საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე პოპულარული გვერდები "ფეისბუქზე" და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოში
რომელია ყველაზე პოპულარული გვერდები "ფეისბუქზე" და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოში

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად კი "ფე­ის­ბუ­ქი", ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღე­ში მი­ნი­მუმ ერთხელ მა­ინც სტუმ­რობს სა­კუ­თარ გვერდს. "ფე­ის­ბუქს" ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი საქ­მი­ა­ნად იყე­ნებს, ზოგი უბ­რა­ლოდ ერ­თო­ბა, ზოგი ფულ­საც კი შო­უ­ლობს. თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფოს სტრუქ­ტუ­რებ­საც) სა­კუ­თარ გვერ­დი აქვთ, სა­დაც წე­რენ სი­ახ­ლე­ებ­ზე, იყე­ნე­ბენ სა­რეკ­ლა­მოდ და სხვ. ასე­ვე მომ­ხა­მა­რე­ბელს შე­უძ­ლია ამ გვერ­დზე­ვე მი­მარ­თოს ამ კომ­პა­ნი­ას სა­კუ­თა­რი სა­ჩივ­რით თუ პი­რი­ქით სა­მად­ლო­ბე­ლო ტექ­სტით.

ხში­რია, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი ქმნის გვერდს, რომ­ლის მი­ზა­ნი უბ­რა­ლოდ "ტრო­ლა­ო­ბაა". ცოტა ხნის წინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო გვერ­დი - GWP, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ იყო georgia water and power-ის გვედ­რი, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­დი­ო­და შეც­დო­მა­ში და მათ წერ­და სა­ჩივ­რის წე­რი­ლებს. გვერ­დის შემ­ქნე­ლე­ბი, იუ­მორ­ნა­რე­ვი ირო­ნი­ით პა­სუ­ობ­დნენ, რაც გახ­და კი­დეც გვერ­დის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი.

მარ­ტი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბით ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით იუ­მო­რის­ტუ­ლი გვერ­დე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არც თუ ისე ცო­ტაა. ბევ­რი მათ­გა­ნი უცხო­უ­რი ანა­ლო­გე­ბის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­აა და ხში­რად, პირ­და­პი­რაა თრაგ­მნი­ლი, თუმ­ცა ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი გვერ­დი ნამ­დვი­ლად ორი­გი­ნა­ლუ­რია. ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რი გვერ­დის "ჩე­ში­რის საგ­რა­ფოს" შე­სა­ხებ ვწერ­დით, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ქარ­თულ (და არა მხო­ლოდ ქარ­თულ) ნა­ხა­ტებ­ზე აკე­თებს კო­მიქ­სებს. ეს, ერთი შე­ხე­ვით, მარ­ტი­ვი რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უცებ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა, რად­გან ყვე­ლა კო­მიქ­სი მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი იუ­მო­რით. ასე­ვე იუ­მო­რის­ტუ­ლია გვერ­დი: "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა". გვედ­რის შემ­ქნე­ლე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის გვერ­დებ­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ და­ტო­ვე­ბულ კო­მენ­ტა­რებს (რო­მე­ლიც რა­ი­მე კი­თხვის ან სა­ჩივ­რის შემ­ცვე­ლია) პა­სუ­ხო­ბენ. პა­სუ­ხე­ბი იუ­მო­რის­ტუ­ლია და მისი ავ­ტო­რი ხში­რად ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე შა­ყი­რობს.

ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო გვერ­დი: "ასე იტყო­და ზა­რა­ტუსტრა", რო­მე­ლიც შექ­მნის­თა­ნა­ვე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ი­წო­ნა.

ცალ­სა­ხაა, რომ იუ­მო­რის­ტუ­ლი გვერ­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. სა­ხუ­მა­რო პოს­ტებს, ბევ­რი იწო­ნებს და იზი­ა­რებს სა­კუ­თარ გვერ­დზე. იუ­მორსტუ­ლი გვერ­დე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას ისიც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ისი­ნი ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ხში­რად, გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ მო­გე­ბა­ზე არ არის გათ­ვლი­ლი, პო­პუ­ლა­რო­ბის მოხ­ვე­ჭის შემ­დეგ, მალე კარ­გა­ვენ აქ­ტუ­ა­ლო­ბას - რაც იმა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ თუ თა­ვი­დან გვერ­დზე დღე­ში 10-15 სი­ახ­ლე იდე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მთე­ლი დღე არ ახ­ლდე­ბა. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან შემ­ქნე­ლის მო­ტი­ვა­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, მიღ­წე­უ­ლია. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მსგა­ვი­სი გვერ­დის ად­მინ­სიტ­რა­ტო­რებს სხვადსხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან უკავ­შირ­დე­ბი­ან და სა­კუ­თა­რი გვედ­რის მარ­თვას სთხო­ვენ, რა­შიც არც თუ ისე მცი­რე ანა­ზღა­უ­რე­ბას აძ­ლე­ვენ.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი გვერ­დე­ბი ნელ-ნელა იხ­ვე­წე­ბა და სულ უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს მათ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, რაც ნამ­დვი­ლად მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­აა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

რომელია ყველაზე პოპულარული გვერდები "ფეისბუქზე" და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოში

რომელია ყველაზე პოპულარული გვერდები "ფეისბუქზე" და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელებს საქართველოში

სოციალური ქსელი, კონკრეტულად კი "ფეისბუქი", ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანების უმეტესობა დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც სტუმრობს საკუთარ გვერდს. "ფეისბუქს" ძალიან ბევრი ადამიანი საქმიანად იყენებს, ზოგი უბრალოდ ერთობა, ზოგი ფულსაც კი შოულობს. თითქმის ყველა კომპანიას, თუ ორგანიზაციას (მათ შორის სახელმწიფოს სტრუქტურებსაც) საკუთარ გვერდი აქვთ, სადაც წერენ სიახლეებზე, იყენებენ სარეკლამოდ და სხვ. ასევე მომხამარებელს შეუძლია ამ გვერდზევე მიმართოს ამ კომპანიას საკუთარი საჩივრით თუ პირიქით სამადლობელო ტექსტით.

ხშირია, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ქმნის გვერდს, რომლის მიზანი უბრალოდ "ტროლაობაა". ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო გვერდი - GWP, რომელიც რეალურად არ იყო georgia water and power-ის გვედრი, თუმცა ძალიან ბევრი მომხმარებელი შედიოდა შეცდომაში და მათ წერდა საჩივრის წერილებს. გვერდის შემქნელები, იუმორნარევი ირონიით პასუობდნენ, რაც გახდა კიდეც გვერდის პოპულარობის მიზეზი.

მარტივი დაკვირვებით ცხადია, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით იუმორისტული გვერდები სარგებლობენ, რომელთა რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა. ბევრი მათგანი უცხოური ანალოგების ქართული ვერსიაა და ხშირად, პირდაპირაა თრაგმნილი, თუმცა ბევრი პოპულარული გვერდი ნამდვილად ორიგინალურია. ცოტა ხნის წინ  "ფეისბუქის" ერთ-ერთი პოპულარი გვერდის "ჩეშირის საგრაფოს" შესახებ ვწერდით, რომელიც ცნობილ ქართულ (და არა მხოლოდ ქართულ) ნახატებზე აკეთებს კომიქსებს. ეს, ერთი შეხევით, მარტივი რამ საზოგადოებაში უცებ გახდა პოპულარული და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რადგან ყველა კომიქსი მიმდინარე აქტუალური მოვლენების მიხედვით იქმნება და, რაც მთავარია, ჯანსაღი იუმორით. ასევე იუმორისტულია გვერდი: "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება". გვედრის შემქნელები დღის განმავლობაში საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიის გვერდებზე მომხმარებელთა მიერ დატოვებულ კომენტარებს (რომელიც რაიმე კითხვის ან საჩივრის შემცველია) პასუხობენ. პასუხები იუმორისტულია და მისი ავტორი ხშირად ქართული ხასიათის უარყოფით მხარეებზე შაყირობს.

ძალიან პოპულარული იყო გვერდი: "ასე იტყოდა ზარატუსტრა", რომელიც შექმნისთანავე ათასობით ადამიანმა მოიწონა.

ცალსახაა, რომ იუმორისტული გვერდები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სახუმარო პოსტებს, ბევრი იწონებს და იზიარებს საკუთარ გვერდზე. იუმორსტული გვერდების პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა.

ხშირად, გვერდები, რომლებიც ფინანსურ მოგებაზე არ არის გათვლილი, პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ, მალე კარგავენ აქტუალობას - რაც იმაშიც გამოიხატება, რომ თუ თავიდან გვერდზე დღეში 10-15 სიახლე იდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელი დღე არ ახლდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შემქნელის მოტივაცია, რომ გარკვეული პოპულარობა მოეპოვებინა, მიღწეულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც მსგავისი გვერდის ადმინსიტრატორებს სხვადსხვა ორგანიზაციებიდან უკავშირდებიან და საკუთარი გვედრის მართვას სთხოვენ, რაშიც არც თუ ისე მცირე ანაზღაურებას აძლევენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელში არსებული ქართული გვერდები ნელ-ნელა იხვეწება და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იყენებს სოციალურ ქსელებს მათ წარმატების მისაღწევად, რაც ნამდვილად მისასალმებელი ტენდენციაა.

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია