ე.წ. სამხერთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღებასთან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა სისხლის სამართის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ნათქვამია ე.წ. სამხერთ ოსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, ასევე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სიმბოლოების ვანდალიზმის ფაქტზე, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სამხედრო პროკურატურის ერთობლივი უწყებათაშორისი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი იქნა, რომ რამდენიმე დღით ადრე, რუსეთთან და საქართველოსთან, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობისას დამონტაჟებული სასაზღვრო აღმნიშვნელი მოხსნილი, შეურაცხყოფილი და ხევში გადაგდებული იყო. მის ადგილზე კი ჩარჭობილი იყო სხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშა. გაირკვა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი, საქართველოს ტერიტორიიდან მოსულმა მომიტინგეებმა განახორციელეს, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული. შეკრებილები უკრაინისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ და ჰქონდათ ტრანსპარანტები, რომლებიც პროვოკაციულ და ცენზურის ელემენტებს შეიცავდა, ასევე ისმოდა შეძახილები ე.წ. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე". მიტინგის მსვლელობისას, მისმა მონაწილეებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, მიუახლოვდენ საინფორმაცია აღმნიშვნელს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, შეურაცხმყოფელი ფრაზების შემცველი ქაღალდები გაარე და მისი დემონტაჟი მოახდინეს. უწყებათაშორისი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ აღნიშნული ბანერი ამოღებული იქნა ხევიდან და გადატანილი იქნა პირვანდელ ადგილზე. ასევე ტერიტორიიდან მოხსნეს საქართველოს დროშა, რომელიც საერთაშორისო ცერემონიალის ტრადიციით გადაეცემა ქართულ მხარეს, ინციდნეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე, რომელიც 20 ივლისს გაიმართება", - ნათქვამია ცხივნალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.