საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს - გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია
ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს - გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია

ჩვე­ნი ძმა­კა­ცე­ბი რომ არი­ან გა­რეთ, არ გე­ში­ნია? – ასე მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ცა­ა­ძემ მოწ­მე კობა გო­გა­ტიშ­ვილს, რო­მე­ლიც სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­ეს­წრო და აცხა­დებს, რომ ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილ­სა და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვს პის­ტო­ლე­ტით ცა­ა­ძემ ეს­რო­ლა, რის შემ­დე­გაც ახალ­გაზ­რდებს ია­რა­ღი და ტყვი­ე­ბი ჩა­უ­დეს.

მოწ­მის და­კი­თხვი­სას ცა­ა­ძემ კობა გო­გა­ტიშ­ვილს ჰკი­თხა, ბო­ლოს რო­დის იყო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რა­ზეც მოწ­მემ უპა­სუ­ხა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გუ­ში­ნაც იმ­ყო­ფე­ბო­და. ამას დარ­ბა­ზის მხრი­დან სი­ცი­ლი მოჰ­ყვა, რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ დამ­სწრე­ებს შე­ნიშ­ვნა მის­ცა. გი­ორ­გი ცა­ა­ძემ მოწ­მეს ასე­ვე მი­მარ­თა, რომ 2006 წელს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მას სა­ხე­ლი და გვა­რი არა აქვს მი­წე­რი­ლი და რო­გორ მოხ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს. ბრალ­დე­ბულ­მა იკი­თხა მოწ­მე თა­ვად გა­მო­ცხად­და თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. კობა გო­გა­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის თა­ვად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ პე­რი­ოდ­ში ვერ მი­ვი­დო­და, რად­გან შიში ჰქონ­და.

"გა­რეთ რომ ჩვე­ნი ძმა­კა­ცე­ბი არი­ან, იმა­თი არ გე­ში­ნია?" - ასე მი­მარ­თა ცა­ა­ძემ მოწ­მეს შიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ზე.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხმა­უ­რით დას­რულ­და. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევ­და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და, მა­ნა­ნა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც დარ­ბა­ზი­დან გა­მომ­სვლე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი მა­ტყუ­ა­რას უწო­დებ­დნენ. ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს - გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია

ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს - გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია

ჩვენი ძმაკაცები რომ არიან გარეთ, არ გეშინია? – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოწმე კობა გოგატიშვილს, რომელიც სპეცოპერაციას შეესწრო და აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს პისტოლეტით ცააძემ ესროლა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს იარაღი და ტყვიები ჩაუდეს.

მოწმის დაკითხვისას ცააძემ კობა გოგატიშვილს ჰკითხა, ბოლოს როდის იყო პროკურატურაში, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ საგამოძიებო უწყებაში გუშინაც იმყოფებოდა. ამას დარბაზის მხრიდან სიცილი მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ დამსწრეებს შენიშვნა მისცა. გიორგი ცააძემ მოწმეს ასევე მიმართა, რომ 2006 წელს შემთხვევის ადგილზე პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მას სახელი და გვარი არა აქვს მიწერილი და როგორ მოხდა, რომ პროკურატურაში დაიბარეს. ბრალდებულმა იკითხა მოწმე თავად გამოცხადდა თუ არა პროკურატურაში. კობა გოგატიშვილმა განაცხადა, რომ ის თავად პროკურატურაში იმ პერიოდში ვერ მივიდოდა, რადგან შიში ჰქონდა.

"გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, იმათი არ გეშინია?" - ასე მიმართა ცააძემ მოწმეს შიშთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა. მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი, რომელსაც დარბაზიდან გამომსვლელი ბრალდებულების ახლობლები მატყუარას უწოდებდნენ. ვითარების განმუხტვა მანდატურის სამსახურმა მალევე შეძლო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ