"დიდება უფალს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" არ არის. ჩვენს ხელისუფლებას ერთი გოჯი მიწა არ დაგვიკარგავს.. .სააკაშვილი კუდამოძუებული ძაღლივით გამოიქცა და დაუტოვა ორჭოსანი რუსებს", ეს განცხადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. ზაქარეიშვილმა ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში, არსებულ ვითარებაზე და ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე ისაუბრა. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ , რომ საზღვარმა გადმოიწია სწორი არ არის, რადგან სახელმწიფო საზღვრები არ გადის ქვეყნის შიგნით. "იმ გლეხმა უკეთესად იცის რა ხდება ვიდრე თქვენ," - მიმართა ზაქარეიშვილმა გადაცემის წამყვანს.