ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის აღმართზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "BMW"-სა და "როვერის" მარკის ჯიპები აღმართზე, მოსახვევში შეეჯახა. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, სამი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "უნიმედი სამცხეს" სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
"საშუალო სიმძიმის ტრამვებით გადაყვანილები არიან კლინიკაში. ბრიგადა გამოძახებიდან შემთხვევის ადგილზე 6 წუთში მივიდა", - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა სოფო ჭუმბურიძემ.