საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი" - რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ
"უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი" - რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ

ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი იმ ხატს ვე­ვედ­რე­ბით, რო­მელ­ზეც ვი­ცით, რომ ჩვენს ჩა­ნა­ფიქ­რსა და თხოვ­ნას შე­ის­მენს, რად­გან ასე გვსმე­ნია, თუმ­ცა რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უ­ბარ­ში ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამ დროს ადა­მი­ა­ნი ხატ­თაყ­ვა­ნის­მცე­მელს ემ­სგავ­სე­ბა, სა­თხო­ვა­რის მი­ხედ­ვით კი წმინ­და­ნი­სა და ხა­ტის და­ყო­ფა მი­უ­ღე­ბე­ლია.

- არ მინ­და ვინ­მეს ხატ­მებ­რძო­ლე­ო­ბის წრე­ში ვე­გო­ნო და თით­ქოს ვინ­მეს გან­ვი­კი­თხავ, მაგ­რამ რა­ზეც წარ­მარ­თე­ბი ჩვენ გან­გვი­კი­თხავ­დნენ, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი ხატ­თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არი­ა­ნო, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ქრის­ტი­ა­ნი ამ ხატ­თაყ­ვა­ნისცმლო­ბა­შია უნე­ბუ­რად გა­და­სუ­ლი. ასე­თი სწავ­ლე­ბა რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან გაჩ­ნდა.

მა­გა­ლი­თად, წმინ­და ნი­კო­ლოზს ოჯა­ხუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ევედ­რე­ბი­ან, სპი­რი­ო­დონ ტრი­უმ­ფუნ­ტელს კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის ჟამს. რა თქმა უნდა, თუ გწამს, რომ შე­უს­მე­ლი ბარ­ძი­მი ნარ­კო­ტი­კე­ბის­გან და ლო­თო­ბის­გან განგკურ­ნავს, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ რომ ვერ გან­კგურ­ნოს? ხომ შე­იძ­ლე­ბა ამის გამო ადა­მი­ა­ნი დაბ­რკოლ­დეს? უხერ­ხუ­ლია, როცა ადა­მი­ა­ნი სტო­მა­ტო­ლოგ­თან არ მი­დის და კბი­ლის და­ა­მე­ბას წმინ­დანს ევედ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა რომ ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია რო­მე­ლი­მე წმინ­დან­მა ჩაგ­ვი­ტა­როს? წმინ­და­ნი შე­იძ­ლე­ბა ოპე­რა­ცი­ის დროს დაგ­ვეხ­მა­როს.

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ წმინ­და­ნია უფ­ლის წი­ნა­შე მე­ო­ხი და არა ხატი. ღვთის­მშობ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით ხატი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ერთი ღვთის­მშო­ბე­ლია. არის მა­გა­ლი­თად ყა­ზა­ნის, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი, მაგ­რამ ყველ­გან ერთი და იგი­ვე ღვთის­მშო­ბე­ლია.

- მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ლო­ცა­ვე­ბის მი­მართ, როცა რო­მე­ლი­მე სა­ლო­ცავს ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბას ვე­ვედ­რე­ბით.

- ადა­მი­ანს თუ რწმე­ნა არ აქვს, მა­შინ ამის გა­კე­თე­ბას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ლო­ცავ­ში გუ­ლით ილო­ცებ თუ არა. თუ წარ­მარ­თუ­ლად ზურ­გა­კი­დე­ბუ­ლი ცხვრით მი­დი­ხარ, შე­მო­ა­ტა­რებ და დაკ­ლავ, ეს სა­ლო­ცა­ვის სიძ­ლი­ე­რეა თუ შენი წარ­მარ­თუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის? ადა­მი­ა­ნის რწმე­ნა ძლი­ე­რი უნდა იყოს.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც ათ­ჯერ არის იე­რუ­სა­ლიმ­ში ნამ­ყო­ფი, ოცჯერ ათო­ნის მთა­ზე, მაგ­რამ მას­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ არის. სე­რა­ფიმ სა­რო­ვე­ლი ამ­ბობ­და, რომ დი­ვო­ე­ვო­ში არის ჩემი ათო­ნიც და ჩემი იე­რუ­სა­ლი­მიც, მეც იგი­ვეს ვი­მე­ო­რებ, რომ ნა­რი­ყა­ლა­ზეა ათო­ნიც და იე­რუ­სა­ლი­მიც. მთა­ვა­რია რო­გო­რი გუ­ლით ვი­ლო­ცებ და ღმერ­თს მი­ვე­ახ­ლო­ვე­ბი. სუ­ლიწ­მინ­დის ყვე­ლა­ზე დიდი ტა­ძა­რი თვი­თონ ადა­მი­ა­ნია.

ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით, მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნის ასუ­რე­ლი მამა და­ვით გა­რე­ჯე­ლი იე­რუ­სა­ლიმ­ში ფე­ხით ჩა­ვი­და და შეს­ვლა ვერ გა­ბე­და, რად­გან იქ გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თი და­დი­ო­და და მე უღირ­სი ვერ შე­ვა­ლო. სამი ქვა აიღო და უკან გა­მობ­რუნ­და. იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქმა ხილ­ვა ნახა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­სულ ვი­ღაც მლოც­ველს იე­რუ­სა­ლი­მის მთე­ლი მად­ლი მიჰ­ქონ­და, გა­მო­ე­კიდ­ნენ და­ვით გა­რე­ჯელს და ორი ქვა წა­არ­თვეს, ერთი ქვა კი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნი არც კი შე­სუ­ლა ტა­ძარ­ში, მაგ­რამ მად­ლი მი­ი­ღო, მად­ლი ერ­თნა­ი­რია ყველ­გან, მთა­ვა­რი ჩვე­ნი მიმ­ღე­ო­ბაა.

ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლი ენერ­გი­აა, რო­მელ­საც ჩვე­ნი გან­წმენ­და შე­უძ­ლია. ადა­მი­ანს, რო­დე­საც გან­წმენ­დი­ლი სული და გული აქვს, ყვე­ლა­ზე მად­ლმო­სი­ლია. ადა­მი­ა­ნის ჩა­ნა­ფიქ­რი მა­შინ ას­რულ­დე­ბა, როცა სუ­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა და არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. ღმერ­თმა იცის რა გვინ­და, ჩვენ­თვის კარ­გი რა არის. თუ ჩვე­ნი თხოვ­ნა ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ღვთის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იქ­ნე­ბა, ის არ ას­რულ­დე­ბა.

- თუმ­ცა ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი უფალს ოჯა­ხის წევ­რის ან ახ­ლობ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას სთხო­ვენ.

- რა თქმა უნდა, ამ დროს ადა­მი­ა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ ის ამი­სათ­ვის მზად არ არის. რად­გან ის სნე­ულ­დე­ბა, ღმერ­თმა ეს მის სამ­კურ­ნა­ლოდ და­უშ­ვა. ღმერ­თმა იცის, ვინ რო­დის უნდა გან­კურ­ნოს. ეს შე­იძ­ლე­ბა ცოტა მკაც­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ღმერ­თმა ყვე­ლა­ფე­რი იცის. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი რო­დე­საც ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ამ­ბობ­და, რომ სამ­გზის ვე­ვედ­რე ღმერ­თს და არ განმკურ­ნა, მი­თხრა სხე­ულ­ში ეკა­ლი მო­გე­ცა და და­გ­ქენ­ჯნოს, რომ ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში არ ჩა­ვარ­დეო. როცა ადა­მი­ა­ნი სნე­უ­ლე­ბა­შია ან რა­ღაც უჭირს, მა­შინ კარ­გად ლო­ცუ­ლობს, გო­ნე­ბა უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, ხოლო როცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს, არა­ფე­რი აწუ­ხებს, სამ­წუ­ხა­როდ ამ დროს ღმერ­თი არ ახ­სენ­დე­ბა.

თაკო ესე­ბუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი" - რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ

"უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი" - რომელ ხატს რა უნდა ვევედროთ

ხშირად ადამიანები იმ ხატს ვევედრებით, რომელზეც ვიცით, რომ ჩვენს ჩანაფიქრსა და თხოვნას შეისმენს, რადგან ასე გვსმენია, თუმცა როგორც "ამბები.გე"-სთან საუბარში ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, ამ დროს ადამიანი ხატთაყვანისმცემელს ემსგავსება, სათხოვარის მიხედვით კი წმინდანისა და ხატის დაყოფა მიუღებელია.

- არ მინდა ვინმეს ხატმებრძოლეობის წრეში ვეგონო და თითქოს ვინმეს განვიკითხავ, მაგრამ რაზეც წარმართები ჩვენ განგვიკითხავდნენ, რომ ქრისტიანები ხატთაყვანისმცემლები არიანო, დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი ამ ხატთაყვანისცმლობაშია უნებურად გადასული. ასეთი სწავლება რუსეთის ეკლესიიდან გაჩნდა.

მაგალითად, წმინდა ნიკოლოზს ოჯახური კეთილდღეობისთვის ევედრებიან, სპირიოდონ ტრიუმფუნტელს კი მატერიალური სიდუხჭირის ჟამს. რა თქმა უნდა, თუ გწამს, რომ შეუსმელი ბარძიმი ნარკოტიკებისგან და ლოთობისგან განგკურნავს, ძალიან კარგია, მაგრამ რომ ვერ განკგურნოს? ხომ შეიძლება ამის გამო ადამიანი დაბრკოლდეს? უხერხულია, როცა ადამიანი სტომატოლოგთან არ მიდის და კბილის დაამებას წმინდანს ევედრება. შეიძლება რომ ქირურგიული ოპერაცია რომელიმე წმინდანმა ჩაგვიტაროს? წმინდანი შეიძლება ოპერაციის დროს დაგვეხმაროს.

უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანია უფლის წინაშე მეოხი და არა ხატი. ღვთისმშობლის მილიონობით ხატი არსებობს, მაგრამ ერთი ღვთისმშობელია. არის მაგალითად ყაზანის, ივერიის ღვთისმშობლის ხატები, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე ღვთისმშობელია.

- მსგავსი დამოკიდებულებაა სალოცავების მიმართ, როცა რომელიმე სალოცავს ჩანაფიქრის ასრულებას ვევედრებით.

- ადამიანს თუ რწმენა არ აქვს, მაშინ ამის გაკეთებას რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული სალოცავში გულით ილოცებ თუ არა. თუ წარმართულად ზურგაკიდებული ცხვრით მიდიხარ, შემოატარებ და დაკლავ, ეს სალოცავის სიძლიერეა თუ შენი წარმართული მდგომარეობის? ადამიანის რწმენა ძლიერი უნდა იყოს.

ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ათჯერ არის იერუსალიმში ნამყოფი, ოცჯერ ათონის მთაზე, მაგრამ მასში არანაირი ცვლილება არ არის. სერაფიმ საროველი ამბობდა, რომ დივოევოში არის ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც, მეც იგივეს ვიმეორებ, რომ ნარიყალაზეა ათონიც და იერუსალიმიც. მთავარია როგორი გულით ვილოცებ და ღმერთს მივეახლოვები. სულიწმინდის ყველაზე დიდი ტაძარი თვითონ ადამიანია.

ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, მეექვსე საუკუნის ასურელი მამა დავით გარეჯელი იერუსალიმში ფეხით ჩავიდა და შესვლა ვერ გაბედა, რადგან იქ განკაცებული ღმერთი დადიოდა და მე უღირსი ვერ შევალო. სამი ქვა აიღო და უკან გამობრუნდა. იერუსალიმის პატრიარქმა ხილვა ნახა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ვიღაც მლოცველს იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა, გამოეკიდნენ დავით გარეჯელს და ორი ქვა წაართვეს, ერთი ქვა კი დღეს საქართველოშია ჩამობრძანებული. წარმოიდგინეთ ადამიანი არც კი შესულა ტაძარში, მაგრამ მადლი მიიღო, მადლი ერთნაირია ყველგან, მთავარი ჩვენი მიმღეობაა.

ყველაზე დიდი მადლი ენერგიაა, რომელსაც ჩვენი განწმენდა შეუძლია. ადამიანს, როდესაც განწმენდილი სული და გული აქვს, ყველაზე მადლმოსილია. ადამიანის ჩანაფიქრი მაშინ ასრულდება, როცა სულიერი იქნება და არა მატერიალური. ღმერთმა იცის რა გვინდა, ჩვენთვის კარგი რა არის. თუ ჩვენი თხოვნა ჩვენს სარწმუნოებას არ შეესაბამება და ღვთის ნების საწინააღმდეგო იქნება, ის არ ასრულდება.

- თუმცა ხშირად ადამიანები უფალს ოჯახის წევრის ან ახლობლის ჯანმრთელობას სთხოვენ.

- რა თქმა უნდა, ამ დროს ადამიანი აუცილებლად გამოჯანმრთელდება, მაგრამ ჯერ ის ამისათვის მზად არ არის. რადგან ის სნეულდება, ღმერთმა ეს მის სამკურნალოდ დაუშვა. ღმერთმა იცის, ვინ როდის უნდა განკურნოს. ეს შეიძლება ცოტა მკაცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის. პავლე მოციქული როდესაც ძალიან ცუდად იყო ამბობდა, რომ სამგზის ვევედრე ღმერთს და არ განმკურნა, მითხრა სხეულში ეკალი მოგეცა და დაგქენჯნოს, რომ ამპარტავნებაში არ ჩავარდეო. როცა ადამიანი სნეულებაშია ან რაღაც უჭირს, მაშინ კარგად ლოცულობს, გონება უფრო მობილიზებულია, ხოლო როცა ყველაფერი კარგად აქვს, არაფერი აწუხებს, სამწუხაროდ ამ დროს ღმერთი არ ახსენდება.

თაკო ესებუა

ქართული წარმატების ისტორია - "პალიტრა“ 26 წლის გახდა

ქუჩები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა