობ­რებს და გაგ­ვე­ჯიბ­რე­ბა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ში?! მაგ ადა­მი­ა­ნებს ერთხელ მა­ინც რომ აე­ღოთ ხელ­ში ბარი ან თოხი, სხვა­ნა­ი­რად ილა­პა­რა­კებ­დნენ. თავს კი არ ვი­ქებ, მაგ­რამ რომ არა ად­გი­ლობ­რი­ვი გლე­ხე­ბის თავ­გან­წირ­ვა და ზუს­ტად სა­ზღვრის პი­რას მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნა, ეს მი­წე­ბი დიდი ხა­ნია და­კარ­გუ­ლი იქ­ნე­ბო­და. თუ ასე ძა­ლი­ან შეტ­კი­ვათ გული ჩვენ­ზე, სა­ნამ სა­ზღვარს გად­მო­წევს ოკუ­პან­ტი, მა­ნამ­დე გაგ­ვიხ­სე­ნონ და ჩა­მო­ვიდ­ნენ. არ გვინ­და დახ­მა­რე­ბა, ისე ჩა­მო­ვიდ­ნენ, არც პურს და­ვა­მად­ლებთ და არც ღვი­ნოს, მაგ­რამ ისე რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, კა­მე­რე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა­ვენ, ქუ­ლებს ვერ ჩა­იწ­რენ, არა­და ეგაა მა­გა­თი მი­ზა­ნი, თო­რემ ჩვე­ნი ბედი რე­ა­ლუ­რად არც ადარ­დებთ.

სად იყო "რუს­თა­ვი 2" 2012-წლამ­დე, თუ მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბი?! ერთხელ მა­ინც ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეკი­თხათ, რა გვი­ჭირ­და, მაგ­რამ აბა მა­შინ ვის გა­ვახ­სენ­დე­ბო­დით. ან ბა­ტო­ნი ან­დრო ბარ­ნო­ვი სად იყო მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე?! დიდი ხანი იყო ჩვე­ნი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, მაგ­რამ ვიდ­რე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ბა­ტო­ნი სერ­გე­ენ­კო არ ჩა­მო­ვი­და სო­ფელ­ში, მა­ნამ­დე თვა­ლით არ გვყავ­და ნა­ნა­ხი. მა­ში­ნაც ჩვე­უ­ლი დე­მა­გო­გო­ბა და­ი­წყო და მი­ი­ღო კი­დეც სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი. ბა­ტონ ან­დროს, თუ ასე შეს­ტკი­ო­და ჩვენ­ზე გული, მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეხ­ვედ­რო­და და ის მა­ინც მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ ტე­ლე­ფო­ნი ნორ­მა­ლუ­რად და­ე­ჭი­რა, მაგ­რამ სად ეცა­ლა მა­გის­თვის. ახლა კია დიდ გულ­ზე და უბ­რა­ლო პო­ლი­ცი­ელს უყ­ვი­რის. სა­ინ­ტე­რე­სოა, იქვე ახლო-მახ­ლო მდგომ რუს სამ­ხედ­როს­თან თუ ექ­ნე­ბო­და ასე­თი დიდი გული?!

რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ო­კუ­პა­ციო სა­ზღვარ­თან მცხოვ­რებ ხალ­ხს დაგ­ვა­ვი­წყდა ის, რაც მა­გათ აკე­თეს. 2008 წლის ომის დროს, ჩვენ­თან სო­ფელ­ში ბევ­რს და­ეწ­ვა სახ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კომ­პენ­სა­ცი­ად მხო­ლოდ 15 000 დო­ლა­რი მის­ცა, ერთი-ორმა პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა - ამ ფუ­ლით პა­ტა­რა კო­ტე­ჯიც არ აშენ­დე­ბაო და კუდ­ში და­ი­ბა­რეს, თუ ბევ­რს ილა­პა­რა­კებ, მა­გა­საც ვერ ეღირ­სე­ბიო. მა­შინ სად იყო "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა"?! ბო­ლოს რომ გად­მო­წი­ეს დვან­ში სა­ზღვა­რი, მას მერე არა­ვის გავ­ხსე­ნე­ბი­ვართ, მაგ­რამ ღმერ­თმა ნუ ქნას და, თუ ისევ რამე გა­ა­კე­თეს ოკუ­პან­ტებ­მა, უცებ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი გახ­დე­ბა და ბა­ნე­რე­ბის გლეჯ­ვას და­ი­წყებს. გუ­შინ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ვი­ღაც წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობ­და, ხურ­ვა­ლეთ­ში ხალ­ხი არ გვი­პი­რის­პირ­დე­ბა, ის, ვინც ჩვენს წი­ნა­აღ­მდე­გია, მა­გათ შსს ატა­რებს აქეთ-იქით და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ არი­ა­ნო. ახ­ლა­ვე ვე­უბ­ნე­ბი, რომ თუ აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ და მსგა­ვის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და­ი­წყეს, რაც ხურ­ვა­ლეთ­ში, ჩვენც და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით, რად­გან პატ­რი­ო­ტიზმს მსა­ხი­ო­ბო­ბა არ სჭირ­დე­ბა, არც ისე­თი პა­რო­დის­ტო­ბა, რო­გორც ბა­ტო­ნი ბარ­ნო­ვი აკე­თებ­და.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

უახ­ლე­სი| სო­ფელ კნო­ლე­ვი­დან მამა-შვი­ლი გა­ი­ტა­ცეს - შვილ­მა გა­მოქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, 53 წლის მა­მა­კა­ცი ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში წა­იყ­ვა­ნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სად იყვნენ ანდრო ბარნოვი და "რუსთავი 2" 2012 წლამდე? - დვანის მკვიდრი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ და პაროდისტულ პატრიოტიზმზე

სად იყვნენ ანდრო ბარნოვი და "რუსთავი 2" 2012 წლამდე? - დვანის მკვიდრი ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ და პაროდისტულ პატრიოტიზმზე

ბოლო დღეების მთავარი პოლიტიკური თემა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევაა. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლები მხოლოდ მსგავსი ინციდენტების შემდეგ ახსენდებათ. AMBEBI.GE-ს სოფელ დვანში მცხოვრები სოსო ქოქოშვილი ესაუბრა და სოფელში არსებულ სიტუაციაზე მოგვითხრო:

- შეიძლება ითქვას, ნაღმზე გვიწევს ცხოვრება, რა დროს რა მოუნდებათ ოკუპანტებს, კაცმა არ იცის. საბედნიეროდ, აქ მდგარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჭკუით იქცევიან და იმის შიში მაინც არ გვაქვს, რომ რაიმე პროვოკაციას წამოეგებიან. სხვა მხრივ, ვცხოვრობთ სოფლის ცხოვრებით, მადლობა ღმერთს, სარწყავი წყლის პრობლემა აღარ გვაქვს. მართალია გარკვეულ საფასურს ვიხდით, მაგრამ ის მაინც ვიცით, რომ მოსავალი უწყლობით არ გაგვიხმება.

- ზოგჯერ, სოციალურ ქსელებში ვხვდებით სტატუსებს, სადაც ამბობენ, თითქოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები გლეხები მოსავლის სანაცვლოდ თმობენ ყველაფერს და პატრიოტიზმსაც ივიწყებენ...

- მათ, ვინც მაგას წერს, მინდა ვკითხო, 2008 წელს სად იყვნენ?! ძალიან იოლია კლავიატურაზე კაკუნი ან მიკროფონით ხელში განცხადების კეთება. რომელი ერთი დამიდგება, მე ან ჩემს მეგობრებს და გაგვეჯიბრება სამშობლოს სიყვარულში?! მაგ ადამიანებს ერთხელ მაინც რომ აეღოთ ხელში ბარი ან თოხი, სხვანაირად ილაპარაკებდნენ. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ რომ არა ადგილობრივი გლეხების თავგანწირვა და ზუსტად საზღვრის პირას მოსავლის მოყვანა, ეს მიწები დიდი ხანია დაკარგული იქნებოდა. თუ ასე ძალიან შეტკივათ გული ჩვენზე, სანამ საზღვარს გადმოწევს ოკუპანტი, მანამდე გაგვიხსენონ და ჩამოვიდნენ. არ გვინდა დახმარება, ისე ჩამოვიდნენ, არც პურს დავამადლებთ და არც ღვინოს, მაგრამ ისე რომ ჩამოვიდნენ, კამერები ვერ დაინახავენ, ქულებს ვერ ჩაიწრენ, არადა ეგაა მაგათი მიზანი, თორემ ჩვენი ბედი რეალურად არც ადარდებთ.

სად იყო "რუსთავი 2" 2012-წლამდე, თუ მანამდე არ არსებობდა საზღვრისპირა სოფლები?! ერთხელ მაინც ჩამოსულიყვნენ და ეკითხათ, რა გვიჭირდა, მაგრამ აბა მაშინ ვის გავახსენდებოდით. ან ბატონი ანდრო ბარნოვი სად იყო მთელი ამ ხნის მანძილზე?! დიდი ხანი იყო ჩვენი გუბერნატორი, მაგრამ ვიდრე ჯანდაცვის მინისტრი ბატონი სერგეენკო არ ჩამოვიდა სოფელში, მანამდე თვალით არ გვყავდა ნანახი. მაშინაც ჩვეული დემაგოგობა დაიწყო და მიიღო კიდეც საკადრისი პასუხი. ბატონ ანდროს, თუ ასე შესტკიოდა ჩვენზე გული, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების ხელმძღვანელობას შეხვედროდა და ის მაინც მოეხერხებინა, რომ ტელეფონი ნორმალურად დაეჭირა, მაგრამ სად ეცალა მაგისთვის. ახლა კია დიდ გულზე და უბრალო პოლიციელს უყვირის. საინტერესოა, იქვე ახლო-მახლო მდგომ რუს სამხედროსთან თუ ექნებოდა ასეთი დიდი გული?!

რატომ ჰგონიათ, რომ საოკუპაციო საზღვართან მცხოვრებ ხალხს დაგვავიწყდა ის, რაც მაგათ აკეთეს. 2008 წლის ომის დროს, ჩვენთან სოფელში ბევრს დაეწვა სახლი და ხელისუფლებამ კომპენსაციად მხოლოდ 15 000 დოლარი მისცა, ერთი-ორმა პრეტენზია გამოთქვა - ამ ფულით პატარა კოტეჯიც არ აშენდებაო და კუდში დაიბარეს, თუ ბევრს ილაპარაკებ, მაგასაც ვერ ეღირსებიო. მაშინ სად იყო "თავისუფალი ზონა"?! ბოლოს რომ გადმოწიეს დვანში საზღვარი, მას მერე არავის გავხსენებივართ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ისევ რამე გააკეთეს ოკუპანტებმა, უცებ ყველა პატრიოტი გახდება და ბანერების გლეჯვას დაიწყებს. გუშინ "თავისუფალი ზონის" ვიღაც წარმომადგენელი ამბობდა, ხურვალეთში ხალხი არ გვიპირისპირდება, ის, ვინც ჩვენს წინააღმდეგია, მაგათ შსს ატარებს აქეთ-იქით და ადგილობრივები არ არიანო. ახლავე ვეუბნები, რომ თუ აქ ჩამოვიდნენ და მსგავის პროვოკაციები დაიწყეს, რაც ხურვალეთში, ჩვენც დავუპირისპირდებით, რადგან პატრიოტიზმს მსახიობობა არ სჭირდება, არც ისეთი პაროდისტობა, როგორც ბატონი ბარნოვი აკეთებდა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უახლესი| სოფელ კნოლევიდან მამა-შვილი გაიტაცეს - შვილმა გამოქცევა მოახერხა, 53 წლის მამაკაცი ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია