13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საჭიროებების პირველი შეფასება. არის ორი ციფრი - ის ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურამ და მოსახლეობამ მიიღო, დაახლოებით, 70 მილიონამდე ავა, თუმცა თუ ჩვენ აქ შევიყვანთ, მათ შორის, ზოოპარკის გადატანის ხარჯებს, ავა 200 000 მილიონზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.