პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და როგორ მივირთვათ ხილი - ენდოკრინოლოგის რჩევები
როდის და როგორ მივირთვათ ხილი - ენდოკრინოლოგის რჩევები

ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ხილს, უმე­ტე­სად, ძი­რი­თა­დი კვე­ბის შემ­დეგ, დე­სერ­ტად მი­ვირ­თმევთ. ერ­თნი ამ­ბო­ბენ, რომ ხილი აუ­ცი­ლებ­ლად უზ­მო­ზე ან მში­ერ კუ­ჭზე უნდა მი­ვირ­თვათ... მე­ო­რე­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მას­ში შე­მა­ვა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ხილი კვე­ბი­დან ერთ-ორ სა­ათ­ში უნდა მი­ვი­ღოთ... თუ მო­ვა­ხერ­ხეთ და საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ხილი შე­ვი­ძი­ნეთ, ისიც ვი­ცო­დეთ, რო­გორ და რო­დის მი­ვირ­თვათ, რომ მან ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ა­ჯე­როს ვი­ტა­მი­ნე­ბით... სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ქე­თე­ვან ასა­თი­ანს ვე­სა­უბ­რეთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი შე­ი­ცავ­დეს ხილს და რა არა­სა­სურ­ველ რის­კებს ვი­რი­დებთ თა­ვი­დან, როცა ხი­ლით ჯე­როვ­ნად ვიკ­ვე­ბე­ბით?

- ხილი ადა­მი­ა­ნის ჯან­სა­ღი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ხილ-ბოსტნე­უ­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო გახ­ლავთ. ეს პრო­დუქ­ტე­ბი საკ­ვე­ბი ბოჭ­კო­ე­ბი­სა და პექ­ტი­ნის, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბის წყა­როა. მათ შე­უძ­ლი­ათ გაწ­მინ­დონ ორ­გა­ნიზ­მი ქო­ლეს­ტე­რი­ნის­გან, რომ­ლის მა­ღა­ლი დონე სის­ხლში ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. ისი­ნი, ასე­ვე, სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პრო­ცე­სებ­სა და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი (კუჭ-ნაწ­ლა­ვის) ტრაქ­ტის მუ­შა­ო­ბა­ზე, ხელს უშ­ლი­ან ავი­ტა­მი­ნო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას. ორ­გა­ნიზ­მში ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბის გარ­და, რო­გო­რი­ცაა A, D, E, B12, სხვა ვი­ტა­მი­ნი არ გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, მა­რა­გი არ იქ­მნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სხვა ვი­ტა­მი­ნის მი­წო­დე­ბა მხო­ლოდ საკ­ვე­ბით ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­დაც ხილს თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

- რო­მე­ლი ხი­ლია საკ­ვე­ბი ბოჭ­კო­ე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რი?

- ეს გახ­ლავთ ვაშ­ლი, მსხა­ლი, ფორ­თო­ხა­ლი, ატა­მი, ჟოლო, მარ­წყვი, მოც­ვი. პექ­ტი­ნით მდი­და­რია ვაშ­ლი, ატა­მი, ქლი­ა­ვი, შავი მო­ცხა­რი.

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ ვერ მი­ირ­თმევს ხილს... შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხილ­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სხვა ჯგუ­ფის პრო­დუქ­ტით სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩა­ნაც­ვლე­ბა?

- სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია! თუ არ­სე­ბობს ამა თუ იმ ხი­ლი­სად­მი ალერ­გია ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მი­უ­ღებ­ლო­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბა ცი­ლის, ცხი­მის, ნახ­შირ­წყლი­სა და სუფ­თა წყლის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მი­ღე­ბის ფონ­ზე პო­ლი­ვი­ტა­მი­ნის კომ­პლექ­სის და­მა­ტე­ბა, წე­ლი­წა­დის სე­ზო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც ხილს ძი­რი­თა­დი კვე­ბის შემ­დეგ მი­ვირ­თმევთ, მას­ში შე­მა­ვალ ვი­ტა­მი­ნებს ორ­გა­ნიზ­მი სა­თა­ნა­დოდ ვერ ით­ვი­სებს. ამი­ტომ, იგი კვე­ბი­დან 1-2 სა­ა­თის შემ­დეგ უნდა მი­ვი­ღოთ... არ­სე­ბობს ასე­თი რე­კო­მენ­და­ცი­აც - ხილი ასორ­ტის სა­ხით უნდა მი­ვირ­თვათ რო­გორც ერთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვე­ბა. რო­დის ით­ვი­სებს ხილ­ში შე­მა­ვალ ვი­ტა­მი­ნებს ორ­გა­ნიზ­მი უფრო აქ­ტი­უ­რად - კვე­ბი­დან ერთი სა­ა­თის შემ­დეგ თუ როცა მას ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვირ­თმევთ?

- ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა, სა­სურ­ვე­ლია, ხილი მი­ი­ღოს არა რო­გორც დე­სერ­ტი, კვე­ბის შემ­დეგ, არა­მედ რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საკ­ვე­ბი. თუ გვსურს, მი­ვი­ღოთ ყვე­ლა ის ვი­ტა­მი­ნი, საკ­ვე­ბი ბოჭ­კო, უჯრე­დი­სი, პექ­ტი­ნი, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ენერ­გია, რა­საც ხილი შე­ი­ცავს, უმ­ჯო­ბე­სია, ის მში­ერ კუ­ჭზე მი­ვირ­თვათ. გარ­და ამი­სა, ის უნდა მი­ვირ­თვათ ყო­ველ­გვა­რი თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე, უმად, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და­მუ­შა­ვე­ბი­სას ხი­ლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი იკარ­გე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე პი­რის ღრუ­ში ხი­ლის კარ­გად და­ქუც­მა­ცე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მი­ირ­თმევთ ხილს, და­ის­ვე­ნეთ. წვნი­ა­ნი ხი­ლის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 20-30 წუთი; "ხორ­ცი­ა­ნის", მა­გა­ლი­თად, ბა­ნა­ნის ან ლეღ­ვის მირ­თმე­ვის შემ­თხვე­ვა­ში - 45-60 წუთი. დრო­ის ამ მო­ნაკ­ვე­თის გას­ვლის შემ­დეგ კი მი­ირ­თვით ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი. თუ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი და მისი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ხილი უზ­მოდ, დი­ლით სა­უზ­მედ მი­ვირ­თვათ, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ხოლო თუ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო დი­ლით სა­უზ­მე­ზე ეს ვერ ხერ­ხდე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, ხილი ერთი სა­ხე­ო­ბის ან ასორ­ტის სა­ხით ცალ­კე, და­მო­უ­კი­დე­ბელ საკ­ვე­ბად მი­ვი­ღოთ. მა­გა­ლი­თად, დღის 12 ან სა­ღა­მოს 17:00 სა­ათ­ზე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როდის და როგორ მივირთვათ ხილი - ენდოკრინოლოგის რჩევები

როდის და როგორ მივირთვათ ხილი - ენდოკრინოლოგის რჩევები

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხილს, უმეტესად, ძირითადი კვების შემდეგ, დესერტად მივირთმევთ. ერთნი ამბობენ, რომ ხილი აუცილებლად უზმოზე ან მშიერ კუჭზე უნდა მივირთვათ... მეორენი ირწმუნებიან, რომ მასში შემავალი კვებითი ღირებულებების სრულად შესანარჩუნებლად, ხილი კვებიდან ერთ-ორ საათში უნდა მივიღოთ... თუ მოვახერხეთ და საკმაოდ ძვირად ღირებული ხილი შევიძინეთ, ისიც ვიცოდეთ, როგორ და როდის მივირთვათ, რომ მან ჩვენი ორგანიზმი სრულფასოვნად გააჯეროს ვიტამინებით... სწორედ ამ საკითხზე ენდოკრინოლოგს, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტს, ქეთევან ასათიანს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ქეთევან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის კვების რაციონი შეიცავდეს ხილს და რა არასასურველ რისკებს ვირიდებთ თავიდან, როცა ხილით ჯეროვნად ვიკვებებით?

- ხილი ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ხილ-ბოსტნეული ორგანიზმისთვის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ძირითადი წყარო გახლავთ. ეს პროდუქტები საკვები ბოჭკოებისა და პექტინის, ორგანული მჟავების, მინერალური მარილების წყაროა. მათ შეუძლიათ გაწმინდონ ორგანიზმი ქოლესტერინისგან, რომლის მაღალი დონე სისხლში ათეროსკლეროზის განვითარების ძირითადი მიზეზია. ისინი, ასევე, სასიკეთო გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და გასტროენტეროლოგიური (კუჭ-ნაწლავის) ტრაქტის მუშაობაზე, ხელს უშლიან ავიტამინოზის განვითარებას. ორგანიზმში ცხიმში ხსნადი ვიტამინების გარდა, როგორიცაა A, D, E, B12, სხვა ვიტამინი არ გამომუშავდება, მარაგი არ იქმნება. შესაბამისად, ყველა სხვა ვიტამინის მიწოდება მხოლოდ საკვებით ხდება. სწორედ ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვების რაციონის შემუშავება, სადაც ხილს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს მინიჭებული.

- რომელი ხილია საკვები ბოჭკოებით განსაკუთრებით მდიდარი?

- ეს გახლავთ ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, მარწყვი, მოცვი. პექტინით მდიდარია ვაშლი, ატამი, ქლიავი, შავი მოცხარი.

- ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ვერ მიირთმევს ხილს... შესაძლებელია, ხილში შემავალი ვიტამინებისა და ნივთიერებების სხვა ჯგუფის პროდუქტით სრულფასოვანი ჩანაცვლება?

- სრულფასოვანი ჩანაცვლება შეუძლებელია! თუ არსებობს ამა თუ იმ ხილისადმი ალერგია ან ინდივიდუალური მიუღებლობა, მიზანშეწონილი იქნება ცილის, ცხიმის, ნახშირწყლისა და სუფთა წყლის დაბალანსებული მიღების ფონზე პოლივიტამინის კომპლექსის დამატება, წელიწადის სეზონის გათვალისწინებით.

- გავრცელებული მითითების მიხედვით, როდესაც ხილს ძირითადი კვების შემდეგ მივირთმევთ, მასში შემავალ ვიტამინებს ორგანიზმი სათანადოდ ვერ ითვისებს. ამიტომ, იგი კვებიდან 1-2 საათის შემდეგ უნდა მივიღოთ... არსებობს ასეთი რეკომენდაციაც - ხილი ასორტის სახით უნდა მივირთვათ როგორც ერთი დამოუკიდებელი კვება. როდის ითვისებს ხილში შემავალ ვიტამინებს ორგანიზმი უფრო აქტიურად - კვებიდან ერთი საათის შემდეგ თუ როცა მას ცალკე, დამოუკიდებლად მივირთმევთ?

- ჯანმრთელმა ადამიანმა, სასურველია, ხილი მიიღოს არა როგორც დესერტი, კვების შემდეგ, არამედ როგორც დამოუკიდებელი საკვები. თუ გვსურს, მივიღოთ ყველა ის ვიტამინი, საკვები ბოჭკო, უჯრედისი, პექტინი, ორგანული მჟავები, მინერალები, ენერგია, რასაც ხილი შეიცავს, უმჯობესია, ის მშიერ კუჭზე მივირთვათ. გარდა ამისა, ის უნდა მივირთვათ ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე, უმად, რადგან ნებისმიერი ტიპის დამუშავებისას ხილის სასარგებლო თვისებები იკარგება. მნიშვნელობა აქვს ასევე პირის ღრუში ხილის კარგად დაქუცმაცებას. მას შემდეგ, რაც მიირთმევთ ხილს, დაისვენეთ. წვნიანი ხილის მიღების შემთხვევაში - 20-30 წუთი; "ხორციანის", მაგალითად, ბანანის ან ლეღვის მირთმევის შემთხვევაში - 45-60 წუთი. დროის ამ მონაკვეთის გასვლის შემდეგ კი მიირთვით ძირითადი საკვები. თუ ადამიანის ორგანიზმი და მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხილი უზმოდ, დილით საუზმედ მივირთვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო დილით საუზმეზე ეს ვერ ხერხდება, უმჯობესია, ხილი ერთი სახეობის ან ასორტის სახით ცალკე, დამოუკიდებელ საკვებად მივიღოთ. მაგალითად, დღის 12 ან საღამოს 17:00 საათზე.

გაგრძელება

რა შეიძლებოდა გამხდარიყო შატილის გზაზე მიკროავტობუსის გადაჩეხვის მიზეზი? - ექსპერტების ვერსიები

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

„იმედის“ ეთერში მოგებების ფოიერვერკი იწყება - მოიგე 700 000 და 200 000 ლარი!