საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს, - ლოტოს 574-ე გათამაშების გამარჯვებული მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანია.
მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თეატრებში - "სოხუმის თეატრი" და "თეთრი ტალღა" თამაშობდა, მეტწილად ცნობილი "ღამის შოუ სტუდიის" სატელევიზიო შოუდან - "გოგონა გარეუბნიდან" გახდა.
AMBEBI.GE-მ მსახიობის პროფესიულ ცხოვრებას გადაავლო თვალი.
სოხუმის თეატრი:
გოჩა კაპანაძის "გუშინდელნი", პრემიერა შედგა - 13.12.2011-ში
ნუგზარ ჩიქოვანმა მამასახლისი განასახიერა.
სოხუმის თეატრი:
რეჟისორ კოტე აბაშიძის "დარისპანის გასაჭირი". პრემიერა შედგა - 1995-ში
ნუგზარ ჩიქოვანმა ოსიკო ხარაბაძე განასახიერა.
ასევე, სოხუმის თეატრში ითამაშა შემდეგი როლები:
"ზღვა, რომელიც შორია" - გივი
"ირმის უკანასკნელი ბღავილი" - გალაკტიონი
"მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები" - მწერალი
"მიზანთროპი" - ბატონი კოკნარი
"ორი ნოველა" - ბერგი
"პრემიერა" - ირაკლი
თეატრი "თეთრი ტალღა":
საბრალდებო დასკვნა - გამომძიებელი ხელაძე