დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ძლიერი წვიმაა ელჭიქით მოსალოდნელი. ზოგან იქნება სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება, რომლის დროსაც ქარის სიჩქარე წამში 20-22 მეტრი იქნება. დღეს იწვიმებს დასავლეთ საქართველოშიც, თუმცა ძლიერი ნალექი მოსალოდნელი არ არის.
მომავალი კვირიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს, თუმცა 22-23 ივლისს სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმას პროგნოზირებენ. აღნიშნულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 20-21 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართვლოში კი 26 ივლისის ჩათვლით, შედარებით უნალექო მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება.