საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, "ჯანსაღი თმის ცენტრი" საზეიმოდ გაიხსნა
ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, "ჯანსაღი თმის ცენტრი" საზეიმოდ გაიხსნა

თბი­ლი­სის ბო­მონ­დურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ­ჯე­რად, საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზით, ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ "ჯან­სა­ღი თმის ცენ­ტრის" Healthy Hair Center გახ­სნა­ზე მო­ი­ყა­რა თავი.

დალი ჩი­ტა­ლა­ძე, ირი­ნა ონაშ­ვი­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, კრის­წი ყიფ­ში­ძე, ხა­ტია შა­მუ­გია, ია ფა­რუ­ლა­ვა...ეს იმ ვარ­სკვა­ლა­ვე­ბის, მო­დე­ლე­ბი­სა თუ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც, ქა­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ველ­მა სი­ახ­ლემ -თმის მოვ­ლი­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბის უნი­კა­ლურ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" მიერ ორი­გი­ნა­ლურ ინ­ტე­რი­ერ­ში, ბენ­დის მუ­სი­კა­ლუ­რი თან­ხლე­ბით გა­მარ­თულ­მა სა­ღა­მომ ბო­მონ­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლი ვერ და­ტო­ვა. სა­ღა­მოს ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი გა­თა­მაშ­და. თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი კი Healthy Hair Center - ის სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თით და თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­სა­ჩუქრდა.

"დღე­ვან­დელ­მა დღემ ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი იყო, სტუმ­რე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, ბა­ვე­რი სა­ჩუ­ქა­რი გა­ვა­თა­მა­შეთ",- აღ­ნიშ­ნა "ჯან­სა­ღი თმის ცენ­ტრის" ერ­თერ­თმა სა­ხემ, დალი ჩი­ტა­ლა­ძემ ambebi.ge - სთან სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, თმის სი­ლა­მა­ზე ქა­ლის სი­ლა­მა­ზის ერთ-ერთი გან­მსა­ზღვრე­ლია: "ქა­ლის­თვის, და არა მარ­ტო ქა­ლის­თვის, თმა ერ­თერ­თი კომ­პო­ნენ­ტია, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე. თმა ჯან­მრთე­ლო­ბის სარ­კეა - თუ ჯან­მრთე­ლი ხარ, თმაც ჯან­მრთე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, გიბ­ზი­ნავს და გა­ლა­მა­ზებს".

თმა რომ ქა­ლის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის ერთრთი მთა­ვა­რი ია­რა­ღია, ეს ქარ­თვე­ლი სექს-სიმ­ბო­ლოს­თვის, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის­თვი­საც არა­ხა­ლია. მან კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რა ambebi.ge -სთან, სა­კუ­თა­რი თმის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ჟურ­ნალ "ბო­მონდს" მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმის გამო, რომ სწო­რედ ამ ჟურ­ნა­ლი­დან შე­ი­ტყო ცენ­ტრის გახ­სნის შე­სა­ხებ: "ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემი თმა, ამი­ტომ, ცენ­ტრის ხში­რი სტუ­მა­რი ვიქ­ნე­ბი. რაც უფრო ბევ­რი ასე­თი სა­ლო­ნი გა­იხ­სნე­ბა, მით უკე­თე­სი - ქა­ლე­ბის­თვის. მე ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გე ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ და ამის გამო "ბო­მონდს" დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. იმე­დი მაქვს, "ჯან­სა­ღი თმის ცენ­ტრთან" და­კავ­ში­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებს ისევ ამ ჟურ­ნა­ლი­დან შე­ვი­ტყობთ", - აღ­ნიშ­ნა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა.

"ჯან­სა­ღი თმის ცენ­ტრის" ხა­რის­ხის მარ­თვის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ილია მეს­ხის თქმით, ცენ­ტრი თმის მოვ­ლის და გა­ჯან­სა­ღე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სპექტრს მო­ი­ცავს: " ჯან­სა­ღი თმის ცენ­ტრი" ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც თმის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას მკურ­ნა­ლო­ბენ. მაგ­რამ ცოტა მე­ტია, ვიდ­რე კლი­ნი­კა: გარ­და იმი­სა, რომ თმას მკურ­ნა­ლო­ბენ, ასე­ვე მას ალა­მა­ზე­ბენ. აქ არის სტი­ლის­ტთა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც იყე­ნებს თმის­თვის სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს. აქ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ერთ სივ­რცე­ში აჯან­სა­ღებს კი­დეც თმას და ასე­ვე, უვ­ლის მას", - აღ­ნიშ­ნა ილია მეს­ხმა.

ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, თეა აგ­ლა­ძემ Healthy Hair Center-ის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ბო­მონ­დი" ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბა თა­ვის პარტნი­ო­რებს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში: "ჩვენ ხში­რად ვა­წყობთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და პარტნი­ო­რებს ყო­ველ­თვის ვეხ­მა­რე­ბით კარ­გი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მი­ხა­რია, რომ ისე­თი ცენ­ტრი გა­იხ­სნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი არ აქვს. ეს არის გა­რე­მო, სა­დაც თმის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ".

ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მო­მავ­ლოდ უკვე სა­კუ­თარ თმა­ზე გა­მოც­დი­ან "ჯან­სა­ღი თმის ცენ­ტრის" სერ­ვი­სე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის შე­დე­გებს. ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი" კი ცნო­ბილ ქარ­თველ სა­ხე­ებს ერთ სივ­რცე­ში თავ­მოყ­რის კი­დევ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო მი­ზეზს მის­ცემს.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, "ჯანსაღი თმის ცენტრი" საზეიმოდ გაიხსნა

ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, "ჯანსაღი თმის ცენტრი" საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის ბომონდურმა საზოგადოებამ ამჯერად, საკმაოდ ორიგინალური მიზეზით, ჟურნალ "ბომონდის" მიერ ორგანიზებულ "ჯანსაღი თმის ცენტრის" Healthy Hair Center გახსნაზე მოიყარა თავი.

დალი ჩიტალაძე, ირინა ონაშვილი, შორენა ბეგაშვილი, კრისწი ყიფშიძე, ხატია შამუგია, ია ფარულავა...ეს იმ ვარსკვალავების, მოდელებისა თუ ცნობილი სახეების ჩამონათვალია, რომლებიც, ქალებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველმა სიახლემ -თმის მოვლისა და გაჯანსაღების უნიკალურმა შესაძლებლობამ გააერთიანა.

ჟურნალ "ბომონდის" მიერ ორიგინალურ ინტერიერში, ბენდის მუსიკალური თანხლებით გამართულმა საღამომ ბომონდური საზოგადოება გულგრილი ვერ დატოვა. საღამოს ფარგლებში სპეციალური პრიზები გათამაშდა. თითოეული სტუმარი კი Healthy Hair Center - ის სასაჩუქრე ბარათით და თმის მოვლის საშუალებებით დასაჩუქრდა.

"დღევანდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან მხიარული იყო, სტუმრებიც კმაყოფილები არიან, ბავერი საჩუქარი გავათამაშეთ",- აღნიშნა "ჯანსაღი თმის ცენტრის" ერთერთმა სახემ, დალი ჩიტალაძემ ambebi.ge - სთან საუბრისას.

მისივე თქმით, თმის სილამაზე ქალის სილამაზის ერთ-ერთი განმსაზღვრელია: "ქალისთვის, და არა მარტო ქალისთვის, თმა ერთერთი კომპონენტია, რომ კარგად გამოიყურებოდე. თმა ჯანმრთელობის სარკეა - თუ ჯანმრთელი ხარ, თმაც ჯანმრთელად გამოიყურება, გიბზინავს და გალამაზებს".

თმა რომ ქალის მომხიბვლელობის ერთრთი მთავარი იარაღია, ეს ქართველი სექს-სიმბოლოსთვის, შორენა ბეგაშვილისთვისაც არახალია. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ambebi.ge -სთან, საკუთარი თმის განსაკუთრებული სიყვარული და ჟურნალ "ბომონდს" მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ სწორედ ამ ჟურნალიდან შეიტყო ცენტრის გახსნის შესახებ: "ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და განსაკუთრებით, ჩემი თმა, ამიტომ, ცენტრის ხშირი სტუმარი ვიქნები. რაც უფრო ბევრი ასეთი სალონი გაიხსნება, მით უკეთესი - ქალებისთვის. მე ჟურნალ "ბომონდის" საშუალებით გავიგე ამ სიახლის შესახებ და ამის გამო "ბომონდს" დიდ მადლობას ვუხდი. იმედი მაქვს, "ჯანსაღი თმის ცენტრთან" დაკავშირებულ სიახლეებს ისევ ამ ჟურნალიდან შევიტყობთ", - აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა.

"ჯანსაღი თმის ცენტრის" ხარისხის მართვის ხელმძღვანელის, ილია მესხის თქმით, ცენტრი თმის მოვლის და გაჯანსაღების მრავალფეროვან სპექტრს მოიცავს: " ჯანსაღი თმის ცენტრი" ეს არის ადგილი, სადაც თმის აბსოლუტურად ყველა დაავადებას მკურნალობენ. მაგრამ ცოტა მეტია, ვიდრე კლინიკა: გარდა იმისა, რომ თმას მკურნალობენ, ასევე მას ალამაზებენ. აქ არის სტილისტთა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც იყენებს თმისთვის სრულიად უვნებელ საშუალებებს. აქ მოსული ადამიანი ერთ სივრცეში აჯანსაღებს კიდეც თმას და ასევე, უვლის მას", - აღნიშნა ილია მესხმა.

ჟურნალ "ბომონდის" მთავარმა რედაქტორმა, თეა აგლაძემ Healthy Hair Center-ის გახსნასთან დაკავშირებით თავისი დადებითი დამოკიდებულება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "ბომონდი" ყოველთვის ეხმარება თავის პარტნიორებს საკუთარი მიზნების რეალიზებაში: "ჩვენ ხშირად ვაწყობთ ღონისძიებებს და პარტნიორებს ყოველთვის ვეხმარებით კარგი მიზნების განხორციელებაში. მიხარია, რომ ისეთი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს არის გარემო, სადაც თმის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ".

ქართული ბომონდის წარმომადგენლები სამომავლოდ უკვე საკუთარ თმაზე გამოცდიან "ჯანსაღი თმის ცენტრის" სერვისებისა და პროდუქციის შედეგებს. ჟურნალი "ბომონდი" კი ცნობილ ქართველ სახეებს ერთ სივრცეში თავმოყრის კიდევ არაერთ საინტერესო მიზეზს მისცემს.

თამარ კორკოტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია