მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადის ყოველდღიური მოხმარება საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების რისკს. კვლევაში მონაწილეობა 20 000-მა ადამიანმა მიიღო. მათზე დაკვირვება 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად დადგინდა, რომ შოკოლადის მოყვარულები გაცილებით ნაკლებად ავადდებოდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.
კვლევის თანახმად, ადამიანები, ვინც 7-დან 100 გრამამდე შოკოლადს მიირთმევს ყოველდღიურად, 25 პროცენტით ნაკლებად ხვდება ინსულტის მსხვერპლთა რიცხვში. ამის პარალელურად, ქალთა ჟურნალი "კოსმოპოლიტენი" აქვეყნებს სტატიას, სადაც ყვება იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ცელულიტთან ბრძოლაში უნდა მოიხმაროთ.
ბანანი ცელულიტთან ბრძოლაში საუკეთესო დამხმარე ყოფილა. მისი ეფექტურობის საიდუმლო კალიუმის მაღალ შემცველობაშია, რომელსაც ზედმეტი წყალი გამოჰყავს ქსოვილიდან.
გრეიპფრუტი აგრეთვე დიდ დახმარებას გაგიწევთ ცელულიტთან ბრძოლაში. ის არა მხოლოდ ცხიმის წვას უწყობს ხელს, დამატებით კანს მკვრივს ხდის. ის შეიცავს ა ვიტამინს, რომელიც აქტიურად ებრძვის ცელულიტს. ოღონდ უნდა შეიძინოთ წითელი და არა თეთრი გრეიპფრუტი და კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ მიირთვათ.
ქათმის ფილეს გარეშე ცელულიტთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ის სავსეა ცილებით, რომელიც კანის ჯანმრთელ და მკვრივ უჯრედებს და კუნთებს ეხმარება. ცხოველური ცილების მიღების საუკეთესო გზა სწორედ ქათმის ფილეა.
ქათმის კვერცხი შეიცავს ცილებს და უამრავ ვიტამინს და ის აუცილებელია ცელულიტიტს წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
აგრეთვე ძლიან სასარგებლოა ავოკადო, რომელიც საკმაოდ ცხიმიანი და კალორიული პროდუქტია, მაგრამ ზომიერი მიღება თქვენს სხეულს არ ავნებს. მან შეიძლება გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს ცელულიტის ალაგმვაში, რადგან ორგანიზმს შიგნიდან კვებავს საჭირო ნივთიერებებით, რაც გაცილებით ეფექტურია, ვიდრე გარეგანი მოქმედება.