კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 1357 არალეგალური ნაგავსაყრელია - "თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული"
საქართველოში 1357 არალეგალური ნაგავსაყრელია - "თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული"

ლე­გა­ლუ­რი და არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გა­დავ­სე­ბუ­ლი ურ­ნე­ბი, გაზ­რდი­ლი ჯა­რი­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი, ნაგ­ვის კე­რებ­თან გა­ჩე­ნი­ლი ქუ­ჩის უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლე­ბი- წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რა­თი უც­ვლე­ლია. "მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ე­ბი ნა­გავ­საყ­რე­ლად არის გა­დაქ­ცე­უ­ლი. თით­ქმის არ დარ­ჩე­ნი­ლა ხევი და ხე­ო­ბა, რომ ნარ­ჩე­ნე­ბით არ იყოს და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ეკო­ლო­გი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

ეკო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა რე­გი­ო­ნებ­შია, სა­დაც არა­ერ­თი არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი არ­სე­ბობს. რო­გორც ეკო­ლო­გი, მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა "დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე აცხა­დებს, თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ყვე­ლა სოფ­ლის თავ­შია მსგავ­სი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი, რაც ზა­ფხუ­ლო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია. რე­გი­ო­ნებ­ში მსგავ­სი უნე­ბარ­თვო ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის გა­სა­უქ­მებ­ლად, სა­ხელ­მწი­ფომ რამ­დე­ნი­მე თვეა თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მსგავ­სი ნაგ­ვის კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლის შექ­მნა და­ი­წყო. თუმ­ცა ჩხო­ბა­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე პრობ­ლე­მა ბო­ლომ­დე აღ­მო­ფხვრი­ლი მა­ინც არ არის. მე­ტიც, მისი თქმით, ამან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მა გა­უ­ჩი­ნა, რად­გან ნაგ­ვის გა­და­სა­ტა­ნად სახ­სრე­ბი არ ჰყოფ­ნით.

"მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის კომ­პა­ნი­ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში 51 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი ჩა­ი­ბა­რა, რო­მე­ლიც უნდა შემ­ცირ­დეს და სა­ნაც­ვლოდ, 10 რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ნა­გავ­საყ­რე­ლი გა­კეთ­დეს. უკვე შე­დე­გიც არის, რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბი გა­უქ­მდა, თუმ­ცა თით­ქმის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აცხა­დებს, რომ ხარ­ჯი გა­ე­ზარ­დათ და ცენ­ტრა­ლურ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ნაგ­ვის გა­ტა­ნა მათ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რია. თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასე­თი პობ­ლე­მა, რად­გან თვით­მარ­თვე­ლო­ბებს არც მან­ქა­ნე­ბი და არც ურ­ნე­ბი ჰყოფ­ნით. რო­გორც რე­გი­ო­ნულ შეხ­ვედ­რებ­ზე გა­ირ­კვა, თვით­მარ­თვე­ლო­ბე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მხო­ლოდ 30%-ს ფა­რა­ვენ. ყვე­ლა სოფ­ლის და­ფარ­ვა და იქი­დან ნაგ­ვის გა­ტა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად ნა­გა­ვი რჩე­ბა ად­გილ­ზე და თით­ქმის ყვე­ლა სოფ­ლის თავ­ში ნა­გავ­საყ­რე­ლი იქ­მნე­ბა.

მა­გა­ლი­თად, იმე­რეთ­ში გვი­თხრეს, რომ შე­შის მო­სა­ტა­ნად წა­სულ ადა­მი­ანს ნა­გა­ვიც მი­აქვს და იქვე ტყე­ში ტო­ვებს. ამ მხრივ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა კა­ხეთ­ში, სა­დაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რმა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ეს არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბი გა­ი­ტა­ნა ან მი­წით გა­და­ფა­რა, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ასე­ვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­მო ქარ­თლშიც, რად­გან არის სოფ­ლე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით კვლავ არის რამ­დე­ნი­მე ნა­გავ­საყ­რე­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლი. არა­ლე­გა­ლურ ნა­გავ­საყ­რე­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, სულ 1357 ნა­გავ­საყ­რე­ლი იყო აღ­რი­ცხუ­ლი. სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­დაც 34-37 ასე­თი არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი იყო, დღეს მხო­ლოდ ორია დარ­ჩე­ნი­ლი. თუმ­ცა კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა, გა­უქ­მე­ბუ­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის ნაც­ვლად, ახლა უკვე სხვა ად­გი­ლებ­ში ჩნდე­ბა ნაგ­ვის კერა, იქ სა­დაც აღ­რი­ცხუ­ლი არ გვქონ­და," - ახა­დებს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ნინო ჩხო­ბა­ძე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საქართველოში 1357 არალეგალური ნაგავსაყრელია - "თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული"

საქართველოში 1357 არალეგალური ნაგავსაყრელია - "თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული"

ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელების მოუგვარებელი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით, გადავსებული ურნები, გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად დანაგვიანებული ქუჩები, ნაგვის კერებთან გაჩენილი ქუჩის უპატრონო ცხოველები- წლებია, რაც საქართველოში სურათი უცვლელია. "მთელი საქართველოს მდინარეები ნაგავსაყრელად არის გადაქცეული. თითქმის არ დარჩენილა ხევი და ხეობა, რომ ნარჩენებით არ იყოს დანაგვიანებული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი.

ეკოლოგების შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც არაერთი არალეგალური ნაგავსაყრელი არსებობს. როგორც ეკოლოგი, მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, თითქმის ყველა რეგიონში, ყველა სოფლის თავშია მსგავსი არაოფიციალური ნაგავსაყრელი, რაც ზაფხულობით განსაკუთრებით საშიშია. რეგიონებში მსგავსი უნებართვო ნაგავსაყრელების გასაუქმებლად, სახელმწიფომ რამდენიმე თვეა თითოეულ მუნიციპალიტეტში მსგავსი ნაგვის კერების გაუქმება და რეგიონალური ნაგავსაყრელის შექმნა დაიწყო. თუმცა ჩხობაძის თქმით, ამ ეტაპზე პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი მაინც არ არის. მეტიც, მისი თქმით, ამან მუნიციპალიტეტს დამატებითი პრობლემა გაუჩინა, რადგან ნაგვის გადასატანად სახსრები არ ჰყოფნით.

"მყარი ნარჩენების კომპანიამ მუნიციპალიტეტებში 51 ოფიციალური ნაგავსაყრელი ჩაიბარა, რომელიც უნდა შემცირდეს და სანაცვლოდ, 10 რეგიონალური ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი გაკეთდეს. უკვე შედეგიც არის, რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელები გაუქმდა, თუმცა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ ხარჯი გაეზარდათ და ცენტრალურ ნაგავსაყრელზე ნაგვის გატანა მათთვის პრობლემატურია. თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება ასეთი პობლემა, რადგან თვითმართველობებს არც მანქანები და არც ურნები ჰყოფნით. როგორც რეგიონულ შეხვედრებზე გაირკვა, თვითმართველობები მუნიციპალიტეტის მხოლოდ 30%-ს ფარავენ. ყველა სოფლის დაფარვა და იქიდან ნაგვის გატანა ვერ ხერხდება. შესაბამისად ნაგავი რჩება ადგილზე და თითქმის ყველა სოფლის თავში ნაგავსაყრელი იქმნება.

მაგალითად, იმერეთში გვითხრეს, რომ შეშის მოსატანად წასულ ადამიანს ნაგავიც მიაქვს და იქვე ტყეში ტოვებს. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა კახეთში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მუნიციპალიტეტმა ეს არალეგალური ნაგავსაყრელები გაიტანა ან მიწით გადაფარა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი. ასევე მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლშიც, რადგან არის სოფლები, სადაც ჩვენი მონაცემებით კვლავ არის რამდენიმე ნაგავსაყრელი განთავსებული. არალეგალურ ნაგავსაყრელებს რაც შეეხება, სულ 1357 ნაგავსაყრელი იყო აღრიცხული. სამეგრელოში, სადაც 34-37 ასეთი არალეგალური ნაგავსაყრელი იყო, დღეს მხოლოდ ორია დარჩენილი. თუმცა კიდევ ერთი პრობლემაა, გაუქმებული ნაგავსაყრელების ნაცვლად, ახლა უკვე სხვა ადგილებში ჩნდება ნაგვის კერა, იქ სადაც აღრიცხული არ გვქონდა," - ახადებს ჩვენთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია