პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ჩამოსული ნიკა ცისკარიძე ალყაში მოაქციეს - რატომ გაიქცა შეხვედრიდან ცნობილი ბალერონი
თბილისში ჩამოსული ნიკა ცისკარიძე ალყაში მოაქციეს - რატომ გაიქცა შეხვედრიდან ცნობილი ბალერონი

29 ივ­ნისს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ნიკა ცის­კა­რი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. სა­ღა­მო­ზე მო­ცეკ­ვა­ვის სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ნიკა სა­ზო­გა­დო­ე­ბას დაჰ­პირ­და, რომ ყვე­ლა შე­კი­თხვას უპა­სუ­ხებ­და, რაც ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებ­და, თუმ­ცა და­გეგ­მი­ლი დი­ა­ლო­გი, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­ი­შა­ლა...

ხმა­უ­რით შე­წუ­ხე­ბულ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ ჯერ დარ­ბაზ­ში მყოფთ სი­ჩუ­მის­კენ მო­უ­წო­და, მაგ­რამ მის თხოვ­ნას რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. შემ­დეგ მა­გი­დას­თან მყო­ფი ცის­კა­რი­ძის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წრე ნელ-ნელა შე­ვიწ­როვ­და და ბო­ლოს მო­ცეკ­ვა­ვე ალ­ყა­ში ისე მო­აქ­ცი­ეს, რომ გა­უ­საძ­ლის სი­ცხე­ში თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა და­კარ­გა. ნიკა ცის­კა­რი­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, შეხ­ვედ­რა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რაც, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი იყო მისი მხრი­დან...

თუმ­ცა მა­ნამ­დე მან სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად სპონ­ტა­ნუ­რად ორი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლო. სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ნი­კას­თან შეხ­ვედ­რა ასე გა­იხ­სე­ნა: "პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი, 17 წლის, როცა მოს­კოვ­ში მი­უ­ზიკლ "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში"როლი მი­ვი­ღე. მა­ნამ­დე, რა თქმა უნდა, დიდ თე­ატ­რში ნა­ნა­ხი მქონ­და ნი­კას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არა­ერ­თი როლი. ყუ­რებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, როცა მი­თხრეს, რომ მექ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, მას­თან ერ­თად ერთ სცე­ნა­ზე ვმდგა­რი­ყა­ვი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და მი­უ­ზიკ­ლი "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა". ნიკა სიკ­ვდი­ლის როლს ას­რუ­ლებ­და. 200-ზე მეტი სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შეთ და ნი­კას ხე­ლით 230-ჯერ მო­ვი­კა­ლი თავი. ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ ასეთ ვარ­სკვლავ­თან ერ­თად ვი­დე­ქი სცე­ნა­ზე..."

მი­უ­ზიკლში სო­ფოს დუბ­ლე­ბიც ჰყავ­და, თუმ­ცა ნიკა ცის­კა­რი­ძემ სოფო გა­მო­არ­ჩია: "ჯუ­ლი­ე­ტას სხვაც თა­მა­შობ­და, მაგ­რამ იმ შე­მად­გენ­ლო­ბი­დან სო­ფი­კო ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ჯუ­ლი­ე­ტა იყო. მისი "მოკ­ვლა"მი­ჭირ­და, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით მსი­ა­მოვ­ნებ­და კი­დეც (იღი­მის). სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 2004 წელს შედ­გა, რის შემ­დე­გაც ეს დიდი ქე­ი­ფით აღ­ვნიშ­ნეთ, მე და სო­ფი­კომ "თბი­ლი­სო"და "ცი­ცი­ნა­თე­ლა"ვიმ­ღე­რეთ".

ახ­ლაც სწო­რედ ეს ორი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დარ­ბაზ­ში. ვი­ნა­ი­დან ჩაშ­ლილ შეხ­ვედ­რა­ზე უკვე მო­გახ­სე­ნეთ, მო­ცეკ­ვა­ვე­ზე წიგ­ნის მა­სა­ლე­ბი­დან და სხვა­დას­ხვა დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან თა­ვად მო­გი­თხრობთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ადრე ას­რუ­ლე­ბენ აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას. ასე მოხ­და მის შემ­თხვე­ვა­შიც _ 35 წლი­დან "პენ­სი­ა­ზეა".

ბა­ლე­ტის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ბავ­შვო­ბი­დან სწავ­ლო­ბენ ტკი­ვი­ლის იგ­ნო­რი­რე­ბას. ერთხელ, უმ­ძი­მე­სი ტრავ­მის მი­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რე­პე­ტი­ცი­ას კი­დევ 20 წუთს აგ­რძე­ლებ­და და მუხ­ლის გარ­შე­მო მთე­ლი მყე­სე­ბი და კუნ­თე­ბი და­უ­წყდა. ეს კი­ნა­ღამ დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა _ ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, სტა­ფი­ლო­კო­კით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა სიკ­ვდილს ებ­რძო­და, სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და. არა­თუ ფე­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მისი სი­ცო­ცხლეც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იდგა, თუმ­ცა "გა­მოძ­ვრა"და ცხრა­ჯერ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი ფე­ხით სცე­ნას და­უბ­რუნ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნატა მ.
0

როგორ აპატიებს შურიანი ქართველი სხვა ქართველს - თუნდაც ნიკა ცისკარიძეს, რომ პატარა ბიჭი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, თავის განათლებითა და ინტელექტით მოხიბლა მსოფლიო, ერკვევა ყველა სფეროში, არის მსოფლიო კულტურის ელიტის ცნობადი სახე.

მასზე ცუდი კომენტარების ავტორებმა ჩაიხედონ გულში, რა გაუკეთებიათ თავის ქვეყნისთვის თავისი ცხოვრების მანძილზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თბილისში ჩამოსული ნიკა ცისკარიძე ალყაში მოაქციეს - რატომ გაიქცა შეხვედრიდან ცნობილი ბალერონი

თბილისში ჩამოსული ნიკა ცისკარიძე ალყაში მოაქციეს - რატომ გაიქცა შეხვედრიდან ცნობილი ბალერონი

29 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკა ცისკარიძესთან შეხვედრა გაიმართა. საღამოზე მოცეკვავის სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ნიკა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყველა შეკითხვას უპასუხებდა, რაც ხალხს აინტერესებდა, თუმცა დაგეგმილი დიალოგი, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩაიშალა...

ხმაურით შეწუხებულმა მოცეკვავემ ჯერ დარბაზში მყოფთ სიჩუმისკენ მოუწოდა, მაგრამ მის თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. შემდეგ მაგიდასთან მყოფი ცისკარიძის გარშემო შეკრებილი ადამიანების წრე ნელ-ნელა შევიწროვდა და ბოლოს მოცეკვავე ალყაში ისე მოაქციეს, რომ გაუსაძლის სიცხეში თავისუფლად სუნთქვის საშუალება დაკარგა. ნიკა ცისკარიძე იძულებული გახდა, შეხვედრა დაეტოვებინა, რაც, ასეთ შემთხვევაში, სრულიად ადეკვატური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან...

თუმცა მანამდე მან სოფო ნიჟარაძესთან ერთად სპონტანურად ორი სიმღერის შესრულება შეძლო. სოფო ნიჟარაძემ ნიკასთან შეხვედრა ასე გაიხსენა: ''პატარა გოგო ვიყავი, 17 წლის, როცა მოსკოვში მიუზიკლ ''რომეო და ჯულიეტაში''როლი მივიღე. მანამდე, რა თქმა უნდა, დიდ თეატრში ნანახი მქონდა ნიკას არაჩვეულებრივი არაერთი როლი. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა მითხრეს, რომ მექნებოდა ბედნიერება, მასთან ერთად ერთ სცენაზე ვმდგარიყავი. ორი წლის განმავლობაში მიდიოდა მიუზიკლი ''რომეო და ჯულიეტა''. ნიკა სიკვდილის როლს ასრულებდა. 200-ზე მეტი სპექტაკლი ვითამაშეთ და ნიკას ხელით 230-ჯერ მოვიკალი თავი. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ასეთ ვარსკვლავთან ერთად ვიდექი სცენაზე...''

მიუზიკლში სოფოს დუბლებიც ჰყავდა, თუმცა ნიკა ცისკარიძემ სოფო გამოარჩია: ''ჯულიეტას სხვაც თამაშობდა, მაგრამ იმ შემადგენლობიდან სოფიკო ჩემთვის უსაყვარლესი ჯულიეტა იყო. მისი ''მოკვლა''მიჭირდა, მაგრამ იმავდროულად განსაკუთრებით მსიამოვნებდა კიდეც (იღიმის). სპექტაკლის პრემიერა 2004 წელს შედგა, რის შემდეგაც ეს დიდი ქეიფით აღვნიშნეთ, მე და სოფიკომ ''თბილისო''და ''ციცინათელა''ვიმღერეთ''.

ახლაც სწორედ ეს ორი სიმღერა შეასრულეს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. ვინაიდან ჩაშლილ შეხვედრაზე უკვე მოგახსენეთ, მოცეკვავეზე წიგნის მასალებიდან და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი ინტერვიუებიდან თავად მოგითხრობთ. მოგეხსენებათ, მოცეკვავეები ადრე ასრულებენ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც _ 35 წლიდან ''პენსიაზეა''.

ბალეტის მოცეკვავეები ბავშვობიდან სწავლობენ ტკივილის იგნორირებას. ერთხელ, უმძიმესი ტრავმის მიღების მიუხედავად, რეპეტიციას კიდევ 20 წუთს აგრძელებდა და მუხლის გარშემო მთელი მყესები და კუნთები დაუწყდა. ეს კინაღამ დამღუპველი აღმოჩნდა _ ოპერაცია დასჭირდა, სტაფილოკოკით ინფიცირებული რამდენიმე კვირა სიკვდილს ებრძოდა, სეფსისი განუვითარდა. არათუ ფეხის შენარჩუნება, მისი სიცოცხლეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ''გამოძვრა''და ცხრაჯერ ნაოპერაციევი ფეხით სცენას დაუბრუნდა.

იხილეთ გაგრძელება

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა