ლოტოს 574-ე გათამაშებაში დღეს ჯეკპოტის ახალი გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებამ ბილეთზე 1,671,045 ლარი შეადგინა. ლოტოს წესების მიხედვით, პირველი საპრიზო კატეგორია ანუ ჯეკპოტი ექვსი ძირითადი რიცხვის დამთხვევით ვლინდება.
AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ გათამაშებული თანხა მსახიობმა ნუგზარ ჩიქოვანმა მოიგო. ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას საქართველოს ლატარიის კომპანიის პრესსამსახურის უფროსი, ანა იასეშვილი ადასტურებს.
მეტი საინტერესო ინფორმაცია ახალი ქართველი მილიონერის შესახებ იხილეთ ბმულებზე:
"11,15,19,20,32,36 - ამ იღბლიანი რიცხვის მეშვეობით საქართველოს ახალი მილიონერი შეემატა. საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს გამარჯვებულს მოგებას", - აცხადებენ კომპანიაში.