გაეროს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია

გაეროს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია

საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია. 16 ივლისს ნიუ-იორკში პან გი მუნის სახელით გაკეთებულ განცხადებას მისი პრესმდივანი აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას კი, საქართველოში "გაეროს სახლი" ავრცელებს.

"გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში.

გენერალური მდივანი ვითარების განმუხტვის მიზნით მხარეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გამოყენებას ურჩევს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა