ნიგერიის ქალაქ დამატურუში მუსლიმთა დღესასწაულის - რამადანის აღსანიშნავად მიმდინარე ლოცვის დროს თავდასხმა მოხდა. "ბიბისის" ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ცხრა ადამიანი. როგორც ნიგერიის არმიის პრესსპიკერი აცხადებს, აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტებმა განახორციელეს - ერთი ქალი, ხოლო მეორე 10 წლის გოგონა იყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, ქვეყანაში ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" მოქმედებს და მსგავს თავდასხმებს ხშირად ახორციელებს. ტერაქტი გუშინაც მოხდა. ქალაქ გომბრეში მომხდარ აფეთქებებს გუშინ 50-ზე მეტი ადამიანი შეეიწრა.