პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი
ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

Mediamall.ge 2015 წლის 10 მა­ისს, ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრი­სას გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის, რეზო დე­მეტ­რაშ­ვი­ლის მა­მის, და­ვით დე­მეტ­რაშ­ვი­ლის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. წე­რილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის მამა ბავ­შვე­ბის პე­და­გოგს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს, რო­მე­ლიც Mediamall.ge-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მთე­ლი ეს ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, უსი­ცო­ცხლო და გამ­წა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი, რაც ჩემი ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი, კე­თი­ლი, ღვთის­მო­ში­ში რეზი ცეკ­ვის სიყ­ვა­რუ­ლით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი გა­ვა­ცი­ლეთ და­ი­მე­დე­ბუ­ლებ­მა რომ სა­ი­მე­დო, ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეს გოგი მარ­ღა­ნი­ას (ქ.რუს­თა­ვი. მისი ტი­ტუ­ლი და ნდო­ბა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­და ჩვენს ოჯახს სა­უ­ბე­დუ­როდ...) პე­და­გოგს ჩა­ვა­ბა­რეთ და ეჭ­ვიც არ გაგ­ვივ­ლია გულ­ში, თუ სი­ნამ­დვი­ლე­ში უგუ­ლო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნებს ვა­ბა­რებ­დით შვილს... რომ ისი­ნი სა­მუ­და­მოდ და­ა­შო­რებ­დნენ რე­ზის დე­დი­კოს, მა­მი­კოს, და­ი­კოს, ყვე­ლას ვინც ამ ქვეყ­ნად ასე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჩემს სი­ცო­ცხლით სავ­სე, ხა­ლი­სი­ან პა­ტა­რა ბიჭს...

ცე­ცხლი ნელ-ნელა ღვი­ო­და, პატ­რო­ნი არა­ვინ ჩან­და, ერთ პე­და­გოგს ეძი­ნა, მე­ო­რე კი ქვე­და სარ­თულ­ზე, სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­სა და უგუ­ნურ გარ­თო­ბას მის­ცე­მო­და. გვერ­ძე მო­ეს­ვა ის ვი­თომ­და უფ­რო­სიც, ვინც ჩვენს ბავ­შვებს ვი­თომ­და მეთ­ვალ­ყუ­რედ რომ მი­უ­ჩი­ნეს, ბავ­შვე­ბი არა­ვის ახ­სოვ­და...

გა­გი­ჟე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით, პე­და­გო­გე­ბი გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი დაგ­ვხვდნენ, ლაჩ­რუ­ლად... პა­სუ­ხის გამ­ცე­მი არა­ვინ იყო, არა­და როცა ფუ­ლებს ით­ვლი­და ბა­ტო­ნი გოგი, მშობ­ლებ­თან და­უ­ღა­ლა­ვად ეწე­ო­და აგი­ტა­ცი­ას, რომ ისაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი...

მე­ო­რე დღეს ტა­ძარ­ში მო­ვი­და ბავ­შვე­ბის ცხედ­რებ­თან სინ­დი­სის ჩა­მო­სა­რე­ცხად, თურ­მე ვე­რა­ფერს მიხ­ვდა,რად­გან იქ არა­ვინ არა­ფე­რი უთხრა... ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში, დოლ-გარ­მონ­ზე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გა­ნა­ახ­ლა (თურ­მე და­ბალ ხმა­ზე უკ­რავ­დნენ...)

თა­ვი­დან არ და­ვი­ჯე­რე და როცა მათ გა­ი­გეს ჩვე­ნი გა­ოგ­ნე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მოვ­თხოვ­დით, გა­უკ­ვირ­დათ; აბა ჩვენ რა შუ­ა­ში ვარ­თო... თურ­მე სულ ტყუ­ი­ლად ვე­ლო­დით ამ­დენ ხანს და გვიკ­ვირ­და, რა­ტომ არა­ვინ მო­დის, ვი­საც შვი­ლის სი­ცო­ცხლე ჩა­ვა­ბა­რეთ, პა­ტი­ე­ბას მა­ინც ითხოვ­დნენ შვი­ლი ვერ, ან არ გა­და­გირ­ჩი­ნე­თო...

თურ­მე გა­საკ­ვი­რი რა არის... პირ­და­პირ დავ­წერ პე­და­გო­გის სი­ტყვებს;

' რა ორ­მო­ცამ­დე რომ შეგ­ვე­წყვი­ტა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბოდ­ნენ? ჩვენ რა ელექტრი­კე­ბი კი არ ვი­ყა­ვით, ცე­ცხლი გაჩ­ნდა და და­იწ­ვნე­ნო..."

ნამ­დვი­ლად აღარ მე­გო­ნა ისეთ სიმ­წა­რეს რაც 10 მა­ი­სის დი­ლამ მო­მი­ტა­ნა, თუ კი­დევ რა­ი­მე გა­უ­ტოლ­დე­ბო­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ბო­რო­ტეს და სი­სას­ტი­კეს მარ­თლაც რომ ზღვა­რი

არ ჰქო­ნია.

დაგ­ვცი­ნი­ან ღმერ­თო, გეს­მის???"-, წერს და­ვით დე­მეტ­რაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

Mediamall.ge 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრისას გარდაცვლილი არასრულწლოვანის, რეზო დემეტრაშვილის მამის, დავით დემეტრაშვილის წერილს აქვეყნებს. წერილში გარდაცვლილი მოცეკვავის მამა ბავშვების პედაგოგს უპასუხისმგებლობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

გთავაზობთ წერილს, რომელიც Mediamall.ge-მ გამოაქვეყნა.

"მთელი ეს ჩაბნელებული, უსიცოცხლო და გამწარებული დღეები, რაც ჩემი ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ღვთისმოშიში რეზი ცეკვის სიყვარულით აღტაცებული, ბედნიერი გავაცილეთ დაიმედებულებმა რომ საიმედო, ქალაქის საპატიო მოქალაქეს გოგი მარღანიას (ქ.რუსთავი. მისი ტიტული და ნდობა ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ოჯახს საუბედუროდ...) პედაგოგს ჩავაბარეთ და ეჭვიც არ გაგვივლია გულში, თუ სინამდვილეში უგულო და უპასუხისმგებლო ადამიანებს ვაბარებდით შვილს... რომ ისინი სამუდამოდ დააშორებდნენ რეზის დედიკოს, მამიკოს, დაიკოს, ყველას ვინც ამ ქვეყნად ასე ძალიან უყვარდა ჩემს სიცოცხლით სავსე, ხალისიან პატარა ბიჭს...

ცეცხლი ნელ-ნელა ღვიოდა, პატრონი არავინ ჩანდა, ერთ პედაგოგს ეძინა, მეორე კი ქვედა სართულზე, სადღეგრძელოებსა და უგუნურ გართობას მისცემოდა. გვერძე მოესვა ის ვითომდა უფროსიც, ვინც ჩვენს ბავშვებს ვითომდა მეთვალყურედ რომ მიუჩინეს, ბავშვები არავის ახსოვდა...

გაგიჟებული მშობლები ბათუმში ჩავედით, პედაგოგები გამოქცეულები დაგვხვდნენ, ლაჩრულად... პასუხის გამცემი არავინ იყო, არადა როცა ფულებს ითვლიდა ბატონი გოგი, მშობლებთან დაუღალავად ეწეოდა აგიტაციას, რომ ისაა ყველაფერზე პასუხისმგებელი...

მეორე დღეს ტაძარში მოვიდა ბავშვების ცხედრებთან სინდისის ჩამოსარეცხად, თურმე ვერაფერს მიხვდა,რადგან იქ არავინ არაფერი უთხრა... ზუსტად ერთ კვირაში, დოლ-გარმონზე რეპეტიციები განაახლა (თურმე დაბალ ხმაზე უკრავდნენ...)

თავიდან არ დავიჯერე და როცა მათ გაიგეს ჩვენი გაოგნება, რომ გამოძიების დასრულებისთანავე მათ პასუხისმგებლობას მოვთხოვდით, გაუკვირდათ; აბა ჩვენ რა შუაში ვართო... თურმე სულ ტყუილად ველოდით ამდენ ხანს და გვიკვირდა, რატომ არავინ მოდის, ვისაც შვილის სიცოცხლე ჩავაბარეთ, პატიებას მაინც ითხოვდნენ შვილი ვერ, ან არ გადაგირჩინეთო...

თურმე გასაკვირი რა არის... პირდაპირ დავწერ პედაგოგის სიტყვებს;

' რა ორმოცამდე რომ შეგვეწყვიტა რეპეტიციები გაცოცხლდებოდნენ? ჩვენ რა ელექტრიკები კი არ ვიყავით, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვნენო...''

ნამდვილად აღარ მეგონა ისეთ სიმწარეს რაც 10 მაისის დილამ მომიტანა, თუ კიდევ რაიმე გაუტოლდებოდა, მაგრამ ადამიანების სიბოროტეს და სისასტიკეს მართლაც რომ ზღვარი

არ ჰქონია.

დაგვცინიან ღმერთო, გესმის???"-, წერს დავით დემეტრაშვილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია