53 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგ რაიანი 14 თვის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. მსახიობმა "პარიზის ფეშენ ვიკი" მოინახულა საფრანგეთში და როგორც უცხოური გამოცემები წერენ, მშვენივრად გამოიყურებოდა.
მართალია მის ახალ გარეგნობაში ძნელია ამოიცნოთ მსახიობი, რომელსაც ფილმებით - "თქვენთვის წერილია" და "როცა ჰარი შეხვდა სალის" იცნობდით. მისი სახე საგრძნობლადაა შეცვლილი: თვალის ჭრილმა და ნიკაპმა სხვა ფორმები მიიღო. როგორც ჩანს, რაიანმა სერიოზული პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა.