კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - მოსახლეობა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს აპროტესტებს
ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - მოსახლეობა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს აპროტესტებს

ხურ­ვა­ლე­თის სა­გუ­შა­გოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ წუ­თებ­ში ხმა­უ­რია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სწო­რედ იმ ად­გი­ლას შე­იკ­რი­ბა, სა­დაც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ხურ­ვა­ლითს მო­სახ­ლე­ო­ბა ორ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებს, ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ი­სას დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რის დე­მონ­ტაჟს და მე­ო­რე - ან­დრო ბარ­ნო­ვის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი პრო­ვო­კა­ცი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებს, შემ­დგომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბი­ან, ად­გი­ლობ­რი­ვებს კი, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

"თვი­თონ ჩა­მოვ­ლენ, პი­არს გა­ი­კე­თე­ბენ, რამ­დე­ნი­მე ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ, იბა­ქი­ბუ­ქე­ბენ და შემ­დეგ კი უკან­მო­უ­ხე­და­ვად მი­დი­ან თბი­ლი­სის­კენ. ჩვენ კი აქ ვრჩე­ბით და ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გვიმ­ძიმ­დე­ბა. მო­სა­ვა­ლი გვაქვს ასა­ღე­ბი, აქამ­დე თუ გვქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენს ბა­ღებ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით და ხორ­ბლის და ქე­რის ნა­თე­სე­ბი აგ­ვე­ღო, ახლა მო­სავ­ლის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც შეგ­ვე­ზღუ­და. ჩა­მო­ვიდ­ნენ აქ ადა­მი­ა­ნე­ბი და დაგ­ვიდ­გნენ გვერ­დში თუ ვაჟ­კა­ცო­ბა ეყო­ფათ. ჩვენ უნდა დავ­სხდეთ კომ­ბა­ი­ნებ­ზე და სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის ფა­სად უნდა და­ვი­წყოთ მო­სავ­ლის აღე­ბა, თუ ამ­დე­ნი ვაჟ­კა­ცო­ბა აქვს ან­დრო ბარ­ნოვს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ბა­ნე­რი მოგ­ლი­ჯეს, მო­ვიდ­ნენ კომ­ბა­ინ­ზე გვერ­დით დაგ­ვის­ხდნენ და ჩვენ­თან ერ­თად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხორ­ბლის აღე­ბა­ში", - აცხა­დებს ხურ­ვა­ლე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც სთხო­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"არც წყა­ლი გვაქვს, არც შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, რომ მო­სავ­ლის აღე­ბა შევ­ძლოთ. ჩვენ სა­კუ­თარ მი­წებ­ზე წვდო­მა შეგ­ვე­ზღუ­და. გარ­და ამი­სა, ჯერ კი­დევ შარ­შან თით­ქოს და­ას­რუ­ლეს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გაყ­ვა­ნა, თუმ­ცა ამ დრომ­დე გაზი გაშ­ვე­ბუ­ლი არ არის. საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, აღარც სა­ძოვ­რე­ბი გვაქვს და ვე­ღარც პი­რუ­ტყვი გაგ­ვყავს. მოგ­ვხე­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა", - აცხა­დე­ბენ ხურ­ვა­ლე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - მოსახლეობა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს აპროტესტებს

ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - მოსახლეობა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს აპროტესტებს

ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ხმაურია. ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები მუშაობენ. ხურვალითს მოსახლეობა ორ ფაქტს აპროტესტებს, ერთი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული აქციისას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს და მეორე - ანდრო ბარნოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. ადგილობრივების თქმით, ამგვარი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, შემდგომ ეს ადამიანები თავად თბილისში ბრუნდებიან, ადგილობრივებს კი, საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნებათ.

"თვითონ ჩამოვლენ, პიარს გაიკეთებენ, რამდენიმე ხმამაღალ განცხადებას გააკეთებენ, იბაქიბუქებენ და შემდეგ კი უკანმოუხედავად მიდიან თბილისისკენ. ჩვენ კი აქ ვრჩებით და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გვიმძიმდება. მოსავალი გვაქვს ასაღები, აქამდე თუ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენს ბაღებში შევსულიყავით და ხორბლის და ქერის ნათესები აგვეღო, ახლა მოსავლის აღების საშუალებაც შეგვეზღუდა. ჩამოვიდნენ აქ ადამიანები და დაგვიდგნენ გვერდში თუ ვაჟკაცობა ეყოფათ. ჩვენ უნდა დავსხდეთ კომბაინებზე და სერიოზული რისკის ფასად უნდა დავიწყოთ მოსავლის აღება, თუ ამდენი ვაჟკაცობა აქვს ანდრო ბარნოვს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბანერი მოგლიჯეს, მოვიდნენ კომბაინზე გვერდით დაგვისხდნენ და ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ხორბლის აღებაში", - აცხადებს ხურვალეთის მოსახლეობა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ადგილობრივი მცხოვრებლები ყურადღებას ხელისუფლებასაც სთხოვენ და ამბობენ, რომ სოფელ ხურვალეთში უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობაა.

"არც წყალი გვაქვს, არც შესაბამისი ტექნიკა, რომ მოსავლის აღება შევძლოთ. ჩვენ საკუთარ მიწებზე წვდომა შეგვეზღუდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ შარშან თითქოს დაასრულეს ბუნებრივი აირის გაყვანა, თუმცა ამ დრომდე გაზი გაშვებული არ არის. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, აღარც საძოვრები გვაქვს და ვეღარც პირუტყვი გაგვყავს. მოგვხედოს ხელისუფლებამ და გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა", - აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია