ნათია კობერიძე აცხადებს, რომ გუშინ, მის მიერ დაწერილ სტატუსს, სადაც ჟურნალისტი 1980-იან წლებში რუსთავში მომხდარ მკვლელობას იხსენებს, მისი დაშინების მცდელობა მოჰყვა:
"ყურადღება, ყურადღება!
ჩემს მიერ შორეულ 80-იანებში რუსთავში მომხდარი ახალგაზრდა ქალის გახმაურებული და გამოუძიებელი გაუპატიურებისა და მკვლელობის ამბის გახსენებას ჩემი დაშინების მცდელობა მოყვა. ეს წუთია დამირეკა ქვემო ქართლის პროკურორმა ზურაბ მატკავამ და გამლანძღა, როგორ გავბედე და ეს სისულელე გამოვაქვეყნე. თან თურმე გოგოს სახელი შემშლია და ასაკი.
სსრკ ხო არ დამთავრდა ამ ბედკრულ ქვეყანაში და იმ საშინელ საქმეს ისევ ეზრდება გრძელი ხელები.
P.შ. ამ ამბის გახსენებას ბევრი ჩემს ინბოქსში გამოეხმაურა", - წერს ნათია.